რუსკა მაყაშვილმა „იმედიდან“ წამოსვლის მიზეზებზე Ambebi.ge-სთან ისაუბრა.
გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან.
„ადამიანებმა მისცეს უკვე საკუთარ თავს იმის უფლება, რომ ამაზე წერონ, დააძალონ სხვებს, წამოდი, არ წამოხვიდე… რა თქმა უნდა, ეს ჩემს მიმართაც იყო, მაგრამ როდესაც თავიდან არეულობა დაიწყო, ტელევიზიიდან არ წამოვსულვარ, რადგან ჩემს პროტესტს გამოვხატავდი. ტოტალური სიგიჟეა, რაც ახლა ხდება და მიმაჩნია, რომ ეს არ შეიძლება, რადგან რომ ყველას თავისი აზრი აქვს.
მე არ ვუვარდები არავის და არაფერს არ ვაძალებ. სწორი, ნათელი, გამთლიანებული საქართველო და ევროპული მომავალი მინდა, ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის. სადაც ბედნიერები და ტოლერანტულები ვიქნებით ერთმანეთის მიმართ. ახლა რაც ხდება, ტრაგიკულად უმძიმესი მდგომარეობაა. შევიშალეთ ყველა! გვშლიან ჩვენ და შემდეგ ერთმანეთს ვშლით.
“იმედში“ კონკრეტულად ჩემი გუნდი, ვისთანაც ვმუშაობდი, ძალიან კომფორტული იყო. შემეძლო იყო სხვანაირად, უფრო სწორი ფორმით წამოსვლა მხოლოდ მათ გამო. ვაკონკრეტებ, მხოლოდ მათ გამო. რისთვისაც ბოდიშს ვუხდი, პირადად ნანიკო ხაზარაძეს, რომელიც ძალიან მიყვარს. “იმედში“ დაბრუნება არცერთი წამით არ მომნდომებია და ასევე არავის გადაუხდია თანხა, რომ იქიდან წამოვსულიყავი.
დაბოლოს, ჩემი ღია და გულითადი სოლიდარობა ყველა უკანონოდ დაჭერილ პატიმარს!“, – ამბობს რუსკა.