• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, July 4, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გვიან მივხვდი ჩემმა საუკეთესო დაქალმა ბავშვის მონათვლაზე უარი რატომ მითხრა.. მაშინ წამოდგენაც კია რ მქონდა რისი მკადრებელი იყო..“ – ყოფილი ქმრისა და საუკეთესო დაქალის საძებნელად უცხოეთში გადახვეწილი ქალის ამბავი

by inew
25 November 2022
in საზოგადოება
0
“გვიან მივხვდი ჩემმა საუკეთესო დაქალმა ბავშვის მონათვლაზე უარი რატომ მითხრა.. მაშინ წამოდგენაც კია რ მქონდა რისი მკადრებელი იყო..“ – ყოფილი ქმრისა და საუკეთესო დაქალის საძებნელად უცხოეთში გადახვეწილი ქალის ამბავი
0
SHARES
12.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

“გამწარებული, დაჩაგრული ქალი ვარ. მინდა, ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება გაგიზიაროთ და იქნებ ვინმეს ჭკუის სასწავლებლად გამოგადგეთ.

არც დედამთილს და არც მამამთილს დაუნგრევია ჩემთვის ოჯახი, არც მატერიალური პრობლემა გვქონია – ქმარი იმ მეგობარმა წამართვა, რომელიც დად მიმაჩნდა. მთელი ცხოვრება ერთად გამოვიარეთ და ბოლოს, მიღალატა ქმარმაც და დაქალმაც ანუ იმ ადამიანებმა, რომლებიც თავსაც მერჩივნა…

ახლა ვხვდები, რომ დებილი ვარ, მაგრამ არაფრის გამოსწორება აღარ შემიძლია და ამას ვდარდობ. ბავშვებმა შესანიშნავი მამა დაკარგეს, მე კი არაჩვეულებრივი მეუღლე…”

– კარგი გოგო ვიყავი და ბევრი მეგობარი მყავდა. ნამდვილ მეგობრებს ვგულისხმობ და არა უბრალოდ – ყავის დაქალებს.

ყურადღებით განებივრებული გახლდით და გარშემო მყოფებისგან ბევრ სითბოს რომ ვიღებდი, გულში “მზეჩამდგარი” თავადაც მხოლოდ სითბოს ვასხივებდი. ამიტომაც იყო, რომ ადამიანები ყოველთვის ბუზებივით მეხვივნენ და მარტოობა რა არის, არ ვიცი.

ნანო გამორჩეული მეგობარი იყო ჩემთვის. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ყოველთვის ვენდობოდი, მასთან ერთად ვმეცადინეობდი – ხან ჩემს სახლში, ხანაც მასთან. ლამის ერთად გვეძინა. სკოლა რომ დავამთავრეთ, მერე კი გაიყარა ჩვენი გზები, მაგრამ ცოტა ხნით:

დიდ ქალაქში ჩამოსულებმა ისევ ვიპოვეთ ერთმანეთი და უკვე ჩვენი სტუდენტი მეგობრები გავაცანით ერთურთს. როცა საქეიფოდ ჯგუფელებთან ერთად მივდიოდი, ნანო მიმყავდა, მისი ჯგუფელები კი მე მეპატიჟებოდნენ. განუყრელები ვიყავით.

– მომავალი მეუღლე როდის გაიცანით?

– ის ჩემი ჯგუფელის ბიძაშვილი გახლდათ. ჰოდა, მეგობრის სახლში სტუმრად მისულს გამაცნეს. სიმართლე გითხრათ, თავიდან არ მომეწონა და როცა დაქალმა მითხრა, – ჩემს ბიძაშვილს გულში ჩაუვარდიო, დიდად არ გამხარებია. თუმცა, რა დასამალია და ყოველი ახალი თაყვანისმცემლის გამოჩენა მეც მსიამოვნებდა…

მერე ისე მოხდა, რომ დათო უნივერსიტეტში მომადგა და მითხრა, – შენთან სალაპარაკო მაქვსო. გავყევი. ვილაპარაკეთ ძალიან დიდხანს და როცა შინ ვბრუნდებოდი, მივხვდი, ამ ბიჭზე უნებურად მეფიქრებოდა.

სახლში მისულმა ვერავის რომ ვერ ვუამბე დათოს შესახებ, რაღაც მოვიმიზეზე და ნანოსთან წავედი, რომელიც მაშინ სტუდქალაქში ცხოვრობდა. როცა ვუამბე, როგორ მომაკითხა დათომ, ჩვენი საუბრის დეტალებიც მოვუყევი და ვაღაირე:

მგონი, მომწონს-მეთქი, დამიცაცხანა: გოგო, ისეთ კარგ ბიჭებს უყვარხარ და ეს აბდალი რამ მოგაწონა? ჭკუაზე აღარ ხარ, მგონი. გონს მოდი, შენი შესაფერისი უნდა იპოვო, ის გლახა რად გინდაო? – მაშინ პირველად ვერ გავუგეთ ერთმანეთს და გული მეტკინა.

– მასზე გაბრაზდით?

– ვერ გეტყვით, გავბრაზდი თუ უბრალოდ, მეწყინა, მაგრამ იმ დღეს მასთან არ დავრჩი, შინ დავბრუნდი. მეორე დღეს უნივერსიტეტში გამომიარა მეგობარმა, მაგრამ ვაგრძნობინე, რომ გაბრაზებული ვიყავი, ზედაც არ შევხედე. ყველაფერს მიხვდა და წავიდა… დაახლოებით სამი დღე არ გვინახავს ერთმანეთი, მერე შევრიგდით.

– ანუ ნანომ შეძლო თქვენი გაგება და დათოზე გათხოვებაში ხელი არ შეგიშალათ?

– დათომ ყველა ჩემს მეგობარს შეაყვარა თავი. საოცარი უნარი აქვს, რომ გაგამხიარულოს, მოტირალს გუნება გამოგიკეთოს, მასზე გაბრაზებული თავისკენ შემოგაბრუნოს.

მერე, როცა უკვე ოფიციალურად დანიშნულებად ვითვლებოდით, ნანომ უთხრა: თურმე, როგორ სასიძოს გიწუნებდიო. ყველა ბედნიერი იყო ჩემი არჩევანით და მიწინასწარმეტყველებდნენ, – ისეთ კაცს მიჰყვები, გულს არასდროს რომ არ გატკენსო.

– დანიშნულები რამდენი ხანი იყავით?

– დაახლოებით 5 თვე, მერე დავქორწინდით. მეჯვარე ცხადია, ნანო იყო, მაგრამ გამიკვირდა, ჩემი შვილის ნათლიაობაზე უარი რომ თქვა. თურმე, ჩემი ქმრის სიყვარული ჰქონდა და ალბათ, იმის იმედიც, რომ ოდესმე მისი გახდებოდა, თორემ რა შეუშლიდა ხელს ბავშვის მონათვლაში? ამას ძალიან გვიან მივხვდი, სამწუხაროდ.

– რა მიზეზით თქვა უარი თქვენი შვილის მონათვლაზე?

– უფროსი გოგონა რომ შემეძინა, პირველს მას შევთავაზე პატარის მონათვლა, მაგრამ მითხრა, – ამისთვის მზად არ ვარო და რაღაცები მოიმიზეზა; როცა მეორე შემეძინა, მაშინ საერთოდ გადაიკარგა ცოტა ხნით, მისი ასავალ-დასავალიც ვერ გავიგეთ და მის გარეშე მოვნათლეთ. მოკლედ, თავი აარიდა ამ ყველაფერს, ვფიქრობ, შეგნებულად.

– დათო როგორი მეუღლე იყო?

– შესანიშნავი მეუღლე და მამა იყო. ქორწინებიდან მალევე გაგვიჩნდა შვილი და მასზე ამოსდიოდა მზეც, მთვარეც… სულ მუშაობდა, შრომა არ ეზარებოდა და ხელფასის აღების შემდეგ შინ ისე არ მოვიდოდა, ჩემთვის და შვილისთვის საჩუქარი რომ არ მოეტანა.

სხვა კაცებს ხომ არ უყვართ ცოლისთვის ყვავილების მირთმევა, დათო კი ამით ხშირად მანებივრებდა. სამსახურიდან დაღლილი კი ბრუნდებოდა, მაგრამ მერე საოჯახო საქმეებში სიამოვნებით მეხმარებოდა, დაღლას არ იმჩნევდა. დაქალები მეხუმრებოდნენ, გვერდით კაციც გყავს და ქალიც, ბედნიერ ვარსკვლავზე ყოფილხარ დაბადებულიო. მეც ასე ვფიქრობდი…

– როდის მიხვდით, რომ მეგობარი გღალატობდათ?

– ჩემი შვილები უკვე დიდები იყვნენ და დასასვენებლად მარტო წავიდნენ ბათუმში. ვინაიდან ბევრი თავისუფალი დრო მქონდა, რაიონში წავედი, მშობლების მოსანახულებლად.

იქ 2 კვირა უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ გულმა არ მომითმინა, – დათო მარტო მყავს მიტოვებული, ცოდოა-მეთქი და რამდენიმე დღეში თბილისში დაბრუნება გადავწყვიტე.

თუმცა, დათოს ეს ამბავი არ შევატყობინე, – სიურპრიზს მოვუწყობ-მეთქი. შინ რომ მივედი, კარი ვერ გავაღე, შიგნიდან იყო დაკეტილი. გამიკვირდა. მერე კარგა ხანს ვაკაკუნე და ბოლოს, როგორც იქნა, დათომ კარი გამიღო.

უცნაურად არეული სახე ჰქონდა. ვკითხე კიდეც, – ხომ მშვიდობაა-მეთქი? – კი, კი, უბრალოდ, მგონი წნევა მაქვს, თავს ცუდად ვგრძნობ.

შენ რატომ ჩამოხვედიო? – მომენატრე და იმიტომ-მეთქი და ის იყო, უნდა ჩავხუტებოდი, რომ მითხრა: ჩუმად, სირცხვილია, ნანოა ჩვენთანო. – აქ რა უნდა-მეთქი? – წამომცდა გაკვირვებისგან.

– რა იყო, პირველია თუ უკანასკნელი, ჩვენთან რომ მოდისო? – არა, მაგრამ ხომ იცოდა, აქ რომ არ ვიყავი და გამიკვირდა…

შენ სამსახურიდან ასე ადრე როგორ მოხვედი? ხომ მშვიდობაა ჩემს თავს, რამეს ხომ არ მიმალავთ-მეთქი? – ვიფიქრე, ბავშვებს ხომ არ სჭირთ რამე და მიმალავენ-მეთქი, თორემ მაშინ მართლა არ მიფიქრია, რომUმიღალატებდნენ.

წამოწითლდა: რეებს ბოდავ? ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ გვეტუმრა და ადამიანს ამის გამო ხომ არ ჩამოახრჩობო?

ნანოც გამოვიდა შემოსასვლელში და ჩამეხუტა: როგორ ხარ? აივანზე ვიყავით და ეტყობა, კაკუნი ვერ გავიგონეთო. ისიც დაბნეული მომეჩვენა, მაგრამ არაფერი ვკითხე, – არ ეწყინოს-მეთქი.

იმ დღეს თითქოს, ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ საღამოს დასაძინებლად რომ დავწექი, ეჭვის ჭია შემიძვრა სულში და ისეთ რამეებს დავიწყე ფიქრი, რომ მერე საკუთარი თავის შემრცხვა: ასე როგორ შეიძლება-მეთქი?..

იმ დღის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა ჩემს ცხოვრებაში: არ მინდოდა, მაგრამ მეფიქრებოდა ღალატზე. ვგრძნობდი, ჩემს თავს რაღაც ხდებოდა, მაგრამ აღიარება არ მინდოდა. რამდენიმე წლის წინ კი მოხდა ის, რამაც საყვარელ ადამიანებს სამუდამოდ დამაშორა: ერთ დღეს სახლში წერილი ვიპოვე, სადაც ქმარი პატიებას მთხოვდა და მადლობას მიხდიდა განვლილი წლებისთვის, იმ სიყვარულისთვის, რაც მას მივეცი.

პატიებას იმისთვის, რომ ჩემგან შორს მიდიოდა… ჯერ ხუმრობა მეგონა, მაგრამ საღამოს შინ რომ არ მოვიდა, ავნერვიულდი. მის მეგობრებს ვურეკავდი, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა. მეუღლის სამსახურში გადავრეკე და, – არ მოსულა დღესო.

კედლებს ვასკდებოდი სიმწრისგან, სად უნდა მეძებნა? ნანოს გადავურეკე, ჩემი გასაჭირის მოსაყოლად და მასაც ვერ დავუკავშირდი…

ჰოდა, მივხვდი ყველაფერს, როგორც იქნა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. მერე გავიგე, რომ ნანო იტალიაში წასასვლელად ვიზას ამზადებდა. ერთად წასულან.

– როგორ ფიქრობთ, თქვენი ქმარი, რომელიც ცოლ-შვილზე ასე შეყვარებული იყო, რამ აიძულა ოჯახი დაეტოვებინა?

– ვფიქრობ, დათო მის მახეში გაება. ახლა რომ ვფიქრობ, ნანო წლების განმავლობაში ცდილობდა მის ცდუნებას და ბოლოს, მიზანს მიაღწია. კაცი ისე გააგიჟა, რომ ცოლზე კი არა, შვილებზეც, მეგობრებზეც, საკუთარ ქვეყანაში ცხოვრებაზეც კი უარი ათქმევინა. მას მერე, რაც მიგვატოვა, რამდენჯერმე ჰქონდა ბავშვებთან დალაპარაკების მცდელობა, მაგრამ ყოველ ჯერზე ყურმილს უთიშავდნენ.

ძალიან მინდოდა, მოღალატეებისთვის თვალებში ჩახედვა, მათი პოვნა და ამანაც გადამაწყვეტინა იტალიაში ემიგრანტად წამოსვლა, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ სახლიდან დათოს წასვლის შემდეგ მატერიალური პრობლემები გაჩნდა ოჯახში, ჰოდა, ვიაქტიურე, გზები ვიპოვე და იტალიაში ჩამოვედი.

აქ ძიძად ვმუშაობ და შვილების მომავალს უზრუნველვყოფ. წლებია, აქ ვარ და ვცდილობ, დასვენების დღეებში მოღალატეების კვალს მივაგნო, მაგრამ ვერ გამოვიჭირე და კაცმა არ იცის, ისევ აქ არიან თუ სხვა ქვეყანაში გადაბარგდნენ. იქნებ ეს სტატია მაინც ნახონ ამ უნამუსო ადამიანებმა და აღიარონ, რომ ცხოვრების მუწუკები არიან!

თურმე, არავის ნდობა არ შეიძლება და ეს ორი ადამიანი მოღალატეობის, უზნეობის, ყოველგვარი ცუდის საუკეთესო მაგალითია. თვალები ფართოდ გაახილეთ, ადამიანებო, შეიძლება, მეგობარშიც კი ამოიცნოთ მოღალატე.

ღმერთმა დაგიფაროთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, როგორიც ჩემი ნამდვილი მეგობარი მეგონა. უწმინდურები, ბილწი სულის ადამიანები ყოფილან, მე კი ანგელოზები მეგონენ. დათო, ნანო! ორივეს მოგეზღვებათ სამაგიერო იმ ყველაფრისთვის, რაც გამიკეთეთ და მერე მე ვიცინებ.

მაინც ბედნიერი ვარ, ბოლომდე ვერ გამტეხეთ, რადგან გვერდით საამაყო შვილები მიდგანან და რაც მთავარია, სუფთა ვარ, არასდროს არავისთვის მიღალატია… თქვენ იკითხეთ, როცა დაბერდებით, როცა უფლის სამსჯავროზე წარდგებით.

გთხოვტ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ლიკა ქაჯაია; ჟურნალი: სარკე

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

კაცმა 17 წელი იმუშავა სკოლაში ისე, რომ წერა-კითხვა საერთოდ არ იცოდა – გამაოგნებელი ამბავი დღევანდელი რეალობიდან

Next Post

„არ ვიცი, როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომელსაც ქმარმა დაქალთან უღალატა. მართლა არ ვიცი და იმიტომაც გავაკეთე ეს..“ – ახალგაზრდა ქალის წერილი

Next Post
„არ ვიცი, როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომელსაც ქმარმა დაქალთან უღალატა. მართლა არ ვიცი და იმიტომაც გავაკეთე ეს..“ – ახალგაზრდა ქალის წერილი

„არ ვიცი, როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომელსაც ქმარმა დაქალთან უღალატა. მართლა არ ვიცი და იმიტომაც გავაკეთე ეს..“ - ახალგაზრდა ქალის წერილი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In