• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Wednesday, March 25, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გლდანის ციხეში სასტიკად ნაცემი პატიმარი გარდაიცვალა – რას ჰყვება ადვოკატი?

by inew
5 May 2025
in საზოგადოება
0
გლდანის ციხეში სასტიკად ნაცემი პატიმარი გარდაიცვალა – რას ჰყვება ადვოკატი?
0
SHARES
264
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

46 წლის იოსებ გორგაძე, რომელიც მძიმე დაზიანებებით გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივა მედში“ ჯერ კიდევ იანვარში გადაიყვანეს, რამდენიმე თვის კომაში ყოფნის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ოჯახი ინფორმირებულია, რომ გორგაძე სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებით სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან იყო გამოყვანილი.

“გუშინ, დაახლოებით 22:00 საათზე, ოჯახის წევრებს აცნობეს, რომ იოსებ გორგაძე გარდაიცვალა. ის სამი თვე ებრძოდა სიცოცხლისთვის, თუმცა მიღებული დაზიანებები კრიტიკულად მძიმე იყო”, – აცხადებს გარდაცვლილის ადვოკატი მუხრან ღურწკაია.

ადვოკატის თქმით, პატიმარს სხეულზე დაახლოებით 30-მდე მოტეხილობა აღენიშნებოდა, მათ შორის სახის ძვლების მრავალმხრივი დაზიანება და ტვინის შეშუპება. ღურწკაიას განცხადებით, იოსებ გორგაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასტიკად სცემეს და წამების მსხვერპლი გახდა, თუმცა დღემდე უცნობია, ძალადობა თანაპატიმრების თუ ციხის თანამშრომლების მხრიდან განხორციელდა.

მიუხედავად მძიმე ფაქტისა, ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიებას დღემდე არავინ დაუდანაშაულებია:

“დასაწყისში საქმე საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ გადაეცა საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს”, – აღნიშნავს ღურწკაია.

არსებული ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანისას გორგაძეს ინსულტის დიაგნოზი დაუსვეს. კლინიკის წარმომადგენელი ზურაბ ჩხაიძე აცხადებდა, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა დეტალებზე საუბარს ერიდებოდა. პენიტენციური სამსახურის მხრიდან ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

იოსებ გორგაძე ავარიის შემდეგ დააკავეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის სავარაუდოდ თბილისიდან წალკაში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქციიდან მიმავალ აქტივისტებს შეეჯახა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

წყარო: inews.ge

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ცემით მოკლული მამა და ნაცემი შვილი – რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის კაცი?

Next Post

ცოლმა ქმარს მისწერა, რომ მის ძმასთან უღალატა – ქმრის ასეთმა პასუხმა კი ყველა გააოცა

Next Post
ცოლმა ქმარს მისწერა, რომ მის ძმასთან უღალატა – ქმრის ასეთმა პასუხმა კი ყველა გააოცა

ცოლმა ქმარს მისწერა, რომ მის ძმასთან უღალატა – ქმრის ასეთმა პასუხმა კი ყველა გააოცა

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.