• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„გათხოვების დღიდან დედამთილთან დაძაბული ურთიერთობა მაქვს.. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ახალ წელს ჩათქმული სურვილი დედამთილმა უკუღმა ამისრულა..“

by inew
6 March 2023
in საზოგადოება
0
„გათხოვების დღიდან დედამთილთან დაძაბული ურთიერთობა მაქვს.. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ახალ წელს ჩათქმული სურვილი დედამთილმა უკუღმა ამისრულა..“
0
SHARES
2.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

გათხოვების დღიდან დედამთილთან დაძაბული ურთიერთობა მაქვს. არ ვიცი, რის გამო არ სურდა ჩემი რძლობა, მაგრამ ფაქტია, ჩემი და გიორგის სიყვარულის წინააღმდეგი იყო.

სულ იმას გაიძახოდა და გაიძახის: ჩემს შვილს თვალები აქვს დაბრმავებული, ეს რამ მოაწონა, რა ამის შესაფერისია, ჩვენს ოჯახს ეს გოგო ეკადრებაო? ამომიყვანა ყელში თავისი თავადური გვარი და წარმოშობა.

არადა, ჩემი ოჯახი ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი. მშრომელი, პატიოსანი და კულტურული მშობლები მყავს, ზედმეტს რომ არ იკადრებენ და არც სხვას აკადრებენ.

ჩემს დედამთილს კი ორი მეტრი ენა აქვს გადაფენილი ზურგზე და დღე და ღამე კვეხნისა და ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებს. სამი წელია, ამ ოჯახში ვარ და ერთი დღე არ გამიხარია.

ამ დედაკაცმა ბავშვიც ისე დამისტრესა, როცა ილანძღება, კარადის უკან იმალება. გიორგიც სუსტი აღმოჩნდა. ჩემს აპეკუნობას არ ვთხოვ, უბრალოდ, ობიექტურობა გამოიჩინოს, სიმართლე დაიცვას და დედამისი გააჩუმოს.

მაგრამ, არა! ამბობს, დედაა და არ შემიძლია მისი წყენინება, შენც მოითმინეო. თბილისთან ახლოს აგარაკი აქვთ. ჩემი მამამთილი იქ გადავიდა საცხოვრებლად, ეხვეწა თავის ცოლს, მაგრამ ვერ დაიყოლია.

ხომ უნდა მაკონტროლოს და მომიშალოს ნერვები და იქ როგორ წავა. მოკლედ, ახალ წელს ფურცელზე დავწერე სურვილები და 12 საათს რომ დააკლდა სამი წუთი, დავწვი, ფერფლი შამპანიურიან ჭიქაში ჩავყარე და დავლიე.

ასე მითხრეს, ახალი წლის დადგომისას თუ ამ რიტუალს შეასრულებ, აუცილებლად აგიხდებაო. ცხოვრებაში რომ არ დამილევია, გავბედე, დავლიე და ფერფლისგან კინაღამ დავიხვრჩვი.

ფურცელზე ეწერა: „ჩემი დედამთილი წავიდეს ამ სახლიდან და გადავიდეს აგარაკზე სამუდამოდ საცხოვრებლად!“ სურვილი ორ დღეში ამიხდა, ოღონდ უკუღმა. ზუსტად 2 იანვარს, ბედობა დღეს, ამიშარდა, დავცხეთ ერთმანეთს და იმდენი ქნა, სანამ სახლიდან არ გამომაძევა.

ბავშვთან ერთად, ბედობა დღეს ჩემს ძმას და რძალს მივადექი. გიორგი, ძმაკაცებთან ერთად იყო ქალაქგარეთ საქეიფოდ წასული და რომ გაიგო, გიჟივით გამოვარდა.

თუმცა დედამისმა, ალბათ, კარგად „დაამუშავა“ და ისეთი გონორით მოვიდა ჩემთან, ვერც წარმოვიდგენდი, თუ ასეთი ხასიათი ჰქონდა. ჩემი ძმის თანდასწრებით მიყვიროდა: რით ვერ მოინელე, რომ დედაჩემი აგარაკზე წასვლაზე არ დაგთანხმდა.

არ გინდა დედაჩემის გვერდით ცხოვრება, მაგრამ ხომ ხედავ სხვა სახლი არ მაქვს, დედა გავაგდო გარეთ იმის გამო, რომ შენ არ გეპიტნავებაო… ისეთ დღეში ჩამაგდო, ხმას ვერ ვიღებდი.

გულში კი ვბრაზობდი: რა ჯანდაბად დავწერე ფურცელზე ის სურვილი, რა ჯანდაბად დავწვი, ჩავყარე და დავლიე, ფაქტია, უკუღმა ამიხდა და მე დავზარალდი-მეთქი. სხვათა შორის, ჩემს რძალს რომ მოვუყევი ეს ამბავი, სიცილით გასკდა:

ნამდვილი კურიოზია, დაწერე და გამოაქვეყნე, ამხელა ქალი ხარ და ჭკუა ვერ ისწავლე. გოგო, რის ფურცლები და ფერფლები, არ იცი, უბრალო აზრიც კი კოსმოსიდან ბუმერანგივით გვიბრუნდება და ხომ ხედავ, უკუღმა დაგიბრუნდაო.

დედაჩემიც მე მამტყუნებს – თავიდანვე ამოიჩემე ეგ ქალი, ახლანდელ ახალგაზრდებს არ გინდათ დედამთილი სახლში. ჩემმა რძალმაც ასე მოინდომა და შენც იმას ბაძავო.

ვერ ვუმტკიცებ, რომ მე კი არა, მან ამომიჩემა. მოკლედ, გიორგიმ დამირეკა და ულტიმატუმი წამომიყენა, მითხრა:

დედაჩემს ველაპარაკე, გარკვეული მაქვს ყველაფერი, დაბრუნდი და ეცადე დაალაგო სიტუაცია, თუ არა და მე არ დაგიწყებ ხვეწნასო.

ბავშვის გამო კიდევ დავიხევ უკან და მივალ ჩემი ქმრის ოჯახში – ძალიან განიცდის ამ ამბავს და სულ სახლში წასვლას მთხოვს.

თუმცა, ნამდვილად არ ვაპირებ, რომ დედამთილს თავი დავუხარო. ვაიძულებ, თავის ქმართან წაბრძანდეს აგარაკზე და იქ იცხოვროს. მოგვცეს ახალგაზრდებს ამოსუნთქვის საშუალება.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ნატა, 28 წლის.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

მამამთილმა იმდენი გააკეთა, რომ საკუთარ შვილს ჩემი თავი შეაძულა..

Next Post

„მითხრა საფულე დევს მანდ, ფული ამოიღე და მომაწოდეო.. გავხსენი და სწორედ იქ აღმოვაჩინე ცოლ-შვილის სურათი. ელდა მეცა, ჩახუტებულები რომ ვნახე. თან, ჩემი დაქალის აღწერილ გოგოს და ბავშვებს ჰგავდნენ..“

Next Post
„მითხრა საფულე დევს მანდ, ფული ამოიღე და მომაწოდეო.. გავხსენი და სწორედ იქ აღმოვაჩინე ცოლ-შვილის სურათი. ელდა მეცა, ჩახუტებულები რომ ვნახე. თან, ჩემი დაქალის აღწერილ გოგოს და ბავშვებს ჰგავდნენ..“

„მითხრა საფულე დევს მანდ, ფული ამოიღე და მომაწოდეო.. გავხსენი და სწორედ იქ აღმოვაჩინე ცოლ-შვილის სურათი. ელდა მეცა, ჩახუტებულები რომ ვნახე. თან, ჩემი დაქალის აღწერილ გოგოს და ბავშვებს ჰგავდნენ..“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In