ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმა წარადგინა.
მისი თქმით, იგეგმება სკოლებში 11-წლიანი სწავლების დაბრუნება.
უნივერსიტეტებში კი ბაკალავრიატი 3 წელი უნდა გახდეს, მაგისტრატურა კი ერთ წელზე ჩამოვიდეს.
კობახიძის თქმით, პროფესიების უმეტესობის ათვისება 3 წელშია სრულიად შესაძლებელი.
მან ასევე თქვა, რომ უნივერსიტეტებში სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. ასევე, უცხო ქვეყნებიდან მოწვეული პროფესორებიც უნდა შეემატონ უნივერსიტეტებს.
მისივე თქმით, სრული განაკვეთით მომუშავე პროფესორის ხელფასი უნდა იყოს მინიმუმ 10 000 ლარი და ამას პლიუს ჰონორარები.