სერვისების განვითარების სააგენტოდან მოქალაქეებს უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ მათ დოკუმენტი ხელახლა აქვთ ასაღები.
სამუშაო საათების დასრულების მიუხედავად, თბილისის იუსტიციის სახლი არ დახურულა – მიზეზი თებერვალში გაცემულ პასპორტებში აღმოჩენილი ხარვეზია.
არსებული ცნობით, შენობაში 20-მდე მოქალაქე ელოდება პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტის დაბეჭდვას.
ერთ-ერთი მოქალაქე კი წერს, რომ პასპორტის გამო რეისზე არ აუშვეს.

