ბედნიერი ქალი ვიყავი, რომელიც შვილს ელოდებიდა. მე გარშემო მეგობრები, კარგი ქმარი, მშობლები და ძმა მყაბდა. მეჩვენებოდა, რომ მე ქვის კედლის მიღმა ვიყავი და ვერავინ შეძლებდა ასეთი თავდაცვის გარღვევას.
მარიამი ჯანმრთელი და ძლიერი დაიბადა, ერთი კვირის შემდეგ უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. ყველაფერი მშვენივრად იყო და დედობა მსიამოვნებდა. მაგრამ ოთხი თვის შემდეგ ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა. მარიამი უცნაურად ახველდა და მე ის საავადმყოფოში გადავიყვანე. ექიმებმა ფუსფუსი დაიწყეს, დაიწყეს ტესტების გაკეთება, მუდმივად შემოწმება.
მეშინოდა იმის კითხვაც კი, თუ რა სჭირდა მას, მაგრამ ამ კითხვას ვსვამდი ყოველ ჯერზე, როდესაც რომელიმე თანამშრომელი გამოჩნდებოდა ჩემს პალატაში. მაგრამ ექიმებმა პასუხს თავი აარიდეს. სამი დღის შემდეგ გაუარესდა მისი მდგომარეობა და მარიამი აპარატზე შეაერთეს.
ჩემი პატარა გოგონა სავსე იყო მილაკებით და თავისით სუნთქვაც კი არ შეეძლო. ექიმმა თქვა, რომ მას ვერანაირ გარანტიას ვერ მისცემდა, დიდი თამხა იყო საჭირო მკურნალობისა და წამლებისთვის.
არ ვიცოდი რა მექნა..
მაშინ საშინლად მეშინოდა ჩემი შვილის მდგომარეობის, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, რომ ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ მელოდა, მე ასეთი ძლიერი ოჯახი მყავდა და ყველას შეგვეძლო ადვილად შეგვეგროვებინა თანხა. ძმამ თქვა, რომ ფული სხვა მიზნებისთვის ჰქონდა გადადებული არც კი მოსულა ბავშვის სანახავად და ამბობდა რომ ძალიან დაკავებული იყო.
კვირანახევრის შემდეგ იყიდა ახალი ჯიპი, კრედიტისა და განვადების გარეშეც. შემდეგ მას ვეჩხუბე და აღარ ვუკავშირდებოდი, მან გაცვალა თავისი ძმისშვილის სიცოცხლე მანქანაში, მკირნალობის თანხა ათჯერ ნაკლები იყო, ვიდრე ამ მანქანის ღირებულება.
ჩემმა ძმამ თქვა, რომ მე უნდა გავიზარდო და ჩემი პრობლემები მოვაგვარო. ვციტირებ: ”შენ უნდა გესწავლა ბავშვი კი არ უნდა გაგეჩინა, მაშინ ჩვეულებრივ იმუშავებდი და ფულსაც იშოვიდი ”.
ისე ვტიროდი მისი სიტყვების შემდეგ, როგორ შეიძლებოდა ვინმეს ასეთი რამ ეთქვა, იცოდა რომ ჩემი შვილი ასეთ მდგომარეობაში იყო?! მე და ჩემი ძმა დღემდე არ ველაპრაკებით ერთმანეთს იმის მიუხედავად რომ შვიდი წელი გავიდა ამ შემთხვევიდან.
ორი საათის შემდეგ მამაჩემს დავურეკე, ის კი დედის მხარეს იყო. ჩემი მეუღლე მივლინებაში იმყოფებოდა და თითქმის ერთი თვის განმავლობაში არანაირი კავშირი არ გვქონია მან არც კი იცოდა, რამდენად მჭირდებოდა მისი დახმარება და თანხები.
პარკში სკამზე ვიჯექი და ვტიროდი, სხვა გზა არ მრჩებოდა, ბანკიდან სესხს არავინ მომცემდა რადგან არ ვმუშაობდი ამიტომ გავყიდე მთელი ჩემი ოქრო საქორწილო ბეჭდის გარდა და თითქმის ხუთი ათასი მოვაგროვე.
ერთი თვისთვის საკმარი წამლები ვიყიდე და წავედი საავადმყოფოში. მარიამმა მკურნალობის კურსი დაიწყო, მაგრამ მე მეტი ფული არ მქონდა და შემდეგ თვეში ვიცოდი, რომ ბევრად მეტი დასჭირდებიდა.
ისევ შეკვეთით დავიწყე ტექსტების წერა, მაგრამ თვეში 500 ლარზე მეტს ვერ გამოვიმუშავებდი. თითქმის არაფერი მიჭამია და ყველაფერი გვერდზე გადავდე. როდესაც ჩემი მეუღლე დამიკავშირდა მე ვტიროდი და ვერ ავუხსენი ყველაფერი.
ექიმმა ეს რომ დაინახა, აიღო ტელეფონი და ყველაფერი აუხსნა ჩემს მეუღლეს, შემდეგ ტელეფონი მომცა. ის უბრალოდ შოკირებული იყო, რომ ახლობელმა ადამიანებმა ეს გამიკეთეს. მან ანგარიშიდან თანხის გამოტანა ვერ შეძლო, მაგრამ მან მეგობრებს დაურეკა და იმავე საღამოს მათ ფული ჩარიცხეს ჩემს ბარათზე მკურნალობის სრული კურსისთვის, ასევე დამატებითი ხარჯებისათვის.
მეორე დღეს მისი ერთი მეგობარი მოვიდა საავადმყოფოში და დამამშვიდა, მიაგნო ექიმს და განიხილა კიდევ რისი ყიდვა იყო საჭირო და ა.შ. არ ვიცოდი როგორ უნდა გადამეხადა მათთვის სათანადო მადლობა.
თითქმის უცხოები ყოველგვარი ანგარების გარეშე დამეხმარნენ ახლო ნათესავებმა კი უბრალოდ სასოწარკვეთილ სიტუაციაში დამტოვეს. ყველამ მიმიტოვა ასეთ გადამწყვეტ მომენტში.
მარიამი ახლა უკვე 7 წლისაა, მე ჩემი მეუღლე და ის ბედნიერეად ვცხოვრობთ, ჩემს ახლობლებს მას შემდეგ არ ველაპარაკები, ხოლო ჩვენმა მეგობრებმა თანხა უკან აღარ გამოგვართვეს ჩვენი დიდი მცდელობის მიუხედავად.
გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია