„სამწუხაროდ მარტო ეს ქალბატონი არ არის უცხოეთში ასეთ დღეში!… არაა მეტი გაიგონეთ ხალხო!“ – წერს სოციალურ ქსელში უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტი , რომელიც უცნობი ქალბატონის სატელეფონო საუბარმა ძალიან ააღელვა.
„მეგობრებო შეიძლება აქ ამას არ უნდა ვწერდე მაგრამ, იმდენად აღელვებული ვარ! გუშინ დაახლოებით საღამოს 9 საათისთვის ერთ – ერთ უბანში მორიგე აფთიაქში ვიყავით მე და ქ-ნი ელენი წამლისთვის და მერე ის სადღაც თავის საქმისთვის შევიდა. მე მანქანაში დაველოდე..
იქვე სალაპარაკო ჯიხური იყო და უცებ მომესმა ქალის ყვირილი ქართულად. ეტყობა საქართველოში ლაპარაკობდა – რა გინდათ რაა, გეუბნებით არა მაქვს თქო. 600 ევრო მაქვს ხელფასი და რამდენს გავწვდე? ბანკის ვალი..
თქვენი ჭამა-სმა და კიდე მაგ სისულელეს ჩადიხარ? დამანებეთ ყველამ თავი.. ჩემთვის 5 ევროს ვერ ვიმეტებ თვეში ყველას თქვენ გიგზავნით. ბოლო-ბოლო რა გინდათ მაინც და მაინც თავი მოვიკლა.
ეს გინდათ? ბოდიში ამ ქალბატონთან ,მაგრამ სამწუხაროდ მარტო ეს ქალბატონი არ არის უცხოეთში ასეთ დღეში!
როცა ქალი გეუბნება ხელფასი მაქვს 600 ევროო და ხედავ,რომ ყველას ოჯახში აგზავნის თვეში 600 ვეს.რაღას თხოვ ?
საიდან გამოგიგზავნოს მეტი. მოიპაროს? თუ რისკენ უბიძგებთ ოჯახის წევრს ამ უცხო ქვეყანაში? ციხეში წავიდეს? გაძარცვოს თუ მოკლას ვინმე?
ვალი აიღოს? იმ ვალს გასტუმრება ხომ უნდა?რითი? რა გამოგიგზავნოს მეტი. არაა მეტი გაიგონეთ ხალხო!“
ვალი აიღოს? იმ ვალს გასტუმრება ხომ უნდა?რითი? რა გამოგიგზავნოს მეტი. არაა მეტი გაიგონეთ ხალხო!“
გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და დააკომენტარეთ სტატია.
ემიგრანტი საბერძნეთიდან მანანა კვირიკაძე