• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბოლო დროს ჩემი ცოლის ქცევებმა ძალიან დამაეჭვა და მუდმივად ვუთვალთვალებდი, რომ რამეში გამომეჭირა..

by inew
12 March 2023
in საზოგადოება
0
ბოლო დროს ჩემი ცოლის ქცევებმა ძალიან დამაეჭვა და მუდმივად ვუთვალთვალებდი, რომ რამეში გამომეჭირა..
0
SHARES
5.7k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

მე და ლიკა ხუთი წელია, ცოლ-ქმარი ვართ. მანამდე მთელი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, ანუ ექვსი წელიწადია, ერთმანეთს ვიცნობდით და ამ ხნის განმავლობაში არც შეყვარებულობის, არც ცოლქმრობის პერიოდში ერთი შეკამათებაც კი არ მოგვსვლია, ისე შეხმატკბილებულები ვიყავით.

რა თქმა უნდა, იმას არ ვამტკიცებ, რომ ან ერთს, ან მეორეს არასდროს არაფერი შეგვშლია ან ერთმანეთისთვის რამე არ გვიწყენინებია, მაგრამ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი, ანუ საჭირო დროს, ერთმანეთს ვუთმობდით, ვუთმენდით, უკანაც ვიხევდით, არც ბოდიშის მოხდა გვეთაკილებოდა და ამის შემდეგ უფრო მეტად გვიყვარდა ერთმანეთი.

ერთი სიტყვით, სრულ ჰარმონიაში ვცხოვრობდით. ყველა ჩვენს მეგობარს და ახლობელს უკვირდა ჩვენი ასეთი ურთიერთობა და ვერ იგებდნენ, როგორ ვახერხებდით ჩხუბის, კონფლიქტების, წყენისა და გაბუტვის გარეშე ცხოვრებას. ჩვენ კი ის გვიკვირდა, როგორ უნდა გეწყინოს რამე იმ ადამიანისგან, რომელიც ძალიან გვიყვარს.

უფრო სწორად, რატომ უნდა მიიყვანოს საქმე წყენამდე ან ერთმა, ან მეორე მხარემ. ერთი სიტყვით, ჩვენს საახლობლოში იდეალურ წყვილად ვითვლებოდით და იმდენი ილაპარაკეს ჩვენს ურთიერთობაზე, რომ, მგონი, თვალი გვეცა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამ ბოლო დროს მე და მარიკა აშკარად ვეღარ ვუგებთ ერთმანეთს.

ვეღარ ვუგებთ კი არა, შეიძლება ითქვას, აბსოლუტურად უცხოები გავხდით ერთმანეთისთვის. ვფიქრობ რომ, ეს მარტო ლიკას ბრალი არ არის. აშკარად მეც ვეღარ ვარ ჩემს „მატორზე“, მაგრამ ასეა თუ ისე, როგორც კატა და თაგვი, ისე ვაღიზიანებთ ერთმანეთს.

სხვა დროს როგორი სისულელეც არ უნდა მეთქვა, ყველაფერი მოსწონდა, ყველაფერზე მეთანხმებოდა, ახლა კი, რომ სწყუროდეს და წყალი მივუტანო, შეიძლება, იმაზეც ამიწიკვინდეს. მეც აშკარად აღარ მყოფნის ნერვები, რომ ყოველ სულელურ გამოხდომაზე ველოლიავო და „გადასარევი“ დუეტი გამოგვდის:

თუ სახლში ვართ, ნორმალურ საუბარს ვერ გაიგონებ, – ის წივის და კივის, მე კი ვიღრინები და ასე ვუშლით ერთმანეთს ნერვებს. რა მოხდა, რა დაგვემართა, წარმოდგენა არ მაქვს. ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამაზე და ვერანაირ დასკვნამდე ვერ მივდივარ.

ისიც კი ვიფიქრე, იქნებ, ერთმანეთი აღარ გვიყვარს-მეთქი, მაგრამ ასე არ არის, რადგან, რომ წარმოვიდგენ, რომ ერთი დღე მაინც არ მოვიდეს სახლში. ალბათ, გავგიჟდები, ნამდვილად ვერ გავძლებ. თვითონაც ძალიან წუხს ამ ამბავს და ვერ გაურკვევია, რა გვემართება. მიმტკიცებს, ისევ ისე მიყვარხარო.

არადა, აშკარად შარზე ვართ. ამას წინათ საკუთარი თავი იმაში გამოვიჭირე, რომ სავარძელში რომ ვიჯექი და გაზეთს ვკითხულობდი, თან ლიკას ვადევნებდი თვალს (უფრო სწორად, ამას თვალის დევნება კი არა, თვალთვალი ჰქვია), რომ რამეში „გამომეჭირა“ და შენიშვნა მიმეცა.

მერე აღმოჩნდა, რომ ისიც ასევე მითვალთვალებდა და ისე ერთდროულად ვეცით ერთმანეთს ჩვენ-ჩვენი შენიშვნებით, რომ იმ მომენტში ისიც კი გავიფიქრე, მგონი, ორივემ „გავრეკეთ“-მეთქი.

ჩემს ერთ ძალიან ახლობელ ადამიანს გავანდე ჩემი გასაჭირი. მან კი მითხრა, ასეთი რამ ხშირად ხდება ცოლ-ქმარს შორის და თუ ახლავე არ მიიღეთ ზომები, თქვენი კინკლაობა სერიოზულ ჩხუბში გადაიზრდება და მართლა შეგძულდებათ ერთმანეთიო.

რა ზომები-მეთქი, ვკითხე იმედმოცემულმა. რა და დროებით უნდა ცალ-ცალკე იცხოვროთ. თუნდაც ერთი თვის განმავლობაში არ უნდა ნახოთ ერთმანეთი.

არც დაურეკოთ, არანაირად არ დაეკონტაქტოთ და, თუ რამდენიმე ხანში იგრძნობთ, რომ ერთმანეთი მოგენატრათ, უერთმანეთოდ ვეღარ ძლებთ, ესე იგი, ყველაფერი თავის ადგილზე დადგაო.

რომ დავფიქრდი, მივხვდი, ალბათ, მართლაც სწორი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ უცებ ისიც ვიფიქრე, ხომ შეიძლება, ამ ერთი თვის განმავლობაში ან ჩემს, ან მის ცხოვრებაში ვინმე გამოჩნდეს?

რა ვიცი, ნათქვამია, თვალი თვალს რომ მოშორდება, გულიც გადასხვაფერდებაო. ჩვენც რომ ასე დაგვემართოს, მერე რაღა ვქნა? თანაც, როგორ ვუთხრა, ან შენ გადადი ერთი თვით დედაშენთან, ან მე გადავალ-მეთქი?

ხომ ეგონება, რომ მასთან გაყრა მინდა და რაღაც სისულელეებს ვიგონებ. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე, არადა, ვგრძნობ, კიდევ ცოტა ხანსაც რომ გაგრძელდეს ჩვენი ასეთი ცხოვრება, ნამდვილად რაღაც საშინელება მოხდება.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

თაზო, 27 წლის.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

დედამთილი ჩემი „წინამორბედის“ პატივისცემას მაიძულებდა.. ერთ დღესაც კამათის დროს ქმარმა პირდაპირ მომახალა, მე შენთან გაყრა არ მინდა, მაგრამ მე დედაჩემის გამო, ორი შვილი დავთმე და როგორმე შენც შეგელევიო…

Next Post

ჩემმა ქმარმა ცოლად იმ პირობით მომიყვანა, რომ შვილი არასდროს გვეყოლებოდა.. მაშინ ამისთვის ყურადღება დიდად არ მიმიქცევია.. თუმცა წლების შემდეგ მის შესახებ საშინელი სიმართლე გავიგე..

Next Post
ჩემმა ქმარმა ცოლად იმ პირობით მომიყვანა, რომ შვილი არასდროს გვეყოლებოდა.. მაშინ ამისთვის ყურადღება დიდად არ მიმიქცევია.. თუმცა წლების შემდეგ მის შესახებ საშინელი სიმართლე გავიგე..

ჩემმა ქმარმა ცოლად იმ პირობით მომიყვანა, რომ შვილი არასდროს გვეყოლებოდა.. მაშინ ამისთვის ყურადღება დიდად არ მიმიქცევია.. თუმცა წლების შემდეგ მის შესახებ საშინელი სიმართლე გავიგე..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In