ეკატერინე ქარდავა სოციალურ ქსელში საქართველოს მოსახლეობას რჩევებს აძლევს და თან მოუწოდებს, რომ გარდა იმისა, რომ რუსებისთვის ბინის მიქირავება მორალურად მიუღებელია, სამართლებრივადაც ძალიან სარისკოა:
“რუსეთის მოქალაქესთან ქირავნობის ხელშეკრულება სამართლებრივად სარისკოა: – აუცილებლად დადეთ წერილობით ხელშეკრულება
– განუსაზღვრეთ ქირის გადაუხდელობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო
– წინასწარ გადაახდევინეთ რამდენი თვის თანხა- იქონიეთ სახლის გასაღების დუბლიკატი და ხშირად მიაკითხეთ. აგრძნობინეთ, რომ აკონტროლებთ.
– ხელშეკრულებაში გაუწერეთ, რომ ყველა გადასახადი თავად უნდა გადაიხადოს, თუმცა არ გაუზიაროთ აბონენტის რეკვიზიტები და თქვენ მოგცეთ თანხა და თქვენ გადაიხადეთ. თუ მიატოვებს ქირის გადახდას, გადასახადები არ იქნება გადახდილი და ჩაბნელდება, გაზის და წყლის გარეშე დარჩება.
– რომ არ გადაიხადოს თანხა და არ გავიდეს ბინიდან, თქვენ ვერ გამოყრით იძულებით. მოგიწევთ 3-5 წლიანი დავა სასამართლოში. აღსრულებაც თავს შეიკავებს გამოსახლებისგან.
– პრაქტიკაში ხშირად საკეტს უცვლიან, ბარგს გარეთ გაუდებენ და არ უშვებენ სახლში. რუსს შეუძლია გიჩივლოს. ამ დროს მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ბიუჯეტში ქირიდან გადასახადი გადახდილი გქონდეთ და დეკლარირებაც გქონდეთ გაკეთებული. (იცოდეთ უმრავლესობა გამქირავებელი დღეს ამ თანხას არ იხდის ბიუჯეტში).
– საბოლოოდ სანამ ბინას დაიბრუნებთ გავა წლები, გაგითავდებათ ნერვი, დაგეხარჯებათ თანხა. ზედ კიდევ ბიუჯეტში გადაუხდელობისთვის არ დაგაჯარიმონ.
– რუსეთის მოქალაქესთან ქირავნობის ხელშეკრულება სამართლებრივად სარისკოა, მორალურად დაუშვებელი,” – წერს ქარდავა
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..