ცოტა ხნის წინ, სოციალური ქსელის მომხმარებელი ალეკო შუღლაძე სტატუსს აქვეყნებს:
“პურის რიგში გინეკოლოგი გავიცანი, ხუმარა აღმოჩნდა.
– ერთი აქეთ მომისმინე, ძმაოო, – მითხრა მე, – ასეთი რამ ადრე არ ხდებოდაო
– რა-მეთქი?
– გოგონა შემოვიდა, ორსულად იყო, მკითხა, ბიჭია და თუ გოგოო. მე ვუთხარი, ჯერ პატარაა, 15 მილიმეტრისაც არ იქნება, როგორ დავინახო, ვინ არის-მეთქი?
შევატყე, რომ ვერ მიხვდა, რა ვუთხარი. გავუმეორე, 15 მილიმეტრისაც არ არის, ხომ გახსოვს, სანტიმეტრში რამდენი მილიმეტრია-მეთქი?
სადღაც ზემოთ აიხედა და ახლა დაღლილი ვარ და ვერ ვიხსენებო.
მერე ქალი შემოვიდა, როგორ გავიგო ორსულად რომ ვარო და მე ვუთხარი, თუ არ მოგივიდა, 15 დღე გადათვალე და იმ დღეს ნახე, როგორ იქნები-მეთქი. ძალიან ჩაფიქრდა, მერე წასვლა დააპირა, მაგრამ ვერ წავიდა და უცბად მკითხა, რომ მეუბნებით 15 დღეო.
ამ თვეში 20 მაისს ველოდები, იქიდან 15 დღე რომ გადავთვალო, 35 მაისი… ეგ როგორ იქნებაო? გავშტერდი, ვიფიქრე, დამცინის-მეთქი, მაგრამ ხუმარას არ ჰგავდა… მაისის მერე ივნისი მოდის-მეთქი და ამანაც ზემოთ აიხედა, გაეღიმა და ხო, მართალი ხართო…
ეგ კიდევ არაფერი, ცოლ-ქმარნი შემოვიდნენ, ისინიც ემბრიონის პერიოდში იმყოფებოდნენ და დამაინტერესა ელემენტარულ ცოდნაში რას წარმოადგენდნენ და ისევ მილიმეტრებს მივაწექი. ესენიც დაიბნენ. მაინც შეპარვით ვკითხე, ისე ხომ იცით, სანტიმეტრში რამდენი მილიმეტრია-მეთქი?“
აქ გინეკოლოგმა გადმომხედა და მკითხა: „როგორ გგონია, კაცმა რა ციფრი დაასახელეაო? რაღაც მრგვალი ხომ უნდა ეთქვა, მაგალითად, 20, ან 50. იმ ჩემისამ იცი რა მითხრა – ოთხიო (4).
ბოლოში დედა-შვილი შემოვიდნენ. გოგონას ვუთხარი, ამაში მოშარდეთ-მეთქი და რა მოვშარდოო?“
გამეცინა. „იცინე, იცინეო, მითხრა გინეკოლოგმა, ევროკავშირი არა ჭუჭუო.“
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..