“სადილებსაც ვაკეთებ, სარეცხსაც ვრეცხავ, ვაუთოებ, სახლსაც ვალაგებ, ქმარს ვუვლი, შვილს, დაბადების დღეებზეც, თეატრშიც და მეგობრებთანაც დავდივარ და ახლა მეორეს ველოდები, მაგრამ დედამთილი არათუ უკმაყოფილო, გაგიჟებულია და ყოველ წამს იწყევლება და იგესლება, ამ ყველაფერს რომ ვახერხებ.
პირველ ბავშვზე რომ ვიყავი ორსულად, ვიტომ ამზადებდა სადილებს, შენ ვერ გააკეთებო, მეუბნებოდა ყველაფერზე.
თავისი სურვილით ცხვირს ყოფდა ყველგან და მერე გვაყვედრიდა მე და ჩემს ქმარს, ყელში ძლივს
გადამდიოდა. მერე მე რომ დავიწყე ყველაფრის გაკეთება, ხელს მიშლიდა ყველაფერში. ბავშვის საჭმელს რომ ვაკეთებდი, გაზქურასთან არ მიშვებდა, გამზადებულს რომ ვიყიდდი, მლანძღავდა და მჭორავდა, ნახევარფაბრიკატებს ჭამენო.
ჩემს ქმარს იმდენი ცუდი უჩიჩინა ჩემზე და ჩემს ოჯახზე, რომ თავი შეაძულა და ისიც მე გადმომაბრალა…
მაპატიეთ, მაგრამ მამაკაცი თუ მთლად სულელი არ არის, ყოველთვის გრძნობს მაინც, ვინ არის დამნაშავე. ასე რომ, ასეთი დედამთილებისთვის იდეალური რძალი არ არსებობს!!!
ისინი ყოველთვის ეცდებიან, სიბინძურეში ჩაგითრიონ! უბრალოდ დროზე უნდა მიხვდე და შენი ცხოვრებით იცხოვრო და ვინც ტალახს გესვრის, მას პირველ რიგში საკუთარი ხელები დარჩება დასვრილი!!!”
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია