მტკვარში გადავარდნილი ავტომობილიდან ერთი ცხედარი ამოიყვანეს.
თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, მყვინთავებმა მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილი 17 მეტრის სიმაღლეზე იპოვეს.
,,მეხანძრე-მაშველ მყვინთავების მიერ, დაახლოებით, 17 მეტრის სიღრმეზე ნანახი იქნა ავტომობილი. განხორციელდა სამაშველო ღონისძიება, ავტომობილის ამოყვანასთან დაკავშირებით. ავტომობილში ნანახი იქნა მამაკაცის ცხედარი. ვინაობა, ჯერჯერობით, არ ვიცით, ამას დააზუსტებს პოლიცია.
რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ღონისძიება, საკმაოდ რთული ღონისძიება იყო, ვინაიდან ავტომობილი 17 მეტრი სიმაღლეზე იყო ჩავარდნილი. მეხანძრე- მაშველებმა მყვინთავებმა ეფექტურად იმუშავეს და მოხდა ავტომობილის ამოყვანა წყლის ზედაპირზე”, – განაცხადა ლევან მუსელიანმა.
მისივე თქმით, გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით, უცნობია.
წყარო: primetime