ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს.
ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, დებატების სახელწოდებაა – „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“.
აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას ევროპარლამენტარები ხუთშაბათს, 12 მარტს კენჭს უყრიან.


