ბიჭი ახლა 8 წლისაა. ის ბედნიერი მხოლოდ 4 წელი იყო. მაშინ როცა დედასთან და მამასთან ცხოვრობდა. ის უყვარდათ, ზრუნავდნენ, სათამაშოები მოჰქონდათ, ეფერებოდნენ. დღესაც ახსოვს ეს, მიუხევადად იმისა, რომ არც დედა და არც მამა რა ხანია არ უნახავს.
ამის შემდეგ მოხდა ის, საიდანაც მისი უბედურება დაიწყო. მამა სამსახურიდან გაათავისუფლეს. ოჯახში ფინანსური პრობლემები დაიწყო და მისი მშობლები ძალიან ხშირად ჩხუბობდნენ. თავის პატარა ხელისგულებში ეჭირა მამისა და დედის ნეკა თითები და შერიგებას ეხვეწებოდა. აქამდე ვერ გაიგო რატომ არ შერიგდნენ.
მალევე დედამ უთხრა, რომ საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან გადავიდოდნენ.
-მამა ხო მოვა ხოლმე? მუდარით იკითხა ბავშვა.
-კი მოვა ხოლმე. პატარამ ამის გაგონებაზე შვება იგრძნო.
თავდაპირველად მამა მართლა მოდიოდა ხოლმე, ბიჭი ბებიასთან და ბაბუასთან მიყავდა, რომლებიც სიხარულით ხვდებოდნენ. ათამაშებდნენ. მამასთან ერთად ტირში მოგებული სათამაშო ახლაც შენახული აქვს. დროთა განმავლობაში მამა უფრო და უფრო იშვიათად მოდიოდა. ბევრ საქმეებს იმიზეზებდა.
ასე გავიდ ერთი წელი, დედამ სამსახური იშოვა. ბებიაც მუშაობდა და მას დედის ან ბებიის მოლოდინში ბაღიდან ყველაზე ბოლოს უწევდა წამოსვლა. ბავშვი გაღის აღმზრდელის წუწუნის ფონზე: „როდემდე უნდა ვიჯდე ამ ბავშვის გამო“, ტიროდა.
მერე დედამ ვიღაც გაიცნობ, მისი ახალი ბიძია, რომელთანაც საცხოვრებლად გადავიდა ბიჭი კი მაინც ბებიასთან და ბაბუასთან დატოვა, იმ მიზეზით, რომ ბაღი აქედან ბევრად ახლოს იყო.
მამამაც მოიყვანა ახალი ცოლი, თავისი დედ-მამა საცხოვრებლად სოფელში გაუშვა და ბიჭს ისინი აღარ უნახავს. მამა ახალ შვილს ელოდებოდა და მისი პირველი შვილიც მისთვის უკვე უცხო იყო. თითქმის აღარც ნახულობდა. დედაც იშვიათად მოდიოდა, ისიც ფულის დასატოვებლად.
თუ მამას მაინც მიყავდა ხოლმე ძალიან იშვიათად თავისთან, ახალი შვილის გაჩენის შემდეგ, მისი მისვლა აკრძალა. ბიჭი ბებიას გარდა ყველასთვის ზედმეტი იყო.
ცოტა ხნის წინ გაიგონა ბებიას ლაპარაკი ტელეფონში, რომელიც დედას ეუბნებოდა: „საავადმყოფოში უნდა დავწვე, უკვე ფეხბი ძაან მისივდება და უნდა გავიგო რისი ბრალია. ბავშვს რა ვუყო?“
ბიჭი ამის გაგონებაზე ატირდა. ბებია გთხოვ შენ მაინც არ მიამტოვო. გთხოვ არ წამიყვანო ბავშვთა სახლში. არავის ვუნდივარ. მე რა ვქნა? ბებია, იქნება აჯობებს მოვკვდე…“ ამბობდა პატარა და ცრემლები ახრჩობდა.
გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და დააკომენტარეთ სტატია.
ყურადღება: ფოტო პირობითია
ავტორი: ია პირველი