რამდენიმე დღის წინ გოჩა ჩეტკოევმა ტელეკომპანია იმედის ეთერსი ისაუბრა მისი და მისი ოჯახის დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და ამბობს, რომ მთელი მისი ოჯახი განადგურებულია ამ ფაქტით, ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის მოსახლეობის აბსოლუტირი უმრავლესობა ამ ომში ნატოსაც აკრიტიკებს, რადგან უკრაინას სათანადოდ არ ეხმარება.
“მთელი ჩვენი ოჯახი განადგურებულია. სხვათა შორის, შორენას დედა, რომელიც კიევშია დაბადებული… არარეალური და ღამის კოშმარია, გგონია, რომ სიზმარია და გაიღვიძებ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს რეალობაა, სამწუხაროდ…
ამჟამად მთელი ამერიკა უკრაინაა, არ არსებობს ადამიანი, რომელიც უკრაინას მხარს არ უჭერს. როგორც ყოველთვის, მოსაზრებები გაყოფილია – რას წყვეტს ნატო და რას ფიქრობს ამერიკელი ხალხი. ეს არის ორი კონტრასტული აზრი. არც ერთი ამერიკელი არ ეთანხმება ნატოს პასიურობას.
ფიზიკურად უნდა დავეხმაროთ უკრაინას, დავუჭიროთ მხარი. წარმოიდგინეთ, ხალხი იხოცება, საჭმელი არა აქვთ. რა დროს ფიქრი და აზრებია, ფიზიკური დახმარება სჭირდებათ, მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს”..
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..