თამო ვაშალომიძე, რომელიც რომში იმყოფება, ვიდეომიმართვას ავრცელებს:
,,ამ თემას ვეხები უკანასკნელად. არ ვასახელებ სახელებს, მაგრამ ამ ვიდეოს ადრესატი კარგად გაიგებს.
,,მუქარა, რომ კომპანიას გამინადგურებენ, იქირავებენ ხალხს და წერენ რაღაც კომენტარებს. ჩემი კომპანიის განადგურება არ არის ასეთი ადვილი, მაგრამ სულ რომ გამინადგუროთ, ნულიდან დავიწყებ.
იცით, როგორი კეთილი გული მაქვს, როგორ მიყვარს ცხოველები და ადამიანები და ყველას მხარდაჭერას ვუცხადებ, მაგრამ ამასთან, მე ვარ ძალიან ძლიერი ადამიანი. ჩემთან ჩემთან მუქარის ენით საუბარი არ არის ის გზა, რომელიც უნდა აირჩიოთ.
1 საათში მივდივარ რობერტო კავალის წვეულებაზე… ეს არის ჩემი პასუხი იმაზე, რაც ახლა გავიგე”, – ამბობს ანერვიულებული და აცრემლებული თამო ვაშალომიძე ვიდეომიმართვაში.