• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, June 3, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გთხოვთ გაითვალისწინეთ, ყველამ რომ მიგატოვოთ საკუთარ შვილზე უარი მაინც არ თქვათ – 18 წლის ქართველი გოგონას აღსარება

by inew
17 November 2022
in საზოგადოება
0
გთხოვთ გაითვალისწინეთ, ყველამ რომ მიგატოვოთ საკუთარ შვილზე უარი მაინც არ თქვათ – 18 წლის ქართველი გოგონას აღსარება
0
SHARES
810
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

მინდა ჩემი პრობლემის შესახებ გიამბოთ. 17 წლის ასაკში შემიყვარდა პიროვნება, რომლისგანაც დავფეხმძიმდი. ეს ამბავი ვერავის გავანდე და გადავწყვიტე დამემალა. მხოლოდ ერთმა მეგობარმა იცოდა ჩემი დარდის შესახებ. რატომღაც არც მიფიქრია, ბავშვი მომეცილებინა.

ეს ყველაფერი ასევე იცოდა ბავშვის მამამ, რომელმაც თავი აარიდა ჩემს პრობლემას. მას აზრადაც არ გაუვლია, რომ ე.წ. ტესტი შეიძლებოდა მართალი ყოფილიყო. ჩვენი ურთიერთობა ორსულობის 4 თვემდე გაგრძელდა და როცა დაზუსტებით მივიღე ექოსკოოპიის პასუხი, ის ბიჭი ადგა და უსიტყვოდ დამტოვა.

ამის შემდეგ, გარკვეული მიზეზების გამო, ჩემი მდგომარეობა მშობლებმა გაიგეს,რომლებმაც გადაწყვიტეს,

ბავშვი მოეშორებინათ ჩემთვის, ექიმებმა კი პასუხისმგებლობა არ აიღეს საკუთარ თავზე, რადგან ამ დროს უკვე 17 კვირის ორსული ვიყავი. აბორტი გამოირიცხა და ახალი ეტაპი დაიწყო: მოდიოდნენ მსურველები, რომლებსაც ბავშვის აყვანა უნდოდათ.

ერთ-ერთ ოჯახს ჩემებმა უარი უთხრეს – ჩვენი თანაქალაქელები იყვნენ და ჩემმა მშობლებმა იცოდნენ, რომ ბავშვს იოლად მოვძებნიდი. ამიტომ ისეთი ხალხი მიიღეს, რომლებიც ჩემი რაიონიდან შორს ცხოვრობდნენ.

მთელი ეს პერიოდი სახლში ვიყავი – მმალავდნენ, რომ არავის გაეგო ჩემი ორსულობის ამბავი. მე ამ პერიოდში სახლში მმალავდნენ. არც იმ ხალხთან მაჩენდნენ, ვინც მომავალი ბავშვის აყვანას ცდილობდა.

ერთ დღესაც დედამ გამომიცხადა, რომ მივყავდი ოჯახში, რომელიც თავისი

მეგობრისთვის შვილს ეძებდა. ჩანთა ჩამილაგა და წამიყვანა.

რატომღაც არ დამიჯერებია, რომ მათ ბავშვი მეგობრისთვის უნდოდათ. თავად იყვნენ უშვილოები და სურდათ, მათ თვალწინ ჩაევლო ჩემი ორსულობის ბოლო პერიოდს. დედამ დამტოვა მათ ოჯახში და თავად სახლში დაბრუნდა.

სამთვენახევარი ვიცხოვრე მათთან,იქიდანვე დავდიოდი ექიმებთან გამოკვლევებზე. არაფრით მინდოდა იმაზე ფიქრი, რომ ბავშვი სხვისთვის უნდა მიმეცა. ერთ დღეს კატეგორიულად მოვითხოვე, იმ ოჯახიდან წავეყვანე, მაგრამ დედაჩემმა ჩემი აზრი არ გაითვალისწინა და დამემუქრა, რომ ფეხმძიმეს ქუჩაში დამტოვებდა(ამ დროს 8 თვის ორსული ვიყავი).

სხვა გამოსავალი არ მქონდა – არასრულწლოვანი ვიყავი, არავითარი სახსარი არ მქონდა, და ისევ იქ დავრჩი.

18 წელი იმ ოჯახში შემისრულდა. როცა მშობიარობის თარიღი მოახლოვდა, ამ ოჯახმა კიდევ სხვა ქალაქში წამიყვანა, სადაც მათი თქმით, გაშვილება მოსული “პონტი” იყო. მშობიარობა დამეწყო და როგორც კი ბავშვი გავაჩინე, ისევ სკანდალი ავტეხე,ვითხოვდი, ბავშვი ჩემთან შემოეყვანათ.

იმ ქალსაც ვუთხარი, რომ ბავშვს არ მივცემდი. მოვითხოვე, რომ ჩემი შვილისთვის ძუძუ მეწოვებინა, მაგრამ მკერდი უკვე წინასწარ მოწამლული მქონია – ეს თავად ამ ქალბატონმა მითხრა.. ყველაფერი ნელ-ნელა და გულმოდგინედ იგეგმებოდა.

ამის შემდეგ მათ დედაჩემს დაურეკეს და უთხრეს მომხდარის შესახებ. სანამ დედა ჩამოვიდოდა, პალატაში მარტოს არ მტოვებდნენ – ჩემი პატარის მომავალი დედობილი გვერდიდან არ მშორდებოდა. მე კი სულ მიტრიალებდა თავში ბავშვის წართმევის ამბავი. ერთ ღამეს დავინახე, რომ ჩაეძინა, შევიპარე შვილის ოთახში და ხელში ავიყვანე, გულში ჩავიკარი ჩემი პატარა…

საბოლოოდ მაინც ისე დასრულდა ყველაფერი, რომ მე ჩემმა მშობლებმა წამომიყვანეს, ბავშვი კი მათ წაიყვანეს.

მერე დაიწყო ამ ტრაგედიის შემდეგი ეტაპი – უნდა მომხდარიყო ბავშვის გადაფორმება, რაზეც უარი განვაცხადე. დედა ამის გამო ფიზიკურად გამისწორდა, მერე კი ჩემი პატარის ახალი ოჯახი დამემუქრა, რომ თუ ხელს არ მოვაწერდი, ბავშვს არასოდეს მანახებდნენ. ასე მოვაწერე ხელი, მაგრამ ბავშვი მაინც არ უჩვენებიათ. არადა დამპირდნენ, აუცილებლად განახებთო.

ბავშვზე ფიქრი არ მასვენებდა. ერთ ღამეს ბავშვის სანახავად გავიპარე. 20 კილომეტრი გავიარე ფეხით და მათ სახლამდე მივედი. ვეხვეწე, რომ ეჩვენებინათ, მაგრამ დამიმალეს… არადა მპირდებოდნენ, რომ მაჩვენებდნე და იმასაც ეტყოდნენ, რომ მე დედა ვარ.

სასოწარკვეთილი უკან დავბრუნდი. მას მერე კიდევ რამდენჯერმე მოვითხოვე პატარის ნახვა. ერთადერთხელ მომიყვანეს და მითხრეს, რომ ამის შემდეგ შორს წავსულიყავი, რომ მას ორი დედა არ ეყოლებოდა.

ძნელი იყო ამასთან შეგუება. ცოტა ხანს ვიყავი სახლში და ისევ გავიპარე. 3-დღიანი წანწალის მერე. სოციალურ სამსახურს მივაკითხე და მოვითხოვე, გაშვილების პროცესი შეეჩერებინათ. მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

როცა ეს ჩემმა ოჯახმა გაიგო, რა თქმა უნდა, შემეწინააღმდეგნენ და მითხრეს, რომ ბავშვს არ მიიღებდნენ. ისევ წამოვედი სახლიდან და თავშესაფარში განთავსება მოვითხოვე, მაგრამ არ დამაკმაყოფილეს,რადგან ბავშვი ჩემთან არ იყო და შესაბამისად შეფასება არ კეთდებოდა.

ესეც რომ არ გამოვიდა, მინდობით აღზრდაზე გავაკეთე განცხადება, რადგან მე თავშესაფარი არ მქონდა,საბოლოოდ მოიძებნა მსურველი, მაგრამ პატარის ახალმა ოჯახმა არაფრით არ მიიღო ეს რეალობა – არც პოლიციას დაუთმეს ბავშვი და არც სოციალურ სააგენტოს.

რას აღარ ვაკეთებდი, რომ მიზნისთვის მიმეღწია. თავი რომ მერჩინა და მომავალზეც მეზრუნა, რესტორანში მიმტანად დავიწყე მუშაობა. ღამე 63 წლის ქალის ფეხებში მეძინა. მეგობრების დახმარებით მივედი ადვოკატამდე, რომელმაც 500 ლარი მომთხოვა საქმის წამოწყებისთვის, ეს თანხა არ მაქვს, არადა ამ თანხაზეა დამოკიდებული, რომ ბავშვი ჩემთან იყოს.

რესტორანში ძალიან დამიკლეს ხელფასი და წამოვედი. ახლა ისევ ჩემს სახლში ვარ. იმ ოჯახმა მითხრა, რომ დავფიქრდე და ბავშვი მათ ისევ გავუფორმო, მე კი ამას ვერ ვიზამ. ამდენი ვიბრძოლე შვილის გამო, რომელიც მინდოდა, რომლის მოკვლაც ვერ შევძელი და რომელიც არაამქვეყნიურად მიყვარს.

კანონის შესაბამისად, იმ ოჯახს არ აქვს უფლება, ბავშვი მათთან იყოს. ამბობენ, ხელწერილს დაგიდებთ, რომ შენს შვილს ნახავო, მაგრამ ამის გარანტიას ვინ მომცემს, როცა მათ თავის დროზე განაცხადეს უარი ხელწერილზე.

ერთს ვთხოვ უფალს, რომ ამ ახალ წელს ჩემს პატარასთან ერთად შევხვდე, გულში ჩავიკრა და ავინაზღაურო ყოველი დღე, რაც მის გარეშე გავატარე. ძალიან ძნელია, სამშობიარო ბლოკიდან გამოსული ხედავდე, რომ დედობას სხვას ულოცავენ.

იმ დედობას, რომელიც სურვილის მიუხედავად ბოროტმა ხალხმა წამართვეს. იმასაც ცდილობდნენ, გიჟად გამოვეყვანე და დედობა ჩამოერთმიათ, მაგრამ არც ამაში გაუმართლდათ რადგან ფსიქიატრიულის ცნობა ავიღე.

თქვენ კი, ჩემო კეთილებო, ყველამ რომ მიგატოვოთ, არასოდეს თქვათ თქვენს პირმშოზე უარი. ამქვეყნად ყველაზე ძლიერი ქალი დედაა. იმ ქალს კი, რომელიც დედობას სხვას ართმევს, უფალი არასოდეს გახდის მშობელს!

მე მესმის მათიც, ბავშვი 7 თვეა მათთან იზრდება მაგრამ ეს ყველაფერი არ მომხდარა ჩემი სურვილით. მე კი იმედს არ ვკარგავ, რომ მალე ჩემს პატარას ჩავიხუტებ და ვეტყვი, რომ მუდამ ჩემთან იქნება.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

ყურადღება: ფოტო პირობითია

სოფია, 18 წლის

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„ვერც კი წარმოვიდგენდი როგორ ვრისკავდი, როდესაც მუშაობა ძიძად დავიწყე“ – გამოცდილი ქართველი ძიძის სრულიად გამაოგნებელი ამბავი

Next Post

არვიცი რამდენად ცუდად ვიქცევი, როდესაც ჩემს ნათესავებს სამაგიეროს ამ ფორმით ვუხდი, მაგრამ ის მეზობელი ჩემთვის მათზე მეტი ნათესავია

Next Post
არვიცი რამდენად ცუდად ვიქცევი, როდესაც ჩემს ნათესავებს სამაგიეროს ამ ფორმით ვუხდი, მაგრამ ის მეზობელი ჩემთვის მათზე მეტი ნათესავია

არვიცი რამდენად ცუდად ვიქცევი, როდესაც ჩემს ნათესავებს სამაგიეროს ამ ფორმით ვუხდი, მაგრამ ის მეზობელი ჩემთვის მათზე მეტი ნათესავია

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In