• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Saturday, June 28, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დღეს ჩემი ქმარი ტირილით სახლში შემოვარდა. გაკვირვებული ვუყურებდი, თვალცრემლიანმა მითხრა სხვა მიყვარს და რა ვქნა არ ვიციო. მე იცით რა გავაკეთე? ის რასაც არავინ არასდროს გააკეთებდა”

by inew
16 March 2023
in საზოგადოება
0
“დღეს ჩემი ქმარი ტირილით სახლში შემოვარდა. გაკვირვებული ვუყურებდი, თვალცრემლიანმა მითხრა სხვა მიყვარს და რა ვქნა არ ვიციო. მე იცით რა გავაკეთე? ის რასაც არავინ არასდროს გააკეთებდა”
0
SHARES
50.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

“გიგა მზრუნველი და მოსიყვარულე მეუღლე იყო. ათი წელი ვიცხოვრეთ ერთად და ეჭვი მის სიყვარულში არასდ­როს შემპარვია, მაგრამ მოულოდნელად ქმარს ცვლილებები შევატყვე. სამსახურიდან გვიან ბრუნდებოდა, ხან თათბირს იმიზეზებდა, ხან სხვა რამეს. არ მინდოდა იმის გაცნობიერება, რომ მღალატობდა.

დაბადების დღე მქონდა, დილით ისე წავიდა, მოლოცვა დაავიწყდა. ვიფიქრე, ალბათ ჩემი გაღვიძება არ უნდოდა და საღამოს აუცილებლად მომილოცავდა. მთელი დღე ისე გავიდა, ერთხელაც არ დაურეკავს. ესეც დაკავებულობას მივაწერე. საღამოს თანამშრომლები მესტუმრნენ, გიგაც მოიკითხეს.

ვიცრუე, სიურპრიზს მიმზადებს-მეთქი. მერე სტუმრები წავიდნენ, ბავშვი­ დავაძინე, აივანზე გავედი და გვიანობამდე ველოდე. ღამის 2 საათზე მოვიდა. ნასვამი იყო, რაღაცას ღიღინებდა.­ გაუკვირდა, რატომ არ გძინავსო­ და საძინებლისკენ წავიდა. არც კი გახსენებია ჩემი დაბადების დღე.

დილით მეუღლის გულწრფელ საუბარში გამოწვევა ვცადე. ვკითხე, ვინმე ხომ არ ჰყავდა. მიპასუხა, რომ რაღაცები მეჩვენება, უბრალოდ, სამსახურში ძალიან იღლება და სალაპარაკო მხოლოდ იმიტომ არ გვაქვს, რომ მას ჩემი სკოლის ამბები არ აინტერესებს (მე სკოლაში­ ვმუშაობ).

ამით ჩვენი დიალოგი დამთავრდა და გავაგრძელეთ ისევ ასე ცხოვრება გაუცხოებულებმა.
ერთხელ გამთენიისას მოვიდა. ფეხაკრეფით შემოვიდა ოთახში და საწოლთან ჩამ­ომიჯდა. გაოცებულმა შევხედე. ცრემლები­ მოსდიოდა. გამომიტყდა, რომ სხვა შეუყვარდა და ამის დამალვა­ აღარ შეეძლო.

გიგა ქირურგია და ის ქალბატონიც სამსახურში გაუცნია. პრაქტიკანტი ყოფილა. დეტალურად მომიყვა, მათი ურთიერთობა როგორ დაიწყო და განვითარდა. თითქოს ძალიან ახლო მეგობარს უყვებოდა. მივხვდი, იმ ქალით მონუსხული იყო. ძალიან განვიცადე, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. წასვლა დავაპირე, გამაჩერა, მე წავალ, შენ აქ იცხოვრეო, მითხრა.

ასე დავრჩით მარტო მე და ჩემი 7 წლის შვილი. მერე დეპრესიამ შემომიტია. სახლში ყველაფერი მას მახსენებდა, ამიტომ ავდექი და ცოტა ხნით მშობლებთან წავედი. საკუთარ თავზე ვბრაზობდი, რომ ოჯახის დანგრევის საშუალება მივეცი, რომ მის შესანარჩუნებლად არაფერი მოვიმოქმედე­. ახლობლებს დაჯერება უჭირდათ, გიგამ ეს როგორ გააკეთაო. განუწყვეტლივ ვტიროდი. ასე გაგრძელდა რამდენიმე თვე.

ერთ არაჩვეულებრივ დილას გავიღვიძე­ და აღმოვაჩინე, რომ თავისუფალი ვიყავი ამ ჯოჯოხეთური გრძნობისგან. ალბათ დრო მართლაც ყველაფრის მკურნალია. მივხვდი, რომ ისევ გემრიელად შემეძლო ყავის დალევა, ვგრძნობდი წყლის, საჭმლის გემოს. თითქოს ისევ ფრთები შევისხი.

დავბრუნდი ჩემი და გიგას სახლში. სამსახურშიც გავედი, ძველებური ხალისიც დამიბრუნდა. ერთი რამ მაწუხ­ებდა მხოლოდ, ბავშვი უმამობას განიცდიდა. ახალ წელს თოვლის ბაბუას წერილი მისწერა, მამიკო დაგვიბრუნეო.

ერთ მშვენიერ დღეს კარზე ზარი გაისმა.­ გავაღე და გიგა იდგა, ხელში სათამაშოს ყუთი ეკავა. ბავშვის სანახავად მოვედიო. რა თქმა უნდა, შემოვუშვი. ბავშვის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მამა-შვილი ერთმანეთს ჩაეხუტა. დიდხანს ითამაშეს, ილაპარაკეს. მივხვდი, რომ გიგას წასვლა აღარ უნდოდა. მერე ჩვენთან ერთად ივახშმა.

არაფერი უთქვამს, ისე წავიდა. ამის შემდეგ, ყოველ ოთხშაბათს მოდიოდა, ვითომ ბავშვის მოსანახულებლად. თავს უხერხულად გრძნობდა, არ იცოდა, რა ეთქვა, სად დამჯდარიყო დ სად დამდგარიყო. ერთ-ერთი სტუმრობისას ვეღარ მოითმინა და პატიება მთხოვა. მითხრა, რომ ჩვენზე ძვირფასი არავინ ჰყავს, რომ გაუსაძლისია უჩვენოდ ცხოვრება და ოჯახში დაბრუნება უნდა.

შევრიგდით. ყველაფერი ჩხუბის და გარჩევების გარეშე მოხდა. გიგამ უკანასკ­ნ­ელი შანსი მთხოვა, ვინაიდან აცნობიერებდა,­ რომ ისედაც ძალიან მატკინა გული. თუმცა არ ვიცი, ღირს კი შერიგება? ეჭვი მეპარება,­ უწინდებურად მიყვარდეს, არც მისი გულწ­რფელობის მჯერა. ადამიანს თუ უყვარხარ, ამხელა ტკივილს არ მოგაყენებს, ბავშვით ხელში არ მიგატოვებს…

მოკლედ, სანამ ცალ-ცალკე ვიყავით, ჩემს სამსახურში ახალი თანამშრომელი მიიღეს, ნიკა, ძალიან ენერგიული, ხალისიანი და სიმპათიური ბიჭი. დავმეგობრდით და ლანჩზეც ერთად ჩავდიოდით შესვენებისას­. ბევრს ვლაპარაკობდით, ვიცინოდით.

ამასობაში ისე შემომეპარა რაღაც უცნაური, დიდი ხნის წინ მივიწყებული გრძნობა, რომ ვერც მივხვდი. როცა ეს გავაცნობიერე, შევეცადე თავი შორს დამეჭირა ნიკასგან, მაგრამ გასაქანი არ მომცა. მოკლედ, თავი დავკარგე. ბედნიერებისგან თუ თავქარიანობისგან, ეს არ ვიცი.

გავიდა რაღაც დრო და ახლა მან დაიჭირა თავი ჩემგან შორს. ისე ვიეჭვიანე, გიგაზე რომ არ მიეჭვიანია. როგორც აღმოჩნდა, ამის საფუძველი მქონდა, ნიკა ახლა ჩვენს ოფის-მენეჯერს, ნინის დაუახლოვდა.

გიგას ოჯახში დაბრუნებამდე 6 კვირით ადრე მთელმა ოფისმა ვიცოდით, რომ ნიკა და ნინი ქორწინდებოდნენ. ის ღამე როგორღაც გავათენე.

გიგას დაბრუნებიდან 3 დღეში ნიკამ სასიყვარულო მესიჯი მომწერა, ცოლს ვშორდები, შენ მიყვარხარო. არაფერი მიპ­ასუხია და ეს-ემ-ესიც წავშალე, მაგრამ გული ამოვარდნაზე მაქვს, ცხოვრება თავზე დამემხო, აღარ ვიცი, ვის დავუჯერო, ვის მივენდო და სად წავიღო ეს ჩემი გამწარებული სიყვარული.

არც ერთი მამაკაცის არ მჯერა. ასე მგონია, მხოლოდ საკუთარ კომფორტსა და სექსზე ფიქრობენ და მათ გვერდით მყოფი ქალის გრძნობები არაფრად მიაჩნიათ. ამის დასტური ხომ ისიც არის, რომ ჩემმა ქმარმაც და შეყვარებულმაც ის ქალები მიატოვეს, რომელთა გულისთვისაც ჯერ მე მიმატოვეს?!

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ ვიდეო. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

ყურადღება: ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

გუშინ შუაღამისას ქალის კივილმა გამაღვიძა, არ ვიცოდი რა ხდებოდა და პოლიცია გამოვიძახე, მაგრამ ყველაფერი ასე თუ დამთავრდებოდა არ მეგონა

Next Post

ამ დილას რუსთაველზე საფულე ვიპოვე, ჩავედი მეტროში და ვხედავ ერთი გოგო გულამსკვნილი ტიროდა, ამბობდა საფულე დავკარგეო – იცით მე რა გავაკეთე? ასეთი რამ ცხოვრებაში არ ჩამიდენია…

Next Post
ამ დილას რუსთაველზე საფულე ვიპოვე, ჩავედი მეტროში და ვხედავ ერთი გოგო გულამსკვნილი ტიროდა, ამბობდა საფულე დავკარგეო – იცით მე რა გავაკეთე? ასეთი რამ ცხოვრებაში არ ჩამიდენია…

ამ დილას რუსთაველზე საფულე ვიპოვე, ჩავედი მეტროში და ვხედავ ერთი გოგო გულამსკვნილი ტიროდა, ამბობდა საფულე დავკარგეო – იცით მე რა გავაკეთე? ასეთი რამ ცხოვრებაში არ ჩამიდენია…

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In