”ბავშვის აღზრდას მთელი სოფელი სჭირდება”, – ამბობს ძველი აფრიკული ანდაზა და ამ სიტუაციაში, მთელი სკოლა, წერს გამოცემა BoredPanda.
როდესაც ნიუ ჯერსის შტატის ნიუარკის ვესტ-საიდის საშუალო სკოლის მთავარმა მასწავლებელმა აკბარ კუკმა აიღო მოვალეობები, მან იცოდა, რომ საბოლოოდ შეეძლო მოსწავლეების ცხოვრებაში ახალი რამ შეეტანა. მაგრამ ვერავინ, მათ შორის მისტერ კუკსაც, ვერ წარმოედგინა მომდევნო ცვლილებების მასშტაბები.
როდესაც მისტერ კუკი გახდა ვესტ საიდის მთავარი მასწავლებელი, იგი შეშფოთებული იყო ბულინგის მზარდი პრობლემით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოსწავლეების მიერ გაკვეთილების გაცდენა. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ მოსწავლეთა თითქმის 80% გაკვეთილებს არ ესწრებოდა.
აკბარმა შეიტყო, რომ ვესტ საიდის საშუალო სკოლის ბევრ მოსწავლეს არ შეუძლია ტანსაცმლის გარეცხვა, ამიტომ მათ სახლში დარჩენა ურჩევნიათ, ვიდრე ბინძური სამოსით სკოლაში მოსვლა და თანატოლებისგან დაცინვის ატანა.
ზოგიერთი მოსწავლე სურეათებს უღებდა კლასელების ბინძურ საყელოს ან ბინძურ შარვალს და ფოტოებს სოციალურ ქსელში ათავსედნენ.
დირექტორმა ასევე გაიხსენა 2016 წელს მომხდარი ინციდენტი, როდესაც დაცვის თანამშრომელმა გოგონას ჩანთის შემოწმება სცადა, რომელიც, თავის მხრივ, ყვიროდა და ცდილობდა დაემალა, ის რაც ჩანთაში ჰქონდა.
მოგვიანებით, ხელისუფლებამ შეიტყო, რომ გოგონას ჩანთაში ჭუჭყიანი ტანსაცმელი ჰქონდა, რადგან თავად სტუდენტი დროებით უსახლკარო იყო და მისი აგრესიული რეაქცია გამოწვეული იყო სირცხვილის შიშით მთელი სკოლის წინ. ”მან იბრძოლა თავისი სიამაყისთვის,” – განმარტა მოგვიანებით მისტერ კუკმა.
მას შემდეგ რაც გააცნობიერა პრობლემა, მისტერ კუკმა გადაწყვიტა მისი აღმოფხვრა. მან მოითხოვა $ 20,000 გრანტი აღჭურვილობისთვის – ხუთი სარეცხი მანქანა და ხუთი საშრობი – MCJ Amelior Foundation- ისგან.
მას შემდეგ რაც ეს მიიღეს, მათ გასახდელები გადააკეთეს სამრეცხაოდ, სადაც ბავშვებს შეეძლოთ შესვლა და ტანსაცმლის რეცხვა.
ამასთან, ნიუ-იორკის საზოგადოებაში არსებობს სხვა საკითხებიც, რომლებიც ბულინგზე ბევრად უფრო შემაშფოთებელია და დირექტორი ასევე სურს მათი მოგვარება. ჯერ კიდევ 2014 წელს, აკბარის თანახმად, ყოველ ზაფხულს მისი ორი ან სამი მოსწავლე იღუპებოდა ქუჩის ძალადობის გამო.
იგი იხსენებს იმ გულისამაჩუყებელ მომენტს, როდესაც მისი ერთ-ერთი მოსწავლე ნაგვის ურნაში სკოლის შენობის გარეთ იპოვნეს. ”მე მჭირდებოდა მათი გადარჩენის გზა.” – განუცხადა აკბარმა მედიას გასულ წელს. დირექტორმა გააცნო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების გვიან საათებში ქუჩაში სიარულის თავიდან აცილებას.
აკბარს სჯეროდა, რომ სკოლის დარბაზი იდეალური იქნებოდა მისი პროექტისთვის. სასწავლო წლის განმავლობაში კარი ყველასთვის ღიაა პარასკევს 18:00 საათიდან 23:00 საათამდე. ზაფხულში კი, მსურველებს მიღება ხდება ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 18:00 საათიდან 23:00 საათამდე.
ამით დირექტორმა მოახერხა, რომ სკოლის მოსწავლეები ღამით ქუჩაში ნაკლებ დროს ატარებენ და ამის ნაცვლად სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებში არიან ჩართულები.
საზოგადოების წევრებს შეუძლიათ ითამაშონ კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, სამაგიდო თამაშები, X-box ან PlayStaytion თამაშები, იცეკვონ, ისწავლონ კერვა, დიზაინი, გააკეთონ მაკიაჟი და ა.შ. მოსწავლეები ასევე იღებენ უფასო ცხელ კერძებს, რათა ისინი ცარიელი მუცლით არ წავიდნენ სახლში.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..