სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი საკუთარ Facebook გვერდზე სახალისო პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ტაქსაობის დროს გადამხდარ უცნაურ ისტორიას ყვება. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“როგორც ყოველთვის, სამსახურის შემდეგ გავედი სატაქსაოდ. მიუხედავად უძილო ღამისა, მგონია რომ ფორმაში ვარ, მაგრამ მიმძინებია. ფანჯარაზე ბრახუნმა შემაღვიძა, ცალი თვალით ავხედე და ვხედავ ზორბა, მოხეულ კაცს. აი ისეთს, ტანად ბროლ-ბალახშოსანიო, რო ითქმის..
ძმურად ერთი საქმე უნდა ვქნაათო, გოგო მელოდება, უნდა წამოვიყვანო, ვიპარებით და იქნებ დამეხმაროო.
აი სიამოვნებისგან დამბურძგლა. ვიცოდი, ახალი იაღლიში უნდა მომსვლოდა და აბა უარს როგორ ვეტყოდი. – დაჯექი, ძმაო-მეთქი, და წავედით დანიშნულების ადგილზე. საათ-ნახევრიანი მგზავრობის შემდეგ მივადექით გოგოს სოფელში, საკუთარ სახლთან. მესიჯი მისწერა, გამო, გელოდებიო.
გოგო არა, მაგრამ ვიღაც ღონიანი შუახნის კაცი გამოვიდა. აბა რა გინდათ, გისმენთო. კი აიჭარხლა ე ჩემი კლიენტი, მარა რაღა ექნა! – შენი შვილის შეყვარებული ვარ, დღეს ცოლობა უნდა ვთხოვოო
ეს უთხრა და ორი ნაბიჯი გადმოდგა უკან. აი იქ გნიასი ატყდა, მე ეგეთი ჩხუბი არ მინახავს. დასწვდა ეს ზორბა კაცი ამ ჩემს კლიენტს, ამოიდო წიხლქვეშ და ურტყამს, მაგრამ რას ურტყამს, ბოლი გასდის ყურებში. გადავხტი, არიქა, ნუ სცემთ-მეთქი. ნეტა რა ძალა მედგა!
გამოვარდა გაწეწილი ქალი სახლიდან, დამწვდა ცხვირში, მიმითრია თავისკენ, ჩამარტყა თავი სახეში, გამომიდო ფეხი და გავიშხლართე ქვაფენილზე. მომაჯდა და დამიწყო ჩქმეტა, პწკენა, წყევლა-კრუვლა.
ეს არ იკმარეს, გამოვარდა სახლიდან ვიღაც ბიჭი, ასე 25 წლამდე, რა იყო, დედი, ხო არ გერევიანო, და იგრეთი ჩამცხო წიხლი მუცელში, ელენთას ვეხვეწებოდი, ადგილიდან არ გაინძრე-მეთქი. გავხედე ამ ჩემს კლიენტს და ისევ ქვეშ აგდია.
როგორც იქნა, მოვიშორე ეს გიჟი დედა-შვილი, დავავლე ღობეზე აყუდებულ კეტს ხელი, გავუქანე ამ ნაგიჟარ კაცს და დავუნაცვლე ერთი ხოშიანი. უკანასკნელი ხმა, რაც გავიგე, ვაი მამაჯანო, ეგ იყო. გადაიწია ეს ჯორი კაცი და კეტი მოხვდა ამ ჩემ კლიენტს. შეიყარა სოფელი. გამოიძახეს სასწრაფო, არიქა ორი კაცი ცემაში მოკლესო.
ვასულიერებთ ამ ჩემს კლიენტს და უცებ ერთი კოხტა დახატული გოგო მივარდა, დაიწყო ტირილი. თურმე, შეგვეშალა სახლი. მივადექით სხვა ოჯახს. ამ შტერმა რომ უთხრა, ცოლობა უნდა ვთხოვო შენს შვილსო, იმ კაცსაც ერთი ბიჭი ჰყოლია და აბა კიდევ კარგი, რომ ისიც არ დაგვაკლა თავზე!
ამ ჩემი კლიენტისა და იმ კოხტა გოგოს ქორწილში, აი იმ ქალმა, მე რომ სული ლამის ამომხადა, სულ ქოჩორზე იტრიალა, რა ნამცხვრები რა ხაჭაპურები არ აცხო. მე კიდევ, სუფრაზე იგრე დამლოცეს, როგორც საპატიო სტუმარი..
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.
ყურადღება: ფოტო პირობითია