53 წლის ასაკში პოლიტიკოსი ირაკლი შიხიაშვილი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
გავრცელებული ცნობით, იგი მძიმე სენს ებრძოდა. რამდენიმე თვის წინ, პოლიტიკოსმა ესპანეთის ერთ-ერთი კლინიკიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ხანგრძლივ პროცედურულ მკურნალობაზე საუბრობდა.
პოლიტიკოსის გარდაცვალება ეზოტერიკოსმა და მეტაფიზიკოსმა გოგა მანიამ რამდენიმე თვის წინ იწინასწარმეტყველა:
„პოლიტიკოსს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, კლინიკაში გადაიყვანენ. ამ ამბავს საზოგადოება აუცილებლად გაიგებს“, – ამბობდა გოგა მანია 11 ნოემბერს გავრცელებულ წინასწარმეტყველებაში.


