• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Sunday, May 25, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბევრი რამ მოვითმინე და ჩავყლაპე, რომ ოჯახი და ქმარი შემენარჩუნებინა. ვფიქრობდი, თუ ბევრ შვილს გავაჩენდი, სხვასთან არ წავიდოდა, თუმცა, აქაც შევცდი.. არავის რჩევა არ გავითვალისწინე და ხუთი შვილით მიმატოვა..

by inew
7 March 2023
in საზოგადოება
0
ბევრი რამ მოვითმინე და ჩავყლაპე, რომ ოჯახი და ქმარი შემენარჩუნებინა. ვფიქრობდი, თუ ბევრ შვილს გავაჩენდი, სხვასთან არ წავიდოდა, თუმცა, აქაც შევცდი.. არავის რჩევა არ გავითვალისწინე და ხუთი შვილით მიმატოვა..
0
SHARES
771
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

ბუნებით ეჭვიანი არ ვარ, მაგრამ ჩემს ქმარზე სულ ვეჭვიანობდი. საბაბიც მქონდა – გათხოვების პირველი დღიდან ვგრძნობდი, რომ სულ ქალებისკენ გაურბოდა თვალები.

ვფიქრობდი, ასაკში რომ შევა, მიხვდება, რას ნიშნავს ოჯახი და დამაფასებს, როგორც ერთგულ და მზრუნველ ცოლს-მეთქი, მაგრამ შევცდი. რაც წლები ემატებოდა, მით უფრო ცივდებოდა ჩემ მიმართ, მით მეტად უხეში ხდებოდა და ქალებთან სიარულსაც არ იკლებდა.

ბევრი რამ მოვითმინე და ჩავყლაპე, რომ ოჯახი და ქმარი შემენარჩუნებინა. ვფიქრობდი, თუ ბევრ შვილს გავაჩენდი, სხვასთან არ წავიდოდა, თუმცა, აქაც შევცდი, როგორც ცხოვრების მეგზურის არჩევაში.

ისე მიმატოვა ხუთ მცირეწლოვან შვილთან ერთად, უკან არც კი მოუხედავს. პირიქით, რაც მეტი პასუხისმგებლობა იგრძნო, მით მეტად დაშორდა ოჯახს.

ბევრი მეუბნებოდა: ნუ აჩენ ამდენ შვილს, ხომ ხედავ, ამის გამოსწორება არ იქნება, ბავშვების მთელი ბატალიონიც რომ ელოდებოდეს სახლში, მაინც სხვასთან გაიქცევაო.

ამას მეც ვგრძნობდი, მაგრამ მაინც ვერ ვუშვებდი გონებაში. რომ არა შვილები, არც კი ვიცი, როგორ ვიარსებებდი. ესენი მატანინებენ ყველა ტკივილს. მატერიალურად არ გვიჭირდა და ახლაც ასე ვართ.

ბავშვებს არაფერი აკლიათ. ჩემი დედამთილ-მამამთილიც მეხმარება და ჩემი ოჯახიც. სამწუხაროდ, მე როგორც ქალი, ვერ შევდექი, ვერ მოვახდინე ჩემი ნიჭის რეალიზება, დავრჩი სამსახურის გარეშე და მხოლოდ ოჯახის დიასახლისის სტატუსი მოვირგე კარგად.

უფროსი ბავშვი ხშირად მეკითხება, რის გამო წავიდა მამა ჩვენგანო და ამ დროს მირჩევნია, მიწა გამისკდეს და ჩავვარდე. რა ვუპასუხო? ვუთხრა, ქალების გამო მიგვატოვა-მეთქი? მე ხომ ცხოვრება დამინგრია და ახლა უკვე შვილებიც განიცდიან უმამობას.

რაც დროს გადის, მით მეტად მტკივა, რომ არ დავუჯერე ჩემს ახლობლებს, რომ მაფრთხილებდნენ, ეს ადამიანი არ გამოგადგებაო.

ყველა მის სისულელეზე თვალს ვხუჭავდი, დამცირებასა და შეურაცხყოფას ხმის ამოუღებლად ვიტანდი და ბოლოს რა შემრჩა ხელში? მხოლოდ იმას ვთხოვ ღმერთს, შვილები მას არ დაემსგავსონ, მასავით მოღალატეები და ცინიკოსები არ გაიზარდონ.

ძალიან ვცდილობ, მათთან დარდი არ შევიმჩნიო, თორემ, როცა ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობ, ლამის გული გამისკდეს.

რთულია მარტო ქალისთვის ხუთი შვილის დედობა, თან, როცა მიტოვებული ცოლის სტატუსი გაქვს. აღარც ნათესავებისა და მეგობრების ნახვა მინდა. მხოლოდ იმაზე მელაპარაკებიან, როგორ შევცდი, როგორ დავინგრიე ცხოვრება, როგორ ვერ შევძელი ჩემი ნიჭის გამოყენება, შევალიე მთელი ჩემი ახალგაზრდობა მექალთანე კაცს და დავრჩი შეურაცხყოფილი.

მისი დანახვაც არ მინდა, მაგრამ ბავშვებს რა ვუყო? მათთვის მამასთან ურთიერთობა ხომ აუცილებელია და არ მინდა, მათ შორის ბზარის გაჩენის მიზეზი მე გავხდე.

დიდად ვერ ვატყობ ვაჟბატონს, რომ შვილებთან ხშირი კონტაქტის სურვილი აქვს. თუმცა, ბავშვები თავად ურეკავენ და ისიც ეზოში ხვდება. სახლში ამოსვლას ვერ ბედავს.

კიდევ ვამბობ, მადლობა ღმერთს, რომ შვილები მყავს და ჯანმრთელად მყვანან, ეს მაძლიერებს, თორემ ჩემი ქმარი მათი ღირსი არ არის.

კაცს, რომელიც საკუთარი სიამოვნებისთვის და იმისთვის ათას ქალთან გაერთოს, ცოლ-შვილს დატოვებს, რა უნდა მოჰკითხო?

უბრალოდ, მინდა, ყველა ქალმა იცოდეს, რომ ის აზრი, თითქოს ბავშვი წყვილის ურთიერთობაში რაიმეს ცვლის, ტყუილია. ადამიანი ან ხარ სულით მოღალატე ან არა!

რამდენი შვილიც უნდა გააჩინო, ამით საყვარელ მამაკაცს ვერ შეაჩერებ, თუ მას სულში მექალთანეობა უზის, ვერ „დააბამ“.

საკუთარი გამოცდილება მაძლევს იმის უფლებას, ხმამაღლა განვაცხადო, რომ თუ ქმარს წასვლა უნდა, ბევრი შვილის გაჩენით ვერ შეინარჩუნებთ.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიართ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია; წყარო: თბილისელები

მაია, 39 წლის.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ვატარებ მიტოვებული, დამცირებული და შეურაცხყოფილი ქალის სტატუსს.. თუმცა, რაც დამემართა მხოლოდ ჩემი ბრალია.. არც შემი ქმრის და არც იმ სხვა კაცის..

Next Post

წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ცოლიანი კაცი შემიყვარდა.. ადრე ვფიქრობდი, ასე როგორ იქცევიან, მე მსგავს რამეს არასდროს გავაკეთებთო, მაგრამ ახლა რომ გითხრათ, ჩემი საქციელის მრცხვენია-მეთქი, მოგატყუებთ..

Next Post
წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ცოლიანი კაცი შემიყვარდა.. ადრე ვფიქრობდი, ასე როგორ იქცევიან, მე მსგავს რამეს არასდროს გავაკეთებთო, მაგრამ ახლა რომ გითხრათ, ჩემი საქციელის მრცხვენია-მეთქი, მოგატყუებთ..

წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ცოლიანი კაცი შემიყვარდა.. ადრე ვფიქრობდი, ასე როგორ იქცევიან, მე მსგავს რამეს არასდროს გავაკეთებთო, მაგრამ ახლა რომ გითხრათ, ჩემი საქციელის მრცხვენია-მეთქი, მოგატყუებთ..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
TOP.GE
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In