სიმართლე გითხრათ, მეძნელება ჩემი პირადი ისტორიის მოყოლა, რადგან ძალიან მძიმე და ამაზრზენია, მაგრამ, ჩიხში აღმოვჩნდი და გამოსავალს ვერ ვპოულობ, ამიტომ რჩევისთვის თქვენი ჟურნალის ფურცლებს მივანდე ჩემი ბედი.
ისღა დამრჩენია, ჩემი ტრაგიკული ისტორიის მოყოლა თავიდან დავიწყო. სიყვარული რომ მეწვია, გავთხოვდი კიდეც. გიგი მართლაც კარგი ქმარი გამოდგა. შეძლებისდაგვარად, ზრუნავდა ოჯახზე, რაც მთავარია, ზარმაცი არ იყო.
ფიზიკურად მუშაობდა, თავს არ ზოგავდა, რომ ცოლ-შვილისთვის არაფერი მოეკლო. მაგრამ, მოგეხსენებათ, მხოლოდ ხელფასი რის მაქნისია.
იმის მიუხედავად, რომ დედამთილ-მამამთილი კარგი ადამიანები იყვნენ და მათთან ურთიერთობა არ მიჭირდა, მაინც, რაც არ უნდა იყოს, ცოლ-ქმრისთვის ცალკე ცხოვრება აუცილებელია.
ამის შესაძლებლობა რომ გვქონოდა, ვინ იცის, დღეს დაწყნარებულად ვიცხოვრებდი. ოროთახიან, ეგრეთ წოდებულ „ხრუშჩოვკის“ ბინაში ვცხოვრობდით და ისეთი სივიწროვე იყო, კუდს ვერ მოიქნევდი.
იქ ორი ოჯახის ცხოვრება კი ცხადია, არ შეიძლებოდა. მაგრამ, რა გვექნა, ცალკე ცხოვრების შესაძლებლობა არ გვქონდა. თამამად ვერ ვიყავი, ჩემს ქმართან ურთიერთობას ვერიდებოდი, დედამთილ-მამამთილის მერიდებოდა.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველაფერში შეზღუდულები ვიყავით. ერთხელ ჩემმა მამამთილმა შენიშვნაც კი მომცა, მე რომ თქვენხელა ვიყავი, ასე მორიდებით არ ვიქცეოდი – კოცნა და მოფერება სასირცხვილო კი არაა, ჩემი რის გერიდებათო.
ისე, რა დასამალია და საკმაოდ სიმპათიური მამამთილი მყავს. ჩემმა ქმარმა მითხრა, ახალგაზრდობაში სულ ქალებში დაძვრებოდა და დედაჩემს ძალიან ანერვიულებდაო. არც ახლაა მოხუცი და ალბათ, არ იკლებს რამესო, – ხუმრობდა ჩემთან გიგი.
მამამთილს ავხორცობა მეც შევნიშნე, როცა მოკლე კაბა მეცვა ან დეკოლტე, ისე ხარბად შემავლებდა თვალს, რომ ვწითლდებოდი. რაც არ უნდა ყოფილიყო, მისი შვილის ცოლი ვიყავი და ჩემთვის სხვანაირად შემოხედვა არ ეპატიებოდა.
თუმცა, ეს არავისთვის მითქვამს. ერთ დღეს ჩემმა დედამთილმა და ქმარმა სოფელში წასვლა გადაწყვიტეს, მოსავალი ასაღები ჰქონდათ. მე და ჩემი მამამთილი სახლში დავრჩით. როცა დაღამდა.
შევედი ჩემს ოთახში, დასაძინებლად ვემზადებოდი. გახდა დავიწყე და ღამის პერანგი უნდა ჩამეცვა, რომ კარი ჩემმა მამამთილმა შემოაღო და ნახევრად გახდილს მომკრა თვალი. სახეზე შევამჩნიე, ძალიან აღელდა და გაშეშებული მიყურებდა.
მეც შევცბი. ამ დროს მამამთილი მომიახლოვდა და ფერება დამიწყო. მინდოდა მისი მოგერიება, მაგრამ რას ვიზამდი, რომ მეყვირა, ვინ გაიგებდა, სახლში ისედაც მარტონი ვიყავით. არ მომეშვა, მერე გაშმაგებით დამიწყო კოცნა და მეც დავმორჩილდი, რაღა უნდა მექნა.
თუმცა, დიდი წინააღმდეგობა არ გამიწევია, რადგან მსიამოვნებდა მისი მოფერება. ჩვენი რომანი რამდენიმე დღეს გაგრძელდა – სანამ ჩემი ქმარი და დედამთილი ჩამოვიდოდნენ. იმის მიუხედავად, რომ მე და მამამთილმა საშინელი დანაშაული ჩავიდინეთ, მაინც იგივეს ვაკეთებდით და ვხვდებოდით, რომ ეს ორივეს დიდი სურვილი იყო.
ვერ ვაცნობიერებდით იმას, თუ რამხელა შეურაცხყოფას ვაყენებდით ჩვენს თავსა და ოჯახს. როცა ქმარი ჩამომივიდა, რა თქმა უნდა, ვეღარ გავბედავდი მამამთილთან დაწოლას, მაგრამ ერთხელ გავიპარე სახლიდან და მამამთილს ჩუმად შევხვდი, რომ კვლავ მის მკლავებში მოვქცეულიყავი.
ასე გრძელდებოდა კარგა ხანს, ვიდრე ფეხმძიმედ არ დავრჩი. ერთი შვილი უკვე მყავდა და ვიცოდი, რომ ის ჩემი ქმრის იყო, მაგრამ მეორე ფეხმძიმობამ დამაბნია, ერთდროულად მქონდა ურთიერთობა ქმართანაც და მამამთილთანაც.
ამიტომ, არ ვიცი, ბავშვს ვისგან ველოდები, ან ეს ბავშვი ჩემს პირველ შვილს რად ერგება? ამასაც ვეღარ ვხვდები. გონზე გვიანღა მოვედი. ჩვენი ავხორცობის ამბავი რომ ჩემმა ქმარმა გაიგოს, ალბათ, ოჯახში ტრაგედია დატრიალდება – ან მე მომკლავს, ან – მამას.
მინდა, მუცელი მოვიშალო, რადგან ვერავის გავუმხელ, რომ ბავშვის მამა შეიძლება, ჩემი ქმარი ან სულაც მამამთილი იყოს.
ახლა ვეხვეწები ჩემს ქმარს, ცალკე გადავიდეთ, ბინა ვიქირავოთ-მეთქი. ვნახოთ, როგორ დავიყოლიებ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბომბი როდის იფეთქებს და როგორ დამთავრდება ეს ამბავი, ამის გაფიქრებაც კი მზარავს.
გამოსავალს ვერ ვპოულობ, ვერავის ვუმხელ ჩემს მდგომარეობას, რადგან ამ დანაშაულს გამართლება არ მოეძებნება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ია, 24 წლის; წყარო: თბილისელები