მინდა ჩემი ერთი თავგადასავალი მოგითხროთ, რომელიც ძალიან მხიარულად დაიწყო, ფინალი კი თვითონ განსაჯეთ. ერთი ძველი დაქალი მყავს, ლიკა ჰქვია. მისადმი ყურადღების გამოჩენა დაიწყო მისივე თანატოლმა ბიჭმა – გიომ.
მის დაბადების დღეზე წასასვლელად საჩუქარს ერთად ვარჩევდით და მარტო რომ არ ყოფილიყო ამდენ ახალგაზრდებში, მეც წამიყვანა – იქნებ შენც გაიცნო ვინმე კარგი ტიპიო.
ჩვენსა და მასპინძელს გარდა იქ კიდევ ოთხი თანაკურსელი დაგვიხვდა. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც დოლიძეზე ცხოვრობდა და ყველაზე სიმპათიური იყო, მართლაც მომეწონა. მეგობრები მიხოს ეძახდნენ.
მასპინძელს მშობლები სახლში არ ჰყავდა და ეს მომენტი კიდევ უფრო ხელფეხს გვიხსნიდა დაახლოებისაკენ.
მაგიდას მივუსხედით, ჯერ ღვინით დავიწყეთ სადღეგრძელოების თქმა, მაგრამ საღამოს, როცა უკვე ისიც გათავდა, ბიჭები არყებზე ჩავიდნენ და იმით გააგრძელეს.
რამდენიმე ჭიქა მეც დამალევინეს, ყველანი მაგრად ვიყავით გაბრუებულნი. ლია და გიო სადღაც განმარტოვდნენ. მე კი ბიჭებთან ცეკვაში ვიყავი გართული. ცოტა ხანში მიხოს მივუჯექი და მის მიერ წამოწყებულ კოცნაობას ავყევი.
უეცრად ვიგრძენი: ვიღაცამ კაბის კალთა ამიწია და უცხო ხელებმა ფეხებზე დამიწყო თათუნი. ნელ-ნელა ზემოთ თეძოებამდე მოიწევდნენ. კოცნაობა არც შემიწყვეტია, ისე ჩავარტყი თავხედს ხელებში და კაბაც ჩამოვიწიე, მაგრამ იერიში არ წყდებოდა.
შევშინდი და მიხოსგან მოშორებაც განვიზრახე, მაგრამ მან უფრო ძლიერ შემომხვია მკლავები და ამგვარად დამბლოკა.
უცებ უამრავი ხელები დამეხვია ფეხებზე, თეძოებზე. ქვედაკაბაზე „ელვა“ შემიხსნეს, კოლგოტკების ქვემოთაც შეძვრნენ და ბიკინებშიც..
მალე აფორიაქებულმა ვიწყე ფართხალი და თავის დაძვრომა, მაგრამ ძალთა თანაფარდობა მათ მხარეს იყო და მალე მოვეშვი.
გაბრუებულ თავში გაანალიზებულიც არ მქონდა, რა ხდებოდა, როცა უკვე რაც სურდათ, ყველაფერი გამიკეთეს.
უკანასკნელი რაც მახსოვს: სანამ საბოლოოდ „გავითიშებოდი“ ჩემთან ორი ბიჭი იყო სექსით ერთდროულად დაკავებული.
აი ასეთი „მხიარული“ დაბადების დღე გამომივიდა, რომელიც არასდროს არ დამავიწყდება! ჩემმა დაქალმა თქვა – ვერაფერი გავიგე, ისე ვიყავი მეც გათიშულიო. მოკლედ, თვითონ კმაყოფილი ჩანდა (რატომაც არა), მე კი საჯიჯგნად ვიყავი მიგდებული.
თავიდან ვიფიქრე გაუპატიურებისათვის სასამართლოში ვიჩივლებ-მეთქი. მერე გადავიფიქრე:
ტყუილად ყველას წავაჩხუბებ, დაქალს დავკარგავ, პოლიციაში სასიარულო გავხდები და უფრო მეტ ხალხს ეცოდინება. ასეთ სირცხვილს კი ვეღარ ავიტანდი და ჩემს გულში დავმარხე ყველაფერი.
რა მინდოდა მეთქვა? არაფერი ისეთი – მაქსიმალურად არ ენდოთ თქვენს ერთგულ დაქალებს და მითუმეტეს თქვენთვის უცნობ მის მეგობარ და ახლობელ მამაკაცებს, რაც არ უნდა დიდი სურვილი გკლავდეთ ვინმე ახალის და საინტერესოს გაცნობისა, სიფრთხილე დაგიფასდებათ..
გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია