• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tuesday, March 24, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,დედის სასაფლაოსთან მისულს მანქანა დაეჯახა… ასევე დაშავდნენ მძღოლის მეუღლე და მათი 10 თვის შვილი… ელისოს დედა 4 წლის ასაკში გარდაეცვალა, ამბობდა, მესიზმრებაო” – ზუგდიდში მომხდარი ავტოავარიის დეტალები

by inew
16 December 2025
in საზოგადოება
0
,,დედის სასაფლაოსთან მისულს მანქანა დაეჯახა… ასევე დაშავდნენ მძღოლის მეუღლე და მათი 10 თვის შვილი… ელისოს დედა 4 წლის ასაკში გარდაეცვალა, ამბობდა, მესიზმრებაო” – ზუგდიდში მომხდარი ავტოავარიის დეტალები
0
SHARES
4.1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა სამწუხაროდ, მსხვერპლით დასრულდა.

ავარია სოფელ ახალ კახათთან გუშინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სამი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ზუგდიდის კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავებული ახალგაზრდა ქალი, ელისო გუჯეჯიანი გარდაიცვალა.

როგორც შევიტყვეთ, იმ საბედისწერო დღეს ელისო გუჯეჯიანი დედის საფლავზე მიდიოდა. სასაფლაოსთან მისულს მანქანა დაეჯახა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

 

“ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. გარდაცვლილია ელისო გუჯეჯიანი, ქვეითად მოსიარულე. როგორც ამბობენ, ელისო თბილისში ცხოვრობს და დედის საფლავის მოსანახულებლად ჩამოვიდა სოფელში. ავარია სასაფლაოსთან მოხდა. როგორც მძღოლი ამბობს, ქალბატონი ავტომობილიდან გადმოვიდა და სწორედ ამ დროს დაეჯახა მას სხვა მანქანა, რომლის საჭესთან მჯდომი პირი უკვე დაკავებულია.

რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია, ვერ გეტყვით, გამოძიება მიმდინარეობს და გაირკვევა მიზეზი. გადაჭარბებული სიჩქარით მოდიოდა თუ რა იყო მიზეზი, ეს არ ვიცი. გამოძიება დაწყებულია.

ცოცხალი იყო ქალბატონი, კლინიკაში რომ გადაიყვანეს, ოპერაციის დროს გარდაიცვალა. მე გიდასტურებთ, რომ სამწუხარო შემთხვევა ნამდვილად მოხდა და ექსპერტიზით გაირკვევა სხვა დეტალები.

ასევე, დაშავდა იმ ავტომობილში მყოფი ორი მგზავრი, მძღოლის მეუღლე და მათი 10 თვის შვილი. როგორც შევიტყვე, მცირე დაზიანება აქვთ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გარდაცვლილს არ ვიცნობდი. ჩვენს მუნიციპალიტეტში არ ცხოვრობს. თბილისში ცხოვრობს და დედის საფლავის მოსანახულებლად ჩამოსულა. ძალიან პატარა, 4 წლის ყოფილა, დედა რომ გარდაეცვალა და დეიდებს გაუზრდიათ.

ის ბიჭი, ვინც დაეჯახა, გვერდით სოფელში მცხოვრებია. აფხაზეთიდან დევნილები არიან, კომუნისტების დროს იყო პროფსასწავლებელი, იქ ცხოვრობენ დევნილები და – ეს ბიჭიც ოჯახთან ერთად. რამდენიმე კორპუსია. მძღოლი მაშინვე დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს.

ტრაგედიის ადგილას გარდაცვლილი გოგოს დეიდები მოვიდნენ. ძალიან განიცდიან. ვუსამძიმრებ ჭირისუფალს. ავარია მოხდა ანაკლია-ზუგდიდის ცენტრალურ გზაზე. ძალიან სწორი გზაა, არც მიხვეულ-მოხვეული, არაფერი. ყველას იმედი ჰქონდა, რომ დაშავებული გადარჩებოდა, ოპერაცია უკეთდებოდა. წუხელ, გვიან რომ დავრეკე, გავიგე, რომ გარდაიცვალა. ამ ქალბატონს მეუღლეც გარდაცვლილი ჰყოლია, ჰყავს შვილები, სამძიმარს ვუცხადებ მათ”, – ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ ახალკახათში – ჯაბა აბსანძე.

 

სოციალურ ქსელში უკვე ვრცელდება გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ფოტოები. ყველა განიცდის მომხდარ ტრაგედიას. ერთ-ერთი ახლობელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე იყო.

“ელისოს დედა 4 წლის ასაკში გარდაეცვალა, იმის მერე დეიდებმა გაზარდეს. როგორ მტკივა ეს ყველაფერი. ჩემი ელისო აღარ არის, როგორი მწარეა. როგორც ვიცი, გადაჭარბებული სიჩქარეა ავარიის მიზეზი. დედის საფლავზე მივიდა, ამბობდა, დედა მესიზმრებაო და მივიდა, იქ დაარტყა მანქანამ. მანქანიდან გადმოვიდა და ამ დროს დაეჯახა. ძალიან დიდი ტკივილია”,- ამბობს ნათესავი.

“დედის საფლავის წინ როგორ მოგისწრაფა სიცოცხლე, გული გვეწვის, ჩვენო გოგოვ, ნათელი შენს სულს, ჩვენო ძვირფასო ელისო”, – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ნათესავი.

“კვირის პალიტრა” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და ავარიის მიზეზებს ძალოვანები დაადგენენ.

წყარო: კვირისპალიტრა

 

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ბიჭი, რომელიც 10 წელი კომაში იყო, გარდაიცვალა – ვინ არის და რას წერენ მასზე?

Next Post

,,იძახის, კლავდაო… არასდროს არ მიცდია ეს… ქალიშვილი რომ არ ვიყავი, ეგ იყო პრობლემა…” – რას ყვება ქალი, რომელსაც დედამთილი შვილების მიტოვებაში ადანაშაულებს?

Next Post
,,იძახის, კლავდაო… არასდროს არ მიცდია ეს… ქალიშვილი რომ არ ვიყავი, ეგ იყო პრობლემა…” – რას ყვება ქალი, რომელსაც დედამთილი შვილების მიტოვებაში ადანაშაულებს?

,,იძახის, კლავდაო... არასდროს არ მიცდია ეს... ქალიშვილი რომ არ ვიყავი, ეგ იყო პრობლემა...” - რას ყვება ქალი, რომელსაც დედამთილი შვილების მიტოვებაში ადანაშაულებს?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.