წყნარი ოჯახური ცხოვრება, ბედნიერი და მშვიდი – უამრავი ქალის ოცნებაა. არსებობენ მამაკაცები, ვინც იმავეზე ოცნებობს.
მაშინ რატომ ხდება ასე, რომ უამრავი ბავშვი არასრულფასოვან ოჯახში იზრდება? ადამიანები კი, რომლებსაც სულ ახლახან ერთმანეთი უყვარდათ, შორდებიან?
ალბათ, ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით საკუთარ თავზე, კიდევ უფრო ნაკლები – სხვებზე. ჩვენთვის არ უსწავლებიათ სკოლაში, რა არის სიყვარული; არ აუხსნიათ, როგორ ავაგოთ ოჯახში ურთიერთობები. არადა, ამ ყველაფერზე დაფიქრება 10 წლის წინ იყო საჭირო.
- არავინაა ვალდებული, უყვარდე ისე, უბრალოდ
ეს სიმართლეა. ადამიანი, ვისთანაც ოჯახს ქმნი, შენი შვილი არაა, რომელიც უდავოდ, გიყვარს. ყველა ადამიანი იცვლება, იცვლება მათი გრძნობები და აბსოლუტურად ურყევი სიყვარული არ არსებობს.
არ შეგიძლია, ადამიანი უბრალოდ გიყვარდეს მუდმივად, როგორც მას არ შეუძლია ეს. სიყვარულის შესანარჩუნებლად მუშაობაა საჭირო. ხანდახან უნდა დაეხმარო სხვას, უკეთ გაგიცნოს და შეუყვარდე.
- ქორწინებაში ყველაზე რთული შვილის გაჩენის შემდგომი 2 წელია
ეს პერიოდი განაპირობებს, თუ როგორი იქნება თქვენი მომდევნო ოჯახური ცხოვრება. უნდა გამოიმუშაოთ მოთმინების გრძნობა, ისაუბროთ ერთმანეთში უფრო ხშირად, გადალახოთ წყენა და სიბრაზე. თუ ამას ვერ ისწავლით, სანამ ბავშვი პატარაა, ცხოვრება ჯოჯოხეთად გექცევათ.
- სექსი ყოველთვის პირველ ადგილზე არაა
როდესაც ურთიერთობა ხანგრძლივია, სექსი თანდათანობით მეორეხარისხოვანი ხდება. ნუ იგრძნობთ თავს დამნაშავედ, რომ სექსი უწინდებურად არ გსურთ ან პირიქით, პარტნიორზე მეტად გსურთ, მაგრამ სიცივე ურთიერთობაში – საერთო პრობლემაა.
თუ პარტნიორი უკვე არ აღგაგზნებთ, ეცადეთ, გაერკვიოთ საკუთარ თავში. ეწვიეთ ფსიქოანალიტიკოსს, მოაწყვეთ ფოტოსესია მეუღლესთან, იპოვეთ რაიმე, რაც აღგაგზნებთ, უყურეთ ეროტიკულ ფილმებს…
- სასიამოვნო წვრილმანები ყოველდღიურად!
გარდა ოჯახური ვალდებულებებისა, არსებობს უამრავი სასიამოვნო წვრილმანი. ეს შეიძლება იყოს სასიამოვნო ფრაზა პარტნიორის მიმართ, ჩახუტება, გრძნობების გამოხატვა ან მეუღლის საყვარელი კერძის მომზადება, მასაჟი… რა დასანანია, რომ ბანალური სიზარმაცის გამო ოჯახები ინგრევა…
არასოდეს გახდეთ ისეთი, რომელიც ოჯახის შენარჩუნებას არ ცდილობს
თუ ერთი ამუხრუჭებს, მეორეს მისი დახმარება არ შეუძლია. ოჯახურ ბედნიერებას მარტო ვერ ააგებ. ამისათვის ორმხრივი სურვილია საჭირო.
- არ დაივიწყოთ მადლობის თქმა
ურთიერთობაში ხშირად გვავიწყდება მადლიერების გამოხატვა და არ ვაფასებთ იმას, რასაც პარტნიორი ჩვენთვის აკეთებს. მადლიერებას შეუძლია ოჯახის გამყარება და ყველას გაბედნიერება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..