• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday, March 29, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„გადაგვიყვანეს ეგრეთ წოდებულ მაცივრებში, სადაც ერთი დღე გავატარეთ.. მოგვცეს ფოლგა და ისე გვეძინა.. ტუალეტი არის ერთ მეტრაზე ამოყვანილი და 40 კაცში ზიხარ და აყურებინებ იმ ორმოც კაცს, როგორ ისაქმებ ტუალეტში “ – ქართველი ემიგრანტის უმძიმესი გზა ამერიკამდე

by inew
26 July 2022
in საზოგადოება
0
„გადაგვიყვანეს ეგრეთ წოდებულ მაცივრებში, სადაც ერთი დღე გავატარეთ.. მოგვცეს ფოლგა და ისე გვეძინა.. ტუალეტი არის ერთ მეტრაზე ამოყვანილი და 40 კაცში ზიხარ და აყურებინებ იმ ორმოც კაცს, როგორ ისაქმებ ტუალეტში “ – ქართველი ემიგრანტის უმძიმესი გზა ამერიკამდე
0
SHARES
254
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოდან წასული ქართველი ემიგრანტი, იმ უმძიმეს გზას იხსენებს რაც სამშობლოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლამდე გაიარა.

ქართველი ემიგრანტი ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში წერს, რომ ჩააცვეს მწვანე ფორმები და საღამოს 11 საათზე გადაიყვანეს ოთახში,  რომელიც „ცინკავოი ჟეშტით“ იყო შეფუთული მთელი კედლები და ჭერში ჩართული იყო კონდიციონერი, რის გამოც ფაქტობრივად გამყინვარებაში მოუწია ღამის გათენება.

“ყველას აინტერესებს და დავწერ ჩემს თავგადასავალს.

3.5 თვე ველოდე მულტივიზას გადამყვანით გადავწყვიტე წასვლა.

25 ივნისს გამოვფრინდი კოპიტნარიდან ბუდაპეშტში და ბუდაპეშტიდან იმ დღესვე გადავფრინდით ლისაბონში.

ლისაბონში ერთი დღე ღამე გავჩერდით და 27-ში გამოვფრინდით კანკუნში.

კანკუნში უპრობლემოდ შემოვედით გავჩერდით სასტუმროში 3რიცხვამდე და გადავფრინდით მეხიკოში.

მეხიკოს შემდეგ იმ დღესვე ტიხუანაში, ტიხუანიდან მეხიკალში მანქანით გადაგვიყვანეს.

3-ში ვიყავით მეხიკალში 7საათზე და გვითხრეს რომ იმ ღამეს უნდა გადავეყვანეთ 9-საათზე.

გადაგვიყვანეს, მიგვიყვანეს სადღაც სახლში, სადაც დაახლოებით, 100 კაცამდე ვიყავით ნაკადებად გადავყავდით 4 საათზე მომიწია ღამე.

მე ჯიპის ბაგაჟნიკით ვიმგზავრე.

მექსიკა ამერიკის საზღვართან რომ მივედით, ნაკადებათ გადავყავდით წინ ვინც გზა იცოდა მექსიკელი, ის მიგვიძღოდა.

წყალი მუხლს ზემოთ იყო დაახლოებით 4 მეტრი სიგანით საშიში არაფერი და შეუძლებელი, მივედით ტრამპის კედელთან და ჩავბარდით.

მოგვცეს სათითაო ფაილი და რაც ჩაეტეოდა უნდა ჩაგვედო დანარჩენი  გადაგვაყრევინეს.

გადაგვიყვანეს ეგრეთ წოდებულ მაცივრებში, სადაც ერთი დღე დავყავით მოგვცეს ფოლგა და ისე გვეძინა.

5 რიცხვში დილით გადაგვიყვანეს დეთენშენში (წინასწარი დაკავების  იზოლატორივით არის, სადაც ტუალეტი არის ერთ მეტრაზე ამოყვანილი და 40 კაცში ზიხარ და აყურებინებ იმ ორმოც კაცს, როგორ ისაქმებ ტუალეტში)

გაგვჩერეს ერთი დღე მერე გვამგზავრეს 3 საათი სხვა დეთენშენამდე ამ დეთენშენებს შორის განსხვავება ჩვენთვის ის იყო რომ, ამას ტუალეტის კარიც არ ჰქონდა აქაც ფოლგებიანად და ბეტონზე წოლით გავატარეთ ერთი დღე და მეორე ღამეს გადაგვიყვანეს ისევ პირველ დეთენშენში, სადაც კიდევ ერთი დღე გაგვაჩერეს წინ და უკან გვატარეს რეალურად გიმოწმებენ ფსიქოლოგიას.

7-ში საღამოს გადაგვიყვანეს ისევ ციხესავით,  რაღაცაში, სადაც ლოგინებიც გვქონდა სკამებიც ტელევიზორიც.

5 საათზე გადაგვიყვანეს, ჩაგვაცვეს მწვანე ფორმები და 11 საათზე საღამოს გადაგვიყვანეს ისევ ოთახში, სადაც ცინკავოი ჟეშტით იყო შეფუთული მთელი კედლები და ჭერი ჩართული კონდიციონერი ყინვაზე.

დილის 9 საათამდე გვამყოფეს ამ გამყივნარებაში, სადაც ვერც ჯდები რომ სკამები რკინის იყო და გვციოდა, დაწოლაზე ხომ ზედმეტია საუბარი.

8-ში დილით გადაგვიყვანეს არიზონას ერთ-ერთ ციხეზე, რაც სამოთხედ მეჩვენებოდა იმ ყველაფერთან შედარებით რადგან,  მომცეს ლეიბი გვაჭმევდნენ, გვქონდა დასალევი წყალი, მომსახურე ოფიცრებისგან კი ღიმილის გარდა არაფერი გვიგრძვნია.

გასვლის მოლოდინში ვართ და შემოვიდნენ მომუშავე პერსონალი და პისიარ ტესტები აგვიღეს ყველას,  მეორე დღეს 2 კაცს აღმოაჩნდა კორონა და გადაიყვანეს სად არ ვიცი.

ჩვენ კი კარანტინი დაგვიწესეს 21 რიცხვამდე. გვითხრეს რომ, სანამ ეს კანარნტინი იყო ჩვენი საქმის წარმოება გაჩერდებოდა და 21ივლისამდე ვერავინ  გავიდოდა.

13-ში ში 10 კაცს აუღეს სწრაფი ტესტი გაუშვეს.

14 ში 8 კაცში მოვხვდი მეც და 15-ში დილით გადამიყვანეს წითელ ჯვარში, სადაც ისევ დაგვტესტეს შეავსეს საბუთები და გაგვათავისუფლეს.

რამდენად გამოგადგებათ ჩემი ისტორია არ ვიცი, მაგრამ ინფორმაციის ნაკლებობა რომ არის ფაქტია ჯგუფში და ათას სისულელეს წერენ.

გაუსაძლისი არაფერია მთავარია ფსიქოლოგიურად მზად იყო”, – წერს საქართველოდან ემიგრაციაში წასული მოქალაქე.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ამ საშინელ სამედიცინო კლინიკაში წუხელ, მე და ჩემს პატარა შვილს ნამდვილი ჯოჯოხეთი დაგვემართა.. დასისიხლიანებული ბავშვის კლინიკიდან წამოყვანა არ მინდოდა, მაგრამ ისეთი რამ მოხდა სხვა გზა აღარ მქონდა

Next Post

შემთხვევით გადავრჩი ნასესხები თანხის დაკარგვას.. მენეჯერმა გვითხრა რომ ეს პიროვნება თაღლითია – მარიამ ღამბაშიძის გაფრთხილება

Next Post
შემთხვევით გადავრჩი ნასესხები თანხის დაკარგვას.. მენეჯერმა გვითხრა რომ ეს პიროვნება თაღლითია – მარიამ ღამბაშიძის გაფრთხილება

შემთხვევით გადავრჩი ნასესხები თანხის დაკარგვას.. მენეჯერმა გვითხრა რომ ეს პიროვნება თაღლითია - მარიამ ღამბაშიძის გაფრთხილება

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.