• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Thursday, September 18, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ბავშვს ჯოხი ჩაურტყამს მამლისთვის და მოუკლავს… ამის გამო სცემეს…” – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი მცირეწლოვანზე ძალადობის საქმეში?

by inew
26 April 2025
in საზოგადოება
0
„ბავშვს ჯოხი ჩაურტყამს მამლისთვის და მოუკლავს… ამის გამო სცემეს…” – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი მცირეწლოვანზე ძალადობის საქმეში?
0
SHARES
449
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

წალენჯიხის ერთ- ერთ სოფელში ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დედა და ბებია დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 7 წლის ბავშვზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადა და არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია სამართალდამცავებმა უკვე გაავრცელეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 პირი – 1981 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1955 წელს დაბადებული ა.ქ. დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს. არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და “დ”ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ ასევე: “ბიჭი ბებიამ საღორეში ჩაკეტილი იპოვა, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის ნაკბენები ჰქონდა” – რა დეტალები ხდება ცნობილი სასტიკ დანაშაულზე?

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ნაცემი 7 წლის ბიჭუნა სახლიდან გაიქცა და დიდ ბებიას მიმართა დახმარებისთვის. სწორედ მან აცნობა პოლიციას და ძალოვნებმა ფაქტზე რეაგირება ოპერატიულა მოხდინეს.

screenshot-2025-04-26-115241-1745654124.png

“ჩვენს სოფელში მოხდა ფაქტი და დაკავებულია 7 წლის ბიჭუნას დედა და ბებია ბავშვზე ძალადობისთვის. რა მოხდა მათ სახლში, ეს დეტალები გამოძიებამ უკვე დაადგინა. ცნობილია, რომ ბავშვი ნაცემია. ადრე ამ ოჯახიდან ძალადობა არ გამიგონია, ბავშვის დედა ბაღში მუშაობს, იქვე თავის სახლთან ახლოს, სოფლის ცენტრში აქვთ ბაღი და იქ მუშაობს. ბებიაც ახალგაზრდაა, ზრდიდა თავის შვილიშვილს და ყველას, თანასოფლელს ძალიან გვიკვირს რატომ მივიდა ასეთ ძალადობამდე საქმე. როგორც სოფელში გავრცელდა ინფორმაცია, ცემის შემდეგ ბავშვი გაქცეულა სახლიდან. ამავე სოფელში ცხოვრობს ამ ბავშვის დიდი ბებია, მამის მხრიდან. მათი სახლები ერთი კილომეტრის დაშორებით არის და ბავშვმა იქ მიირბინა. დიდი ბებიასთვის მოუყოლია ეს ამბავი, უნახავს ბებიას ნაცემი ბავშვი და პატარას უთქვამს, დედას არ დაურეკო და არ უთხრა აქ რომ ვარ, თორემ მომკლავენო. სწორედ იმ დიდმა ბებომ, რომელთანაც მივიდა საშველად პატარა ბიჭი, დაურეკა პოლიციას, მოვიდნენ სამართალდამცავები, ნახეს ბავშვს რა დაზიანება ჰქონდა, მან უამბო ყველაფერი და ამის შემდეგ გუშინ დილით დააკავეს ბავშვის ბებია და დედა,”- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.

მისი თქმით, სახლში ბავშვთან ერთად მარტო ბებია და დედა ცხოვრობს. ბავშვის ბიძა არ არის საქართველოში. პატარა ბიჭის მამაც პოლონეთშია სამუშაოდ წასული.

screenshot-2025-04-26-115312-1745654124.png

“ბავშვის ბებია და დედა ერთად ცხოვრობენ, ძმა ბელარუსში ცხოვრობს, როგორც ვიცი, ბავშვის მამა პოლონეთში იყო წასული, ამბობენ, ცოლ-ქმარს უთანხმოება ჰქონდათ და დედასთან გადმოვიდნენ საცხოვრებლად. პატარა ბიჭია, პირველ კლასელი, როგორც მეზობლებისგან გავიგე, მათ სახლში ჰყოლიათ მამალი, რომელიც ძაღლივით იკბინება, ბავშვს ჯოხი ჩაურტყამს ამ მამლისთვის და მოუკლავს. ამის გამო სცემეს ბავშვი, ასე ამბობს ხალხი, ვინც ნახა ნაცემი ბავშვი. ექსპერტიზა ჩაუტარდა პატარა ბიჭს და ექსპერტიზით გაირკვევა რა დაზიანებები ჰქონდა. როგორც ამბობენ, ვიზუალურად ეტყობოდა ბავშვს ძალადობის კვალი. ამის მერე გამოქცეულა ბავშვი სახლიდან, არ წასულა ცენტრალური გზით, უკანა გზებით უვლია და ასე გაიარა ერთი კილომეტრიც და მივიდა მამის ბებიის ოჯახში. დიდ ბებიას უამბო რაც მოხდა, მან კი საქმეში ჩართო პოლიცია. ბავშვის მამა ზუგდიდის მაცხოვრებელია. გუშინ დილით დააკავა პოლიციამ ბებია და დედა, როგორც ამბობენ, ერთმანეთს აბრალებენ, შენ ცემე, არა შენ ცემეო. რა ჩვენება მისცეს ჩვენ არ ვიცით. ბავშვი ორივეს ადანაშაულებს ცემაში. არც ის ვიცით, ოფიციალურად რას ამბობენ ისინი თავიანთ ჩვენებებში. ფაქტზე გამოძიება მიდის, ექსპერტიზა ჩაუტარდა ბავშვს და ვიცით, რომ მამლის გამო ატყდა ეს ამბავი. სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ და მეტ დეტალს ისინი დაადგენენ. დეტალებს..

ბავშვის მამის სახლი არის ზუგდიდში, იქიდან იყო ცოლი წამოსული. მარტო ერთი შვილი ჰყავთ. ბებია ზრდიდა ამ ბავშვს, ცუდი ქალობა არ შემიმჩნევია და არ ვიცი. დასდევდა მამალიო, ეტყობა ბავშვს ეშინოდა, ალბათ ჯოხი ჩაარტყა და მოკვდა მამალი. როგორც ვიცი, ბავშვი ახლა დიდ ბებიასთან არის. გამოძიება მიდის”,- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.

ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ბავშვი საღორეში ყავდათ გამომწყვდეული გარკვეული პერიოდი და სწორედ ამის შემდეგ მოახერხა ბავშვმა სახლიდან გაქცევა… ბავშვს დაზიანებები აქვს სხეულის სხვადასხვა არეში. აღენიშნება ნაკბენები.

რას ამბობს თავად დაკავებული დედა და ბებია, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. სასამართლო მალე იმსჯელებს მათთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე.

წყარო: axali.site

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

,,გაგიჟებას ვარ, ჩემი თვალით რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი” – რა მოხდა თბილისის ხორცის მაღაზიაში?

Next Post

სიახლე, რომელიც 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება – რა იცვლება ერთ თვეში?

Next Post
სიახლე, რომელიც 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება – რა იცვლება ერთ თვეში?

სიახლე, რომელიც 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება - რა იცვლება ერთ თვეში?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
  • რემონტის შემდგომი დალაგება
  • ოფისების დალაგება
მანქანის ქიმწმენდა
დასუფთავების კომპანია
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In