დღეს დილით, ახმეტელის მეტროსთან ჩავედი ბიბლუსში. გამოვედი მაღაზიიდან, გამოვცდი ე.წ “მარიამის” შენობას და მაჩერებს ვიღაც კოჭლისებური ქალი ნარკომანის თვალებით.
აღწერაში დავახასიათებ, რომ ჰქონდა ქერა გაჩეჩილი თმა, ეცვა როლინგი და ზედ ძალიან დიდი და ძველი, გადაცრეცილი ტყავის ქურთუკი ყელამდე შეკრული. გრძელი ფართხუნა შარვალი, რომელიც უგებში ჰქონდა ჩაკეცილი და მეკითხება.
ბრატაჯან სიგარეტი კოლოფით გაქვს? ცოტა კითხვის არსზე შევფიქრდი და თან ვპასუხობ, მაქვსმეთქი. ვაწოდებ კოლოფს გადაწეული თავით, რომ 1 ღერი ამოიღოს და მეუბნება. შენ მათხოვარი გგონივარ ჩემო ძმაო ერთ ღერს რო მაძლევო? ორი ამოიღემეთქი. რა ერთი რა ორი ბიჭო, რას დახტუნაობ, იცი ვინ ვარო?
მე ვუთხარი ვინ ხართქო. მერე ბიბლუსის პარკი გამომგლიჯა ხელიდან და ძაან ნაკითხი მყავხარ არაო? პარკი მომეცითქო, გამოვგლიჯე, და გამომართვი სიგარეტი თუ გინდათქო.
მე შენ გაჩვენებო და უკვე დავინახე რო ხალხი კუს ნაბიჯებით მიღოღავს რო სეირს უყუროს. ეს ქალი უკან გადახტა, კალიის პოზაში დადგა, ცალი ფეხი მაღლა ასწია, დატრიალდა, მაგრად მოიქნია და გამაგდებინა პარკი ხელიდან.
მოდის ვიღაც ნაყინის ჩამომსხმელი ქალი და მეუბნება, გაეცალე სანამ დროაო და ხითხითით მიდის და ჯდება სკამზე. ამ დროს ვერ ვიგებ რა ხდება. ის მიყვირის. ეხლა ვეფხვის ილეთსაც ჩაგიტარებ და ყელს გამოგღადრავ არასწოროო.
გამოექანა ჯღავილით, უცბად პარკი ავიღე, მომიახლოვდა თუ არა პირდაპირ სახეში ვთხლიშე, თან გვერდით გადავბარბაცდი და პირდაპირ ვიღაც ქალს შეეხეთქა. გაგორდნენ ორივე ძირს.
ბოდიში ჩემო დაიკო, შენთან რა მინდაო. მომიბრუნდა, მარა ახლა ის ქალი ეჩხუბება, ოღონდ ამას კიდია, მიყურებს და მორბის ისევ. დამეჯახა და ახლა ჩვენ გავგორდით ძირს. სანამ ეს გადმოტრიალდა, წამოვხტი, მარა სანამ მე წამოვხტი, ეს წამომდგარა უკვე, უკან ის ქალი იწყევლება და თან ნელა მოდის რო უყუროს.
ღმერთო შენ მიშველემეთქი და ინსტიქტურად კიდე ძლიერად ჩავარტყი პარკი, რომელშიც დიდი წიგნი მედო სახელად “საგიჟეთი”, იქნებ შეეშინდესთქო. ეს მეორე მოქმედება, უფრო იმის ფონზე, რაც დანიათ მოსიარულე ქალებზე მესმის ეს დღეებია. ეს ქალი შებარბაცდა და აფთიაქს მიესკდა. შეაღო კარები და ყვირის.
ჩქარააააააა, ჩქაააარააააა, მკლავეენ. მე აქეთ ხმამაღლა ვჯღავივარ, ვინაა ეს სეზონის გიჟი მეთქი (მაინც ამაზე ვამახვილებდი ყურადღებას) მოცვივდა ხალხი, შუაში მე და ეს ქალი ვართ. მეგონა ამდენ ხალხში რაღას იზამს წავალთქო, გავტრიალდი, გავედი ხალხში და მესმის ხმა, რომელიც მეწევა
– იააააააა
გამოქანდა და ერთი დიდი ნახტომით შემახტა კისერზე. დამიწყო თმებზე მოქაჩვა, თან ცალი ხელით ყელში მწვდა.
გავწითლდი, მასკდება ვენები, ვხრიალებ, აქეთ ხალხი მწიწკნის ზურგიდან და თან თმაზე ხელს რო არ მიშვებს, მიმათრევენ მეც, აქედან მე მწელავენ რო ხელიდან გამომაცალონ ამ გიჟს, ავიღე უცბად ჯიბიდან ტელეფონი და მთელი ძალით მოვუქნიე თავში, მეტალისაა თან, ვააახ ბლიადო დაიძახა და დაეცა, აქედან მე ვეცი, დავარდნილზე მედიდგულა, დავუგდე პაჭკით სიგარეტი და დაღრენილი ვუყურებ.
ვისო შენო ბიჭოო ბოლოჯერ კი წამოიწია, მარა გააკავა ხალხმა. იგინა, იფურთხა და ბოლოს სადღაც გაძვრა.
სამშვიდობოს რო გამოვაღწიე და გამოვეცალე იქაურობას, წყალი ვიყიდე, ტროტუარზე დავჯექი და ჭუჭყს მტვერს ვიშორებდი. თან გულში ვფიქრობ, აი ლაშა, ამიტო არ გიყვარს ასეთ თავყრილობებში ბზუილითქო.
მერე გზაზე ყვირილით გამოვარდა ისევ, ამ ქვეყანაზე ღმერთს მივენდობი მარტოო, აქ კი გამეფიქრა ვაი შე უბედუროთქო, ხოდა ასე აგიხდეთ, გაქანდა შუა გზაზე და თეთრ ტაქსს შეუვარდა ბორბლებში.
გადარჩა.
მაგრამ ფსიქიკურად ასეთი ხალხი გარეთ რატომ დგავს ტრაგიკომედიურ სცენებს 21 საუკუნეში, ვერ ვხვდები.
რა მოვლენა იყო, ნუ მკითხავთ. მთელი საღამო უბრალოდ შეშლილი სახით ვზივარ და მეორედმოსვლაზე ვფიქრობ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია