ის მშობლებისთვის ნამდვილი მფარველი ანგელოზი გახდა ყველა მშობელი თავის შვილში ანგელოზს ხედავს.
მაგრამ პატარა სესილია რუპელი თავისი მშობლებისთვის ნამდვილი მფარველი ანგელოზი გახდა. მან ხომ მთელი ოჯახი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა.
ერთხელ ღამით ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბავშვის შემზარავმა კივილმა გააღვიძა. “სესილიას ძალიან მშვიდი ძილი აქვს და ადრე არასდროს მოქცეულა ასე. ეს იყო ხმა, რომელიც საშველად გიხმობდა”, – იხსენებს მონიკა.
დედა მაშინვე ბავშვის ოთახისკენ გაიქცა. მაგრამ თავბრუ დაეხვა და იატაკზე დავარდა… უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ბავშვის ოთახში მაინც შევიდა. როდესაც ხელში აიყვანა, პატარას გული აერია…
მისი ქმარი კაილიც თავს ცუდად გრძნობდა. თუმცა მოასწრო დასახმარებლად მშობლებთან დარეკვა, რომლებიც გვერდით სახლში ცხოვრობდნენ…
ცოლ-შვილი კარისკენ წაიყვანა, რათა გარეთ გასულიყვნენ, მაგრამ კარებამდე ვეღარ მიაღწიეს…
საბედნიეროდ, რამდენიმე წამში მოვიდნენ კაილის მშობლები, შეამტვრიეს კარი, ბავშვი და მისი მშობლები კი ჰაერზე გამოიყვანეს.
მალევე მოვიდა სასაწრაფო დახმარების ბრიგადა. ექიმებმა ბუნებრივი აირით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს ოჯახს.
“საღამოს ძალიან აცივდა და გადავწყვიტეთ გამათბობელის ჩართვა. ავტომატური გამომრთველი არ იყო დაყენებული გაზზე და ამიტომ მოხდა ეს შემთხვევა”.
…მონიკამ ეს ისტორია მეგობრებს გაუზიარა სოციალუტ ქსელში. ის აღფრთოვანებულია თავისი პატარა გოგონათი, რომლის კივილმა მთელი ოჯახი გარდაუვალ უბედურებას გადაარჩინა.
მეგობრებს კი მოუწოდებს, რომ დაიცვან გათბობის სისტემის ტექნიკური უსაფრთხოების წესები.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია;