• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Saturday, April 4, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

”დედამთილმა ყველაფერი გამიკეთა, გამზარდა, ღირსეულ ქალად მაქცია, ახლა კი მინდა ვუთხრა..” – წარმოუდგენელი ამბავი, რომელიც გაგაოცებთ

by inew
10 November 2025
in საზოგადოება
0
”დედამთილმა ყველაფერი გამიკეთა, გამზარდა, ღირსეულ ქალად მაქცია, ახლა კი მინდა ვუთხრა..” – წარმოუდგენელი ამბავი, რომელიც გაგაოცებთ
0
SHARES
29k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ახლა აღარაფერი მიჭირს, რადგან ბედმა ბოლომდე არ გამწირა და მართლაც, გადამრჩენელი გამომიგზავნა ქმრისა და მისი ოჯახის სახით. დედამთილმა გამზარდა და მაქცია ღირსეულ ქალად! ამიტომ მიმაჩნია ის დედად და ვეცდები გავაბედნიერო, სიხარული არ მოვაკლო, ვიდრე ერთმანეთი გვეყოლება.

მასაც შე­­ეძლო ჩემთვის ხელი ეკრა და ქუ­ჩაში მოვესროლე, მაგრამ ეს არ გააკეთა. შეიძლება იმიტომაც, რომ თავადაც ობოლი იყო და უდედოდ გაიზარდა ანუ კარგად იცოდა, რასაც ნიშნავს უპატრონობა..

მთელი ქვეყნის გასაგონად მინდა ვუთხრა: თალიკო ზარანდია, მიყვარხარ და შენზე მლოცველი ვიქნები მუდამ. ღმერთმა დაგლოცოს და დიდი ხნის სიცოცხლე მოგცეს..

დედაჩემი ჩემზე მშობიარობას გადაჰყოლია. რატომღაც, არც დედის და არც მამის მშობლებმა არ ისურვეს ჩემზე პასუხისმგებლობის აღება: მოხუცები ვართ და ჩვილის ფეხზე დაყენებას ვეღარ შევძლებთო. დაბნეულ და სასოწარკვეთილ მამაჩემს ხომ უნდა ემუშავა, რომ გვეარსება და სხვა რომ ვერაფერი მოახერხა, სხვების რჩევით, ჩვილ ბავშვთა სახლში მიმიყვანა.

ოღონდ, სულ კი არა – დროებით. მამა ყოველ შაბათ-კვირას მაკითხავდა და ასე გრძელდებოდა სამი წლის განმავლობაში. მერე ერთი ძიძა შეუყვარდა. მე არ მახსოვს, მაგრამ თავად მეუბნება – იმიტომ უფრო შემიყვარდა, რომ შენზე განსაკუთრებით ზრუნავდა და ვხედავდი, შვილივით უყვარდი. ცოლადაც იმ პირობით შევირთე, რომ შენ გაგიწევდა დედობასო.

მოკლედ, მამამ ნათელაზე იქორ­წინა და მეც წამომიყვანეს ბავშვთა სახლიდან, მაგრამ დაფეხმძიმდა და საკუთარი შვილი გაუჩნდა თუ არა, მაშინვე გამჟღავნდა, რომ არასოდეს ვყვარებივარ და მხოლოდ მამაჩემის ხელში ჩასაგდებად მეფერებოდა.

მამის დასანახავად ვერ ბედავდა, მაგრამ როცა ის შინ არ იყო, საშინელ დღეში მაგდებდა – არც საჭმელს მაჭმევდა, არც მიცვლიდა და სიბინძურისგან ტილებიც დამესია.

მამას უმტკიცებდა, რომ თავად ვიყავი ცუდი და გაბოროტებული. ვითომ უმცროს ძმასაც კი ვერჩოდი და ამიტომ, ჩემი მასთან მიკარება საშიში იყო.

არ ვიცი, როგორ, მაგრამ მამა დაარწმუნა, რომ ჩემთვის ბავშვთა სახლში დაბრუნება ჯობდა და ექვსი წლის გოგო ისევ მომაშორეს ოჯახს.

სხვათა შორის, არც მიდარდია, რადგან სახლში ცუდად ვგრძნობდი თავს. მამა ისევ ყოველ შაბათ-კვირას მაკითხავდა.

რომ წამოვიზარდე, მივხვდი – არც თავად იყო კმაყოფილი ჩემი დედინაცვლის ხასიათით და ქცევით, მაგრამ არ უნდოდა, მეორე შვილიც უდედოდ დარჩენოდა და ამიტომ უთმენდა ბევრს.

ბევრჯერ მითხრა: თუ გინდა, სახლში წაგიყვანო, მაგრამ ყოველთვის უარს ვეუბნებოდი. სამწუხაროდ, მამა უბედური შემთხვევის გამო მანამდე გარდაიცვალა, ვიდრე სკოლას დავამთავრებდი და დედინაცვალმა ყველაფერი გააკეთა, რომ მამისეული ქონებიდან არაფერი მრგებოდა.

სკოლა რომ დავამთავრე და უკვე სრულწლოვანი, ბავშვთა სახლიდან წამოვედი, ფაქტობრივად, ქუჩაში აღმოვჩნდი. მამიდას მივაკითხე და პირდაპირ არ მითხრა, მაგრამ მაგრძნობინა, რომ ჩემს პატრონობას და ატანას დიდხანს ვერც ის შეძლებდა.

არ ვიცი, რა დამემართებოდა იმ არეულ დროში, რომ არა ჩემი მომავალი დედამთილი, რომელიც მამიდას მეზობლად ცხოვრობდა. მას ერთი შვილი მკვდარი ჰყავდა – გოგონა, რომელსაც სისხლის კიბო გაუჩნდა და ოცი წლისა გარდაიცვალა.

რომ დაინახა, არც მამიდას ვეცოდებოდი, დამიახლოვდა და თავის სახლში ხშირად მეძახდა: ხან საჭმელს მაჭმევდა, ხანაც – თავისი ქალიშვილის ტანსაცმელს გადამიკეთებდა და მომარგებდა. მგონი, მას უფრო ადრე შევუყვარდი, ვიდრე მის შვილს. რეზო უნივერსიტეტში სწავლობდა და კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

მიუხედავად ყველაფრისა, სადედამთილომ არ დამიწუნა და ქორწილიც გადაგვიხადა. თუკი დღეს რაიმე ვიცი და ჩემგან ქალი დადგა, თანაც ისეთი, რომ ქმარი ძალიან ამაყობს ჩემით, სულ დედამთილის დამსახურებით, რომელიც ახლა ჩემს სამ შვილს არ აკლებს სითბოსა და სიყვარულს.

სხვათა შორის, ისიც მადლიერებით იხსენებს თავის დედამთილს: დედობა იმან გამიწიაო და ალბათ, იმ ცხონებულის დამსახურებაცაა, თალიკო რომ ასეთი მადლიან-გემრიელია.

ჩემი დედინაცვალი კი როგორი ბოროტიც იყო, ბოლომდე ისეთად დარჩა და ჩემს ნახევარძმასაც გაუმწარა სიცოცხლე. ორი ოჯახი დაუნგრია იმიტომ, რომ ვერც რძლების სიყვარული და დაფასება შეძლო.

დაბოლოს, ყველა ქალს შევეხვეწები, ნუ გაჰყვებით ცოლად შვილიან კაცებს, თუ მათი ობლების სიყვარული არ შეგიძლიათ და ნუ გაუმწარებთ ცხოვრებას ისედაც დაჩაგრულ ადამიანებს. ობლობა ისეთი სიმწარეა, რომ ცხოველის ნაშიერსაც არ ვუსურვებ უდედოდ დარჩენას.

გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და დააკომენტარეთ სტატია.

წყარო: kvirispalitra.ge, ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

“სადედამთილომ რძალი არ მიიღო… რვა თვის ფეხმძიმე იყო, როცა მეზობელმა ამბავი მოუტანა, შენი ქმარი დაიჭირესო”

Next Post

“ხმა მომესმა, ახლავე გადაეთრიე თორემ პატრულში დავრეკავ, ხელი არ მახლო ჩემი ქმარი მოვა წუთი წუთზეო”

Next Post
“ხმა მომესმა, ახლავე გადაეთრიე თორემ პატრულში დავრეკავ, ხელი არ მახლო ჩემი ქმარი მოვა წუთი წუთზეო”

“ხმა მომესმა, ახლავე გადაეთრიე თორემ პატრულში დავრეკავ, ხელი არ მახლო ჩემი ქმარი მოვა წუთი წუთზეო”

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.