• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Thursday, June 26, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ბავშვები ეზოში თამაშობდნენ დახუჭობანას და ნინიკოც დაიმალა, სარდაფთან ორმოსავით ადგილას ჩავრდა… ყვიროდა თურმე, შველას ითხოვდა…“, – თემქაზე მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის დეტალები

by inew
16 June 2025
in საზოგადოება
0
„ბავშვები ეზოში თამაშობდნენ დახუჭობანას და ნინიკოც დაიმალა, სარდაფთან ორმოსავით ადგილას ჩავრდა… ყვიროდა თურმე, შველას ითხოვდა…“, – თემქაზე მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის დეტალები
0
SHARES
590
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

არის რაღაც რისიც არ გვჯერა, მაგრამ არსებობს, ქვეცნობიერში მელაპარაკება ნინო, მასწავლის რა ვქნა და როდის, ახლა ერთად ვართ, ჩაეძინა, მშვიდ მუსიკას ვუსმენთ, მამა შენ ამქვეყნისთვის ზედმეტად კარგი ხარ, შენი სული იქაა, სადაც ანგელოზები არიან. მადლობა რომ იქიდან ზრუნავ! იქ შევხვდებით მა, ათი წელია სიყვარულს მასწავლიდი, ახლა შენ მასწავლე მა ამ ჯოჯოხეთში სიარული მა. შენ სულ ჩემს გულში იქნები მამა”,- ეს უმძიმესი სიტყვები დაწერა სოციალურ ქსელში 13 ივნისს დაღუპული 10 წლის გოგონას მამამ, გიორგი ჩორგოლაშვილმა. ენითაუღწერელია ამ ოჯახის ტრაგედია, რომელმაც ყველა სულით ხორცამდე შეძრა. ვერანაირი სიტყვა, ვერანაირი ძალა, არაფერი გაანელებს ამ ტკივილს, რასაც ახლა ოჯახი განიცდის. საშინელი რეალობის წინაშე არიან დღეს. თამუნა და გიორგის არ ჰყავთ მათი ულამაზესი გოგონა, რომელიც 10 წელი მათ ცხოვრებას აფერადებდა. ამ დღეებში ნინომ მეოთხე კლასი დაასრულა, დაწყებითების პედაგოგს თანაკლასელებთან ერთად გამოემშვიდობა და მომავალ წელს ცხოვრების ახალი ეტაპი უნდა დაეწყო, მეხუთე კლასში უნდა ესწავლა, მაგრამ საშინელი ტრაგედია დატრიალდა.

უმძიმესი ფაქტი 13 ივნისს, თბილისში, თემქის მესამე მიკრო რაიონში დატრიალდა. 10 წლის გოგონა, ნინო ჩორგოლაშვილი მისი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ბავშვებთან ერთად თამაშობდა, როცა მოულოდნელად ბავშვი კიბიდან გადავარდა, სადარბაზოსთან დაგროვილ ნაგავში ჩავარდა, სადაც სხვადასხვა სახის ნარჩენები და შუშები ეყარა, როგორც ჩანს, ბავშვმა დაზიანება მიიღო, ეტყობა არტერია დაუზიანდა, სისხლისგან ისე უცებ დაიცალა, რომ მისი გადარჩენა სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. ენითაუღწერელია ის ტკივილი, რასაც ახლა ის ადამიანები განიცდიან, ვინც სიცოცხლით სავსე პატარა გოგონას იცნობდა. საუბარი ყველას უჭირს.

“ვერ გამოვხატავ რამხელა გულის ტკივილია ეს ლამაზი გოგო. ჩემი სახლის კიბესთან ჩავარდა, შუშები და სხვადასხვა ნივთები ეყარა, დაზიანდა და დაიღუპა. საცოდაობა ტრიალებდა აქ, ვერ ვისაუბრებ, ძალა არ მაქვს”, – მითხრა იმ კორპუსში მაცხოვრებელმა და საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

როგორც აღვნიშნე ნინო 10 წლის იყო, თბილისის 142-ე საჯარო სკოლის მოსწავლე.

“გარდაიცვალა ჩვენი სკოლის IVდ კლასის მოსწავლე, ნინო ჩორგოლაშვილი. ეს ტრაგედია დიდ ტკივილს გვაყენებს ყველას, ვინც მას იცნობდა – დამრიგებელს, მასწავლებლებს, თანაკლასელებს, სკოლის თითოეულ წევრს. ნინო იყო ნათელი, კეთილი და გულთბილი, ომელიც ყოველთვის სიყვარულითა და სითბოთი ავსებდა ირგვლივ მყოფებს. მისი მოულოდნელი წასვლა უდიდესი დანაკლისია ჩვენი სკოლისთვის. სკოლის თითოეული წევრი ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას”- ნათქვამია სკოლის ფესბუქ გვერდზე გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

მომხდარით შეძრულები არიან მეზობლები.

„განადგურებულები ვართ ამ ამბით. წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა. ჩვენ ვცხოვრობთ თემქაზე ძველი რუსული სკოლის შენობაში. იქ წლების წინ შეასახლეს დევნილები და ამ კორპუსშია ეს დიდი უბედურება მომხდარი. ჩვენს თვალწინ გაიზარდა ნინო, სულ ჩემს ბავშვებთან თამაშობდა ეზოში. პირველ სართულზე აქვთ ბინა. ოჯახი სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. ნინოს უფროსი და და პატარა ძმა ჰყავს. ძალიან დამჯერე და უსაყვარლესი ბავშვი იყო. დედამისი როცა სამსახურში იყო, ბავშვები სახლიდან არ გადიოდნენ, ფანჯარასთან იდგნენ და იქიდან იყურებოდნენ ხოლმე. დედა როცა იყო სახლში, ბუნებრივია რთავდა ეზოში თამაშის უფლებას, თვითონ სულ ფანჯრიდან აკონტროლებდა, სულ მოიკითხავდა და სულ მისი თვალთახედვის არეში იყვნენ ბავშვები. ძალიან საყვარელი, სიცოცხლით სავსე ბავშვი იყო. განადგურებულია მთელი ოჯახი და ძალიან განვიცდით ყველანი. არ ვიცი რა ვთქვა ამ ვითარებაში. მართლა შოკში ვართ მთელი კორპუსი, ამხელა უბედურება დატრიალდა. გუშინ წინ წვიმამ რომ გადაიღო, მას შემდეგ მოხდა ეს ტრაგედია. ბავშვები ეზოში თამაშობდნენ დახუჭობანას. ეტყობა ნინიკოც დაიმალა, ვფიქრობ ჩაიცუცქა, თორემ სხვაგვარად არ ვიცი როგორ ჩავარდებოდა. ბავშვი სარდაფთან ორმოსავით ადგილას ჩავრდა. იქ ყრია ყველაფერი: შუშები, ხის სკამის დამტვრეული ფეხები, რკინა და ათასი ნაგავი, ამბობენ, სკამის ფეხს დაარტყა ყურის არე, ან შესაძლოა შუშის ნამსხვრევებს და ამისგან ბავშვს ჭრილობა ჰქონდა ყურის მიდამოში, როგორც ჩანს არტერია დაუზიანდა. მერე ყვიროდა თურმე ბავშვი, შველას ითხოვდა, ისევ ბავშვებს გაუგიათ და მისულან იქ, თვითონ რომ ნახეს ბავშვს ვერ ეხმარებოდნენ, გაქცეულან უფროსებთან და მათთვის უთხოვიათ დახმარება. ამოუყვანიათ ბავშვი, სისხლი სდიოდა და სამწუხაროდ საავადმყოფოში გადაყვანა ვერ მოხერხდა, ბავშვი სისხლისგან დაიცალა. წნევაც დაუვარდაო და გარდაიცვალა. არ ვიცი, ამის გააზრებაც მიჭირს. საშინელი ტკივილია, საშინელი სტრესი, ორი დღეა აზრზე ვერ მოვდივართ, ეს არ უნდა მომხდარიყო. საცოდავი მისი მშობლები, რომლებსაც სანუგეშო სიტყვას ვერ ვეუბნებით. ძალიან მზრუნველი მშობლები ჰყავდა, ბავშვები ვინც შეესწრო ამ ამბავს საშინელი სტრესის ქვეშ არიან. როგორც ვიცი, ნინოს დაც იყო ეზოში. მასზე დიდი და ჰყავს და პატარა ძმა, სულ ერთად იყვნენ. როგორც გავიგე იმ დროს ძმა არ ყოფილა გარეთ. არადა ისეთი ბავშვი იყო, რომ მშობლებთან შეთანხმების გარეშე გარეთ რომ არ გადიოდა. თან ნაწვიმარი რომ იყო, ცოტა ბნელოდა იმ დროს, საღამოხანს მოხდა ბავშვი კი გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ფაქტობრივად იქვე დაიცალა სისხლისგან სანამ იმ თხრილიდან ამოიყვანეს. სავარაუდოდ, არტერია დაიზიანდა, სხვანაირად ასე უცებ როგორ დაიცლებოდა სისხლისგან.

სარდაფიც არ ითქმის, რაღაც ოთკუთხედია, ერთი მეტრის სიღრმით და იქ ყრია უთვალავი ნაგავი. არც ერთ მაცხოვრებელს არ უფიქრია ეს რომ საფრთხეს წარმოადგენდა, თორემ აგურებით შეიძლებოდა იმ ადგილის ამოვსება, ორი წყება აგური საკმარისი იქნება ამოსავსებად და ეს ტრაგედია არ დატრიალდებოდა. ეს ორმოსავით ადგილი სანაგვედ იყო გამოყენებული და უამრავი სხვადასხვა ნივთი იყო ჩაყრილი. მინდა მის ოჯახს სამძიმარი ვუთხრა, დაგვამუნჯა ამ ტრაგედიამ”, – ამბობს ჩვენთან საუბარში იმ კორპუსში მაცხოვრებელი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვარაუდობენ, რომ ბავშვს მოხვედრილი საგნისგან დაუზიანდა საძილე არტერია და სისხლისგან დაიცალა, ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ პატარას შესაძლოა ფუძის ძვალი ჰქონდა დაზიანებული. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და ექსპერტიზით გაირკვევა მეტი დეტალი.

წყარო: „კვირის პალიტრა”

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

Next Post

ისრაელმა ირანის ტელევიზიას მაშინ დაარტყა, როცა პირდაპირი ეთერში იყო – რა კადრები ვრცელდება?

Next Post
ისრაელმა ირანის ტელევიზიას მაშინ დაარტყა, როცა პირდაპირი ეთერში იყო – რა კადრები ვრცელდება?

ისრაელმა ირანის ტელევიზიას მაშინ დაარტყა, როცა პირდაპირი ეთერში იყო - რა კადრები ვრცელდება?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In