საღამოვდებოდა და მზე ჰორიზონტზე ეშვებოდა, მიწაზე კი გაყინული თოვლი იდო. სერგო დედასთან მიდიოდა, თავის მძიმე ფიქრებში ჩახირული – დედამისი 2 თვის წინ დაკრძალეს, დეკემბრის ცივ, თოვლიანდ დღეს. დღეს, სერგოს დედის დაბადების დღე იყო. ქალი ძალიან დიდხანს ავადმყოფობდა. მას სიცოცხლე დღითიდღე ეცლებოდა ხელიდან და სულ უფრო ნაკლებ ძალას უტოვებდა.
სერგო ვერაფრით ეგუებოდა იმას, რომ დედა გვერდით აღარ ჰყავდა. ის დედის საფლავთან გაჩერდა, თოვლიან დაფლავზე წითელი ვარდი დადო და თვალებიდან ცრემლები წასკდა.
დედას ხმამაღლა უთხრა – ვარდები ხომ ასე ძალიან გიყვარდა, გილოცავ დედიკო დაბადების დღესო. საფლავის ქვიდან მას მოსიყვარულე თვალები უმზერდნენ, ირგვლივ კი ისეთი სიჩუმე იყო, თითქოს ყველაფერი გაყინულიყო.
მან დედას მოუყვა, რომ შეყვარებულმა, ლენამ მიატოვა – მითხრა, რომ არ შემეძლო მისთვის ის მიმეცა, რაც სურდაო. მახსოვს, ჯერ კიდევ მაშიბ მავრთხილებდი, როცა ის ახალი გაცნობილი მყავდა, მაგრამ მაშინ მეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მე უბრალო ადამიანი ვარ, მას კი მილიონერი სჭირდებაო.
ბიჭმა ჩაილაპარაკა, წასასვლელად კი ძალიან შეუფერებელი მომენტი შეარჩია, მაგრამ არაუშავს დედა, ამასაც გადავლახავთო, მაგრამ მას მხოლოდ ცივი თებერვლის სუსხი გამოეპასუხა.
სერგო კიდევ ცოტა ხანს იდგა დედის საფლავთან, შემდეგ კი წასვლა დააპირა, უკვე ბინდდებოდა. როცა მოტრიალდა, სერგომ მეზობელ საფლავზე შეაჩერა მზერა.
საფლავი ახალი გათხრილი იყო, ახალი ყვავილებითა და გვირგვინებით დაფარული. ჯვრის გვერდით დიდი ფოტო იდო. სერგო ადგილზე გაშეშდა – სურათიდან ახალგზარდა, ძალიან ლამაზი გოგონა უმზერდა.
აი, ოდესღაც ასეთ გოგოზე ვოცნებობდიო – გაიფიქრა ბიჭმა თავისთვის, ხმამაღლა კი წარმოთქვა, რა დაემართა ასეთ ლამაზ გოგოს, ნეტავ, ასეთი საცოლე მყავდესო…
წასვლის წინ, ბიჭმა კიდევ ერთხელ მიიხედა დედის საფლავისკენ, შენდეგ გოგონას საფლავს გახედა და თქვა – მშვიდობით, ძვირფასებოო… რამდენიმე დღე გავიდა. სერგო თავს ცუდად გრძნობდა, უცნაურ სიზმრებს ხედავდა. თითქმის ყოველ ღამე, გოგონა საფლავიდან, მას აკითხავდა და თავისკენ იხმობდა, მაგრამ ბიჭი ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა, თავს ირწმუნებდა, უბრალო სტრესიაო.
ყოველდღიურად, სულ უფრო და უფრო ცუდად იყო, თავი და გული სტკიოდა, უნდოდა, სულ დაწოლილი ყოფილიყო.
სრულად სანახავად გთხოვთ უყურეთ ვიდეოს:
ყურადღება: ფოტო პირობითია
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..