ბებია ოლგას სოფლის სახლში კედლებზე ბევრი ფოტოსურათი იყო ჩამოკიდებული. მისი პატარა შვილიშვილი, ლიზა ხშირად ეკითხებოდა ბებოს, ვინ იყვნენ ფოტოებზე აღბეჭდილი ადამიანები. ქალს ყველა ახსოვდა, ისინი ხომ მისი სისხლი და ხორცი იყვნენ.
მან შვილიშვილს მოუყვა, რომ ერთ-ერთ ფოტოზე მისი და იყო და სხვა ნათესავების სახელების ჩამოთვლაც დაიწყო. მაშინ, გოგონამ ჰკითხა, სამხედრო ფორმაში ჩაცმული კაცი ვინღააო. ქალმა მას უპასუხა, რომ ეს მისი წინაპარი იყო დედის მხრიდან, მაგრამ სახელი არ ახსოვდა.
თუმცა, მალე ყველაფერი შეიცვალა…
პატარა ლიზას ზუსტად ეს ძველი და ცოტათი იდუმალი ფოტო იზიდავდა, რომლიდანაც ახაგაზრდა ჯარისკაცი იმზირებოდა და მაგნიტივით იზიდავდა ბავშვის ყურადღებას.
მაშინ, ოლგა ბებიამ თავისი ძველი, საოჯახო ალბომი გადმოიღო სიძველისვან გაყვითლებული ფოტოებით და ცნობისმოყვარე შვილიშვილს უამბო, რომ ეს სამხედრო ერთ დროს, თავის ოჯახთან ერთად სწორედ ამ სახლში ცხოვრობდა. ის ფრონტის ხაზზე დაღუპულა და არავის სცოდნოა, რა ბედი ეწია მის ოჯახს ამის შემდეგ…
მზე ჩასულიყო, ლიზამ ბებიასთან ერთად ისადილა და დასაძინებლად დაწვა. გოგონას საწოლი იმ ოთახში იდგა, სადაც ომში დაღუპული წინაპრის ფოტო ეკიდა. როგორც წესი, ბავშვი ადვილად იძინებდა, მაგრამ ამჯერად, მას ჯარისკაცზე ფიქრები უფრთხობდა ძილს და მის ცნობისმოყვარე გონებას არ ასვენებდა. მას ძალიან აინტერესებდა ამ ჯარისკაცის ისტორია.
მალე, გოგონამ გარკვევით გაიგონა, როგორ მიმართავდა ვიღაც, სახელით. თავიდან ლიზამ იფიქრა, რომ ეს ბებია იყო, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ კაცის ხმა იყო.
შეშინებული ბავშვი თავიდან ფეხებამდე საბანში გაეხვა და იმედოვნებდა, რომ უბრალოდ მოელანდა, ან ეს მხოლოდ და მხოლოდ სიზმარი იყო, მაგრამ ხმამ ისევ დაუძახა და უთხრა, რომ მას ანატოლი ერქვა და რომ გოგონას დიდი ბებია მისი ღვიძლი და იყო. მან ასევე ლიზას მოუყვა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპა.
გოგონა საბნის ქვეშ იყო შემძვრალი და განძრევისა და თვალის გახელისაც კი ეშინოდა. მაშინ, მან კიდევ ერთხელ გაიგო დაღუპული ნათესავის ხმა. მან ბავშვს უთხრა – არაფერს დაგიშავებ, შენთან უმაღლესმა ძალებმა გამომომგზავნეს, რომ უბედურების შესახებ გაგაფრთხილო, რომელიც მეზობელ ოჯახში მოხდებაო. თქვენს მეზობლებს ამ ღამეს შვილი მოუკვდება, ხველებით დაიხრჩობაო, უთხრა გოგონას წინაპრის ხმამ.
ბავშვი მამლის ყივილმა გააღვიძა. მან იმწამსვე დაღუპული ნათესავის ფოტოსურათს გახედა. მისი გამჭოლი მზერა ისევ აჰიპნოზებდა მას და თავისკენ ეზიდებოდა, მაგრამ ახლა ლიზამ უკვე იცოდა, რა ერქვა ამ კაცს. ბავშვმა ხმამაღლა დაუძახა ბებიას, როცა მოხუცი მასთან მივიდა, გოგონამ მათი წინაპრის ფოტოზე ლაპარაკი დაუწყო და უთხრა, რომ მას ანატოლი ერქვა.
ამის გაგონებაზე, ბებიასაც ამოუტივტიბდა გონებაში მისი სახელი და დაადასტურა, რომ ნამდვილად ასე ერქვა ამ ჯარისკაცს. ბებია გააკვირვა იმან, რომ მისმა შვილიშვილმა ყველაფერი იცოდა კაცის შესახებ. უცებ, ლიზას გაახსენდა და წამოიყვირა, რომ მათი მეზობლის პატარა ვაჟი ამ ღამეს მოკვდა. ოლგამ სამჯერ გადაიწერა პირჯვარი და გოგონას უთხრა, ნუ იგონებ, ბავშვი სრულიად ჯანმრთელიაო. მაგრამ ლიზა ამტკიცებდა, ნამდვილად მოკვდაო, ძილში დაიხრჩოო.
ბებია გაოგნებული უსმენდა შვილიშვილს, როცა კარი გაიღო და ერთ-ერთი მეზობელი შემოვარდა, რომელმაც მოყოლა დაიწყო, თუ როგორ მოკვდა მათი მეზობლის ბავშვი ძილში, ხველებით. ბებიამ გაოცებულმა გახედა ლიზას, მაგრამ გოგონა ხმას არ იღებდა. ოლგა მთელი დღე ვერ დამშვიდდა, შვილიშვილისთვის ხმა აღარ გაუცია.
ლიზაც გაჩუმებული იყო. შემდეგ დღეს, მეზობლები დაკრძალვისთვის ემზადებოდნენ, როგორც ეს სოფელში იყო მიღებული. დრო სწრაფად გავიდა საქმიანობასა და გაუბედურებული მშობლების დამშვიდებაში. გოგონა დაიღალა და ნაადრევად დაწვა, მაგრამ ვერაფრით იძინებდა.
შემდეგ კი ისევ გაიგო სამხედროს მშვიდი ხმა – მან გოგონას უთხრა, არ შეგეშინდეს ჩემი, არაფერს დაგიშავებ და არც შენს ბებიას შევეხებიო. ამ ღამეს, თქვენს თანასოფლელს, სოსოს წავიყვანო. ის გულის შეტევით მოკვდებაო და კვლავ გაიმეორა, რომ ამის სათქმელად გამოგზავნეს.
ისევ ხმამაღლა დაიყივლა მამალმა და გათენდა. ამ დღეს, მეზობლების ვაჟი უნდა დაეკრძალათ. ბებია ოლგა დილიდან საქმეებში იყო ჩაფლული და სახლში მხოლოდ დაკრძალვის შემდეგ დაბრუნდა. მან მოყოლა დაიწყო, რომ როდესაც ბავშვის ცხედარს საფლავში ასვენებდნენ, მათი თანასოფლელის, სოსოს ქალიშვილმა მოირბინა და ყველას ამცნო, რომ მამამისი გარდაიცვალა. ლიზამ თავი ჩახარა და ხმა არ ამოუღია. ბებიამ ჰკითხა, ისიც იცოდი ეს რომ მოხდებოდაო?
გოგონამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. ოლგამ აღნიშნა, თუ დაკრძალვის დღეს კიდევ ვინმე მოკვდა, ესე იგი, მეცხრე დღეს კიდევ ერთი უბედურება დატრიალდებაო. გოგონამ ეს დაიმახსოვრა და შიშით ელოდებოდა მეცხრე დღის დადგომას. მთელი ეს დღეები, მას მშვიდად ეძინა, გარდაცვლილი ნათესავი არ გამოცხადებია.
მეზობლის ბავშვის სიკვდილიდან მეცხრე დღეს კი, მას ისევ გაუჭირდა დაძინება და როგორც კი ბოლოს და ბოლოს ჩათვლიმა, მან მისთვის უკვე კარგად ნაცნობი ხმა გაიგონა. მან ისევ გაიმეორა, რომ არაფერს ავნებდა გოგონას და ბებიამისს, ისიც თქვა, რომ ხვალ უკვე მიდიოდა და მეტად აღარ დაბრუნდებოდა, მაგრამ მანამდე, კიდევ ერთი ადამიანი უნდა წაეყვანა თავისთან და ეს იყო მეზობელი, რომელიც მათ წინ ცხოვრობდა – სახელად ნიკო.
მასაც წავიყვან და უკან აღარასდროს მოვბრუნდებიო, თქვა ხმამ და დაამატა, რომ ლიზასთან და მის ბებიასთან დიდი საღხოვარი ჰქონდა – ეკლესიაში არ მოვუხსენიებივართ და გთხოვთ, ტაძარში მიდით და ჩემს სახელზე სანთელი დაანთეთო
სრულად სანახავდ უყურეთ ვიდეოს: