• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, July 1, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დედამთილმა ოჯახი ამირია.. ისეთ რამეებს აკეთებს სადაც არის ჭკუიდან შევიშლები..

by inew
19 December 2022
in საზოგადოება
0
დედამთილმა ოჯახი ამირია.. ისეთ რამეებს აკეთებს სადაც არის ჭკუიდან შევიშლები..
0
SHARES
545
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

ძალიან გთხოვთ, ეს წერილი დამიბეჭდოთ. დიდხანს ვორჭოფობდი, მომეწერა თუ არა და, როგორც იქნა, გადავწყვიტე, ჩემი სატკივარი ყველას გავაგებინო.

ვიცი, ეს საშველი არ არის, მაგრამ, ამბობენ, გაზიარებული დარდი განახევრებული დარდიაო და, იმდენად მიჭირს, მარტომ გადავიტანო ჩემი ტკივილი, რომ, გავრისკე და გწერთ. წინასწარ კი ბოდიშს გიხდით იმის გამო, რომ, შესაძლოა, ცოტა ვრცელი წერილი გამომივიდეს და, იმედია თავს არ შეგაწყენთ.

გავთხოვდი შვილიან კაცზე. პირველი ქროწინებიდან მეც მყავდა ერთი შვილი. მე და დათო რომ შევუღლდით, ორივეს გოგონა პატარა იყო: ჩემი – 3 წლის, დათოსი – 2 წლის.

ბავშვები ერთმანეთისგან არ გაგვირჩევია, ისე ვზრდიდით. მართალაც ისე გაიზარდნენ, არც იცოდნენ, რომ დები არ იყვნენ. მაია, ჩემი გერი (ამ სიტყვის თქმასაც კი ვერ ვიტან) დედას მეძახდა და მეც ორივეს ერთად ვიფიცებდი.

ჩემი ქმარიც ასევე იყო ჩემი შვილის მიმართ. მე მაინც სულ იმის კომპლექსი მქონდა (ხომ იცით, მაინც ქალის პოზიციაა წამყვანი), ბავშვმა რამე არ იგრძნოს-მეთქი და ჩემს შვილს ყოველთვის უკან ვაყენებდი და ისე წავიყვანე საქმე, ოჯახში მაიას კულტი იყო.

ჩემი დედამთილი ჩვენთან არ ცხოვრობდა, მაგრამ, კვირაში ორ-სამჯერ მოდიოდა ვითომ მოსახმარებლად, მაგრამ, სინამდვილეში მე მაკონტროლებდა, ანუ, მამოწმებდა, მის შვილიშვილს როგორ ვექცეოდი.

ერთი მხრივ, ვამართლებდი, რადგან უდედოდ დარჩენილი ბავშვი ეცოდებოდა და, თავისი ჭკუით, მისი უფლებების დაცვას ცდილობდა (რომელსაც, სხვათა შორის, არავინ ურღვევდა), მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან ვბრაზდებოდი და მწყინდა, რომ ვერაფრით დავანახვე მისი შვილისა და შვილიშვილისადმი ჩემი ერთგულება.

როცა ჩემი დედამთილი ჩვენთან იყო, კარგი დედის შვილი ვიყავი და მაიასთვის თუნდაც ელემენტარული შენიშვნა მიმეცა ან რამე დამევალებინა, მაშინვე აფთარივით მეცემოდა და ბავშვებსაც კი არ ერიდებოდა, ისე დამტუქსავდა ხოლმე.

ერთხელ მაია ახალი ნაგრიპალი იყო, წინა დღეს ავაყენეთ ლოგინიდან. გარეთ საკმაოდ გრილოდა და მაიამ მთხოვა, გარეთ გამიშვიო. მე უარი ვუთხარი და ავუხსენი – ქარია და, ახლა რომ გახვიდე, შეიძლება, გრიპი შეგიბრუნდეს, ერთი-ორი დღე მოითმინე და მერე გაგიშვებ-მეთქი.

ამ სიტყვების გაგონებაზე ბებიამისი გადაირია. ჯერ ბავშვს ეცა – ამას (ანუ – მე), რომ ეკითხები, მე აქ არ ვარ? მე უნდა მკითხოო, მერე მე მომიბრუნდა და თვალების ბრიალით დამიტატანა – შენ ვინ მოგცა უფლება, ჩემი შვილიშვილი გაუშვა ან არ გაუშვაო. ბავშვები გაოგნებულები დარჩნენ, ვერ მიხვდნენ, რატომ მტუქსავდა ამხელა ქალს.

ერთხელ კი, მაგიდასთან ვისხედით უფროსები. რაღაც უნდა დამეწერა, კალამი კი ჩანთაში მედო, რომელიც საკიდარაზე ეკიდა შემოსასვლელში.

თაკო ოთახში არ იყო და მაიას ვთხოვე, ჩანთა შემომიტანე-მეთქი. ამაზე ჩემი დედამთილი ისევ გადაირია – რას ჰქვია, ჩემს შვილიშვილს ასაქმებ, შენი მოსამსახურე კი არ არის. თუ კარგია, შენს შვილს დაავალეო. მიუხედავად იმისა, რომ შეჩვეული ვიყავი მის შარიანობას, მაინც გაოგნებული დავრჩი.

ისე დამღალა თავისი ეჭვიანობით, თვალთვალითა და საყვედურებით, იმასაც აღარ ვაქცევდი ყურადღებას, თაკოს, 6 წლის ბავშვს, თავის ფეხსაცმელებს რომ აწმენდინებდა და ნაგვის გადასაყრელად რომ გზავნიდა ეზოში.

ამას კიდევ რა უჭირს, ბავშვს აშკარად აგრესიულად ექცეოდა და, რაც მთავარია, მაიასაც იმას ასწავლიდა, რომ თაკოსთვის არაფერი დაეთმო. ამას ბავშვიც ისე შეაჩვია, რომ წამოიზარდნენ, თაკო აშკარად აღარ უყვარდა და აღარც ის იყო მის მიმართ ძველებური განწყობით.

ჩემი დედამთილის საქციელის შესახებ თავიდან მერიდებოდა, ქმრისთვის მეთქვა, მაგრამ, ამ ყველაფერმა სისტემატური სახე რომ მიიღო, ვუთხარი.

ჯერ არ მიჯერებდა, მაგრამ, თვითონაც რომ შეესწრო დედამისის „ნომრებს”, გაიყვანა მეორე ოთახში და კატეგორიულად აუკრძალა მსგავსი ქმედებები. თან, ძალიან მკაცრად უთხრა: დაიმახსოვრე, მე ორი შვილი მყავს, ორივე ჩემს გვარს ატარებს და ორივე ჩემი გაზრდილია.

მოვითხოვ, როგორც მე არ ვასხვავებ ერთმანეთისგან, შენც ისევე იყო მათ მიმართ. თუ ამას ვერ შეძლებ, შეგიძლია, ნაკლები სიხშირით იარო ჩვენთან. ერთხელ უკვე დამინგრიე ოჯახი და მეორედ ამის უფლებას აღარ მოგცემო.

დედამისმა ესეც მე დამაბრალა. მართალია, ჩვენთან აღარ მოდიოდა, მაგრამ მაიას იბარებდა თავისთან, ფულითა და საჩუქრებით ქრთამავდა და ჩემი და თაკოს მიმართ გესლავდა.

ნათქვამია, შეძახილმა ხე გაახმოო და მაიასაც ისე მოუვიდა – თვალის დასანახად შეგვიძულა მეც და თაკოც, მით უმეტეს, რომ ბებიამისმა უთხრა, ნამდვილი დები არ ხართო.

ბებიამისის ჩათესილი სიძულვილი თანდათან აგრესიაში გადაიზარდა და ახლა ჩემი გაზრდილი ორი შვილი (მაია დღესაც მაინც შვილად მიმაჩნია) ერთმანეთისთვის ორ მოსისხლე მტრად იქცა. ისეთი მდგომარეობა გვაქვს ოჯახში, მე და ჩემი ქმარი სიტუაციას ვეღარ ვაკონტროლებთ.

გული გვისკდება, რამე უბედურება არ მოხდეს. დღე ისე არ გავა, მათ შორის სერიოზული ჩხუბი არ მოხდეს.

მე კი ხმა ვერ ამომიღია, რადგან, თუ ერთის დაწყნარება დავიწყე, მეორე ეჭვიანობს – ეგ უფრო გიყვარს და მაგის მხარეს ხარო. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე, ვის მივმართო დახმარების სათხოვნელად. მე და ჩემმა ქმარმა, ლამის არის, თავები დავიხოცოთ, ისეთ დღეში ვართ.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ელისო, 46 წლის.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

დედაჩემი ჩემს ქმარს ვერ იტანს, რადგან მიაჩნია რომ სოფლელია.. ყველანაირად ცდილობს ოჯახი დამინგრიოს.. არვიცი როგორ მოვიქცე..

Next Post

დარწმუნებული ვარ, ბევრი გამკიცხავს და უშვერ სიტყვებსაც არ დაიშურებენ ჩემი მისამართით, მაგრამ ნურავინ დაიქადნის, ასე არ ვიზამო. მეც ასე ვამბობდი, მაგრამ ყველაზე ზნედაცემული ქალი აღმოვჩნდი, რადგან დაქალს ოჯახი დავუნგრიე..

Next Post
დარწმუნებული ვარ, ბევრი გამკიცხავს და უშვერ სიტყვებსაც არ დაიშურებენ ჩემი მისამართით, მაგრამ ნურავინ დაიქადნის, ასე არ ვიზამო. მეც ასე ვამბობდი, მაგრამ ყველაზე ზნედაცემული ქალი აღმოვჩნდი, რადგან დაქალს ოჯახი დავუნგრიე..

დარწმუნებული ვარ, ბევრი გამკიცხავს და უშვერ სიტყვებსაც არ დაიშურებენ ჩემი მისამართით, მაგრამ ნურავინ დაიქადნის, ასე არ ვიზამო. მეც ასე ვამბობდი, მაგრამ ყველაზე ზნედაცემული ქალი აღმოვჩნდი, რადგან დაქალს ოჯახი დავუნგრიე..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In