ბექა ჯაიანი მკვლელობას აღიარებს და დანაშაულის მოტივად შანტაჟს ასახელებს.
ჯაიანის თქმით, აბრამიძე მას ცოლად მოყვანას სთხოვდა და წინააღმდეგ შემთხვევაში, ფოტოების გავრცელებით აშანტაჟებდა.
მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, კესარიამ მართლაც დადო სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებული ფოტო.
„მასთან ასულმა ვნახე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები და წყობიდან გამოვედი“ – სანდო წყაროს ცნობით, ამბობს ჯაიანი ჩვენებაში.
მისი მტკიცებით,მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონია.