ჩვენი ქვეყნის ეროვნული გმირის, რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის გიორგი ანწუხელიძის შვილი, ლევან ანწუხელიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში სასწავლებლად წავიდა.
„ისეთი ბიჭი გამოფრინდა თქვენთან, გული და სული რომ მოაქვს საქართველოსი, ზუსტად ვიცი როგორ ჩაიხუტებთ და მოისიყვარულებთ…
ეს ლევან ანწუხელიძეა… 16 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, გმირულად დაიღუპა მამამისი და მთელი ქვეყნის საფიცრად იქცა…
დიდება გმირებს! ❤️
დიდება საქართველოს! 🇬🇪” – წერს სანდრო ელოშვილი.