“ჩემო ემიგრანტებო ყველაზე კარგად თქვენ იცით როგორი მწარეა სამშობლოდან გადახვეწილის და ოჯახს მოწყვეტილის ბედი.
უკვე 10 წელზე მეტია რაც ემიგრაციაში ვიმყოფები, წავედი იმის გამო, რომ ჩემს ოჯახს ელემენტარული საშუალება არ ქონდა ეარსება.
25 წლის ვიყავი როდესაც წავედი და მოვწყდი ჩემს საყვარელ ადამიანებს, მათივე კეთილდღეობისთვის. დავტოვე 3 და 5 წლის შვილი.
მას მერე 10 წელი გავიდა, ამ ხნის განმავლობაში მომვლელად ვმუშაობ, ფაქტიურად მონად, ყოველი ხელფასის აღებაზე ოჯახს ფულს ვუგზავნიდი.
დღეს კი ვურეკავ ჩემს ქმარს და მეუბნება – ერთად ვეღარ ვიქნებით, შენი გამოგზავნილი ფულით სხვა ოჯახი შევქმენი, იყავი მანდ ნუღა ჩამოხვალო.
შვილებიც ამიმხედრა. ჩემი ნუციკო და თეა აღარ მელაპარაკებიან, მამამისმა შთააგონა რომ ვითომ საგულაოდ წავსულვარ საზღვარგარეთ.
არვიცი რა ვქნა, ეს რა გამიკეთა, ლამისაა თავი მოვიკლა.”
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია