• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Wednesday, November 5, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბავშვობაში დაშვებული შეცდომები, რომლებიც ტანადობას აფუჭებს – როგორ შევუწყოთ ხელი სწორ და “ჩამოსხმულ” აღნაგობას

by inew
3 November 2025
in საზოგადოება
0
ბავშვობაში დაშვებული შეცდომები, რომლებიც ტანადობას აფუჭებს – როგორ შევუწყოთ ხელი სწორ და “ჩამოსხმულ” აღნაგობას
0
SHARES
60
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

დღეს ძალიან ცოტა ბავშვს თუ ნახავთ იდეალური ხერხემალით. ტანადობის დარღვევა, სქოლიოზი, ბრტყელტერფიანობა ძალიან გავრცელებული ჩივილებია. ექიმები ამბობენ, რომ ხეხემლის დაავადებებს შორის საშუალოდ მხოლოდ ასიდან ოთხი შემთხვევა არის გენეტიკური და სერიოზული. დანარჩენების თავიდან აცილება შესაძლებელია — თუ მშობლები დროულად მიაქცევენ ყურადღებას.

წარმოგიდგენთ იმ შეცდომებს, რომლებსაც ტანადობის დარღვევამდე და მომავალში ხერხემლის რთულ დიაგნოზებამდე მივყავართ.

1. ზედმეტად რბილი ბალიში და მატრასი

თუ ბავშვი რბილ, ჩამჯდარ მატრასზე წევს, მისი ხერხემალი ვერ ფორმირდება სწორად. ასეთი ზედაპირი არღვევს ბუნებრივ მრუდს და დროთა განმავლობაში იწვევს ხერხემლის გამრუდებას. იგივე შეიძლება მოხდეს ძალიან მაღალი ბალიშის შემთხვევაშიც — ბავშვ

ებში სხეულის პროპორციები განსხვავებულია, ამიტომ ბალიში და მატრასიც ასაკის შესაბამისად უნდა შეირჩეს.

2. ადრე დაწყებული „განვითარება“

ადრეული სწავლება, ეკრანთან დიდხანს ჯდომა, სმარტფონზე ან პლანშეტზე თამაში ზურგის გადაღლას იწვევს. ბავშვს ნაკლები მოძრაობა და ნაკლები ფიზიკური აქტივობა აქვს, რაც აფერხებს ძვლებისა და კუნთების სწორ განვითარებას. შედეგად, ნიჭის განვითარების ნაცვლად, მშობელი ხელს უწყობს სკოლისსა და კიფოზის ფორმირებას.

3. ბრტყელტერფიანობა

ბრტყელტერფიანობა ხშირად იწვევს ტანადობის დარღვევას, რადგან იცვლება სხეულის სიმძიმის ცენტრი. ქალაქის ბავშვებში ეს პრობლემა განსაკუთრებით ხშირია — ისინი მხოლოდ ბრტყელ იატაკზე დადიან. პროფილაქტიკისთვის სასარგებლოა სიარული ბალახზე, ქვიშაზე ან სპეციალურ ხალიჩებზე, უსწორმასწორო ზედაპირებზე. ორთოპედული ფეხსაცმელი საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს უკვე აქვს ჩამოყალიბებული ბრტყელფეხობა — სხვებისთვის იგი კუნთებს მხოლოდ ასუსტებს.

4. არაკომფორტული ავეჯი

ბავშვის ზურგზე დიდ გავლენას ახდენს სკამი და მაგიდა, სადაც ის ზის. ხშირად ოჯახები ვერ ყიდულობენ სწორად მორგებულ ავეჯს, თუმცა ტელევიზორი ან ტელეფონი ყოველთვის მოიძებნება. თუ ბავშვი სახლში გაკვეთილებს დაბალ მაგიდასთან ამზადებს, მოხრილი ზის და საათობით არ იცვლის პოზას, მომავალში აუცილებლად განუვითარდება სქოლიოზი. ამიტომ უმჯობესია ინვესტიცია ჩადოთ ხარისხიან მაგიდასა და სკამში.

5. არაბალანსებული კვება

კარგი ტანადობა დამოკიდებულია კვებაზეც. როდესაც ბავშვი იღებს მხოლოდ მცენარეულ საკვებს ან ხშირად იკვებება ფასტფუდით, მის ორგანიზმს აკლდება ცხიმში ხსნადი ვიტამინები — A, D, E და K, რომლებიც აუცილებელია ძვლების ზრდისთვის. ვიტამინი D მცირედადაა მცენარეულ პროდუქტებში, ამიტომ ბავშვების რაციონში უნდა შედიოდეს კვერცხი, რძე და ხორცი. გარდა ამისა, ზედმეტად ნახშირწყლოვანი საკვები ასუსტებს ძვლოვან სისტემას. რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი და ბუნებრივი.

6. ჟანგბადის და მზის ნაკლებობა

თუ ბავშვი იშვიათად გადის გარეთ და ძირითადად ოთახში ატარებს დროს, ზურგის კუნთები სუსტდება. გარეთ გასვლა, აქტიურობა და მზის სხივები აძლიერებს ძვლებს, ხელს უწყობს ვიტამინ D-ის გამომუშავებას. ბავშვები, რომლებიც დიდხანს სხედან ეკრანის წინ, სწრაფად იღლებიან, არ შეუძლიათ სწორად დგომა და ზურგის დაჭერა.

7. ზედმეტი სპორტული დატვირთვა

სპორტი სასარგებლოა, მაგრამ როცა ბავშვს ძალიან ადრეულ ასაკში აიძულებენ პროფესიულად ივარჯიშოს, ეს ხერხემალს აზიანებს. ბევრი მწვრთნელი ბავშვებს ბაღიდანვე ამზადებს ჩემპიონობისთვის, თუმცა მხოლოდ რამდენიმე აღწევს წარმატებას, დანარჩენები კი ჯანმრთელობას იზიანებენ. თუ მიზანი ჯანმრთელობაა და არა მედალი — დატვირთვა ზომიერი უნდა იყოს.

8. პრობლემის უგულებელყოფა

ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა დროული რეაგირების დაგვიანებაა. ტანადობის გამოსასწორებლად ეფექტური პერიოდია 14–16 წლამდე ასაკი. შემდეგ უკვე ძნელია ცვლილება. თუ ექიმმა შენიშნა დარღვევა, არ ღირს ლოდინი — საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს კორექცია.

საუკეთესო შედეგს იძლევა კომპლექსური მიდგომა: სამკურნალო ვარჯიში, ცურვა და ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების აღმოფხვრა. პრობლემის იგნორირება ნიშნავს ბავშვისთვის მომავალში ზურგის ქრონიკულ ტკივილებსა და ოპერაციების რისკს.

წყარო: mshoblebi.ge

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

(VIDEO) ჩეჩენი ქალი, რომელმაც ქმრის ქორწილში მისი ახალი ცოლისთვის იცეკვა… – ერთი თვის წინ შვილი გააჩინა, მისმა ქმარმა კი უკვე მეორე ცოლი შეირთო

Next Post

4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Next Post
4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
  • რემონტის შემდგომი დალაგება
  • ოფისების დალაგება
მანქანის ქიმწმენდა
დასუფთავების კომპანია
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In