ავარიული შენობის ნანგრევებშინდაღუპული ქალის ნათესავის უმძიმესი მიმართვა ვრცელდება:
,,ტრაგედიას, რომელიც დღეს ჩემს ოჯახს დაატყდა თავს, მტერს არ ვუსურვებ! კახი კალაძე, თბილისის მერია, როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით! დეიდაჩემი, (დედაჩემის და)მანანა დარახველიძე დღეს ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა.
არ შვაწუხო არავინო და ყინვასა თუ სიცხეში, იდგა თავის პატარა მაღაზიაში დღეში 20 ლარის გულისთვის! ოცნებად ჰქონდა წელიწადში ერთხელ მაინც ჩასულიტო რაჭის თავის პატარა სახლში და როგორც თითონ იტყოდა, ფულს მაგისთვის აქუჩებდა მთელი წლის განმავლობაში!