ზუგდიდიდან თბილისში მომავალი მატარებელი მოქალაქეს დაეჯახა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ დიდუბის სადგურის მიმდებარედ მოხდა. საქართველოს რკინიგზაში მთავარს ეუბნებიან, რომ მოქალაქე გადარჩა და ის კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, მგზავრებით სავსე მატარებელი ამ დრომდე შემთხვევის ადგილზეა გაჩერებული.
წყარო: მთავარი