კანიბალიზმის საქმე ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დანაშაულია საქართველოს ისტორიაში.
2016 წლის 19 ოქტომბერს, თბილისში ახალგაზრდების ჯგუფმა რიტუალური მკვლელობა ჩაიდინა. მათ სიცოცხლეს გამოასალმეს 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი.
დაკავებულთაგან ერთ–ერთია გარდაცვლილის 18 წლის ნაშვილები ქალიშვილი. დანარჩენები კი მისი შეყვარებული და სამი მეგობარი არიან.
დაჯგუფების ყველა წევრი 2016 წლის ნოემბერში დააკავეს.
გამოძიების დროს, გოგონას შეყვარებულმა თქვა, რომ მოკლული ქალის შინაგანი ორგანოების ნაწილი შეჭამა. ეს რიტუალური მკვლელობა და კანიბალიზმის ამსახველი აქტი ბოლო წლების ყველაზე სკანდალური კრიმინალური შემთხვევაა საქართველოში.
საქმეში დევს ირმა ყოჩიაშვილის უმძიმესი აღიარებითი ჩვენება.
„ვიცოდი, რომ კარებზე არსებული სათვალთვალო იყო გაფუჭებული, რის გამოც ბექა და ნინიც იდგნენ ჩვენს გვერდით. დაკაკუნებისთანავე დავიძახე: „დედა მე ვარ კარები გააღე“, რის შემდეგაც მან გააღო კარები. ამავდროულად ბექა შენგელია წინასწარ გამზადებული ბინტი, რომელზეც მისხმული იყო მოსადუნებელი ჩემთვის უცნობი ხსნარი მიაფარა პირზე ლუბა ყოჩიაშვილს, რამაც გამოიწვია მისი მოდუნება, თუმცა უქნევდა ხელებს და ეწინააღმდეგებოდა. აღნიშნულის გამო მე და ნინიმ დავუჭირეთ დედაჩემს ხელები, ხოლო ბექამ ყელზე ხელის მოჭერით დაახრჩო იგი, რის შემდეგაც ლუბა ყოჩიაშვილი უგონოდ წაიქცა იატაკზე. აღნიშნულის დროს ოთახში შესასვლელ კარებთან არსებული ტუმბოებიდან გადმოიყარა ნივთები. ლუბა ყოჩიაშვილის დახრჩობის შემდეგ მე ლოჯიდან ავიღე ე.წ სკოჩი, ბექა შენგელიამ მოკეცა ლუბა ყოჩიაშვილის და სამივე ჩენგანმა ხსენებული სკოჩის გადავახვიეთ იგი“, – წერდა ირმა ყოჩიაშვილი ჩვენებაში.