• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Wednesday, March 25, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ევროკავშირის ქვეყნების საზღვრებზე შესვლა-გასვლის წესი იცვლება!

by inew
10 November 2025
in საზოგადოება
0
ევროკავშირის ქვეყნების საზღვრებზე შესვლა-გასვლის წესი იცვლება!
0
SHARES
1.1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ევროკავშირის ქვეყნების საზღვრებზე შესვლა-გასვლის წესი იცვლება.

EES-ი ეტაპობრივად ინერგება როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო სასაზღვრო პუნქტებში.
ეს არის ბიომეტრიული შემოწმება, რა დროსაც მგზავრი ვალდებულია საზღვარზე გადაიღოს ფოტო და დატოვოს თითის ანაბეჭდები. ინფორმაცია ციფრულ ფაილად შეინახება, პროცედურების გავლის შემდეგ კი ელექტრონული მოწყობილობა საზღვარზე პასპორტის ხელით დაშტამპვას ჩაანაცვლებს.

სიახლე ეხება ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების იმ მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირში ვიზის გარეშე მოგზაურობენ.

ცვლილების საფუძველზე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, მესაზღვრის ნაცვლად, მონაცემებს შეამოწმებს ელექტრონული მოწყობილობა.

სიახლის მიზანი როგორც უსაფრთხოების ზომების გამკაცრება, ისე საზღვრის კვეთის პროცესის დაჩქარება და გამარტივებაა.

ახალი სისტემა ინფორმაციას შეინახავს მოგზაურობის ვადების ან სხვა დარღვევის შესახებაც. ციფრულად შეგროვებული მონაცემები პროგრამაში სამი წლის განმავლობაში დარჩება, რომელთა გამოყენებასაც შეძლებენ სავიზო და იმიგრაციის უწყებები, ასევე – ადგილობრივი პოლიცია და “ევროპოლი”. ისეთი მოქალაქეების უკან დაბრუნებაზე, რომლებსაც ამა თუ იმ მიზეზით არ მიეცათ ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყანაში შესვლის უფლება, პასუხისმგებლობა ეკისრება ამკრძალავ ქვეყანას.

მას შემდეგ, რაც EES-ი სრულად ამუშავდება, ამოქმედდება ETIAS-იც – ანუ ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა, რაც გულისხმობს მოგზაურობამდე ETIAS-ის ონლაინპლატფორმაზე რეგისტრაციას, მონაცემების დამუშავების შემდეგ კი – მგზავრობის უფლებას.

ETIAS-ის შევსება ფასიანია და მისი ღირებულება 7-დან 20 ევრომდე იქნება. თუმცა ეს 3-წლიანი მოსაკრებლის თანხაა. მგზავრობის უფლებას კი სისტემა უკან დააბრუნებს არაუგვიანეს 72 საათია.

არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლა-გასვლის ახალი წესი შენგენის ზონაში ეტაპობრივად ინერგება. EES-ი და ETIAS-ი მთელ კონტინენტს 2026 წლის ბოლომდე დაფარავს.

წყარო: რუსთავი 2
გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

,,ციხეში სიკვდილი არ უწერია, მაგრამ…” – ნახეთ რა მოულოდნელი რამ იწინასწარმეტყველა მიხეილ ცაგარელმა მიხეილ სააკაშვილზე

Next Post

გარდაიცვალა ,,ქართული ოცნების“ წევრი

Next Post
სამწუხარო ინფორმაცია – გარდაიცვალა ყველასათვის პატივსაცემი და ცნობილი ქართველი

გარდაიცვალა ,,ქართული ოცნების“ წევრი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.