• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Wednesday, March 4, 2026
inew.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეკლესიიდან გაფითრებული გამოვიდა, ტიროდა და ამბობდა თქვენ მაინც არ დამიჯერებთ და არაფერს გეტყვითო…” – რა მოხდა ლომისობაზე

by inew
25 October 2025
in საზოგადოება
0
“ეკლესიიდან გაფითრებული გამოვიდა, ტიროდა და ამბობდა თქვენ მაინც არ დამიჯერებთ და არაფერს გეტყვითო…” – რა მოხდა ლომისობაზე
0
SHARES
31.1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ლომისის წმინდა გიორგის მადლიანი ტაძარისადმი მორწმუნე ადამიანებს დიდი სასოება აქვთ. ბევრი უშვილო წყვილისთვის შვილიერება მიუცია, ბევრი კეთილმორწმუნე ოჯახიც შექმნილა და ბევრიც სნეულებისგან განკურნებულა, ბევრისთვის ნუგეში მიუცია.

თამთა ღლონტი ლომისას სასწაულებზე წერს: ,,ლომისაზე რამდენიმე ადამიანს თავს მსგავსი ისტორია გადახდა. სახლისკენ მიმავალ გზაზე, მოწმენდილ ცაზე, სხეულზე წვიმის წვეთებს გრძნობდნენ და ხედავდნენ.

ზოგი მათგანი ამის მიზეზს ხეების ფოთლების ნამში ეძებდა, ზოგსაც უბრალო ხუმრობა ეგონა, მაგრამ როგორც სოფლის დეკანოზი განგვიმარტავს, ამას დანამვას უწოდებენ.

„თუ ლომისამ დაგნამა ე.ი მიგიღო და მადლი გადმოვიდა შენზე“,- გვიხსნის ის. დეკანოზი არა სასულიერო წოდება, არამედ დაახლოებით ხევისბერობის მსგავსი თანამდებობაა მთაში. მხოლოდ მისი კურთხევითა და ლოცვის წაკითხვის შემდგომ იწყება სუფრასთან დასხდომა და საკვების მიღება.

დეკანოზმა გვიამბო:

ისტორია 1: გუშინ შვილო, ბევრი სტუმარი გვყავდა, მოსალოცად ავიდნენ ლომისაზე, თუმცა მერე ზოგმა იჩხუბა. მოკლედ ბევრი ცოდვა დაგროვდა და გაწვიმდა. თავსხმა წვიმა იყო, მაგრამ ხატისველზე ერთი წვეთი არ გადმოვარდნილა, მხოლოდ ლომისაზე წვიმდა. თითქოს უფალი ცდილობდა წვიმით ეს ხალხი გაეზავებინდა და დაემშვიდებინა.

ისტორია 2: მაგ ხეს ფოთოლიც არ მოაწყვიტოთ გვაფრთხილებს,- ადგილობრივი. მაგას ხატის ველის კაკალს ვეძახით. წმინდა კაკალია. ადრე მაგის ადგილას ხვა კაკალი იყო, მაგრამ დაბერდა და წაიქცა. მეორე სოფლიდან მოვიდნენ მასალად მოგვყიდეთო, მართლაც გაყიდა აქ ერთმა ოჯახმა, დანარჩენებმა ვერ გავბედეთ.

რამდენიმე თვის შემდეგ ეს ხე უკან მოიტანეს და თქვეს ისეთ სიზმრებს ვხედავ, ამის სახლში გაჩერება აღარ შემიძლიაო. ღვთისმშობელი მეუბნება, წაიღე და დააბრუნე ეს ხე თავის ადგილასო.

აჰა და, თქვენი იყოსო. მერე ამ ხისთვის ხელი არავის უხლია, შეშად დავწვით ისევ ამ ველზე, მის ადგილას კი ახალი კაკალი გაიზარდა. არც იმ ოჯახს დაადგა კარგი დღე , ვინც ხატისველის წმინდა კაკალი გაყიდა.

ისტორია 3: აქ რომ წმინდა გიორგის ნიშია, შიგნით ხომ არ შესულხართ ? ქალების შესვლა არ შეიძლება და არც უწმინდური არ უნდა გაეკაროს. ჩემი ნათესავი იყო ჩამოსული თავის მეგობართან ერთად.

ახალგაზრდები არიან და მხოლოდ ქეიფი უნდოდათ, მაგრამ როცა დალიეს, აიტეხეს შიგნით გვინდა შესვლაო. შევიდნენ, სანთლები დაანთეს და გამოვიდნენ. აბლაბუდები ჰქონდა ხატებს და გადავწმინდეთო, თქვეს.

რამდენიმე წუთში ჩემი ნათესავის მეგობარი უკან შებრუნდა, მარტო მინდა ლოცვაო. დიდი ხანი არ გამობრუნდა, ბოლოს როგორც იქნა, გამოვიდა, მთლიანად გაფითრებულიყო და ტიროდა.

იძახდა, მაინც არ დამიჯერებთ, არაფერს გეტყვითო. მერე, როგორც იქნა, თქვა: -შიგნით რომ შევბრუნდი, ხატები ისევ აბლაბუდაში იყო გახვეული და ისევ გადავწმინდეო, მაგრამ ჩემი სანთელი როგორც დავტოვე, ისე იყო და არ იწვოდა.

გავიფიქრე, სანამ ეს ჩაიწვება, ბოლომდე აქედან არ გავალ-თქო, მაგრამ სანთელი ზუსტად ისე იყო , როგორც ანთებამდე, – მეტი არაფერი მოგვიყვა, ტიროდა აღარც სუფრას მიეკარა, წავიდა და მანქანაში დაიძინა.

მეორე დღეს რომ გაიღვიძა, არაფერი ახსოვდა. არის, შვილო, ასეთი შემთხვევებიც, როდესაც ურწმუნო ხატს მიეკარება, ხატი მას დააგდებს ხოლმე. სხვა ურწმუნოები კი ამას ხან სიმთვრალეს აბრალებენ, ხანაც ამბობენ რომ ვიგონებთ, მაგრამ ამ სასწაულებს ჩვენი თვალით ვხედავთ.

გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და დააკომენტარეთ სტატია.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

მამა გაბრიელის სასწაული – რუსეთში, რომელსაც მთავრობა საგულდაგულოდ მალავდა

Next Post

ამოუხსნელი ფენომენის გამო, ეს ქრისტიანული ტაძარი გინესის წიგნშია შესული

Next Post
ამოუხსნელი ფენომენის გამო, ეს ქრისტიანული ტაძარი გინესის წიგნშია შესული

ამოუხსნელი ფენომენის გამო, ეს ქრისტიანული ტაძარი გინესის წიგნშია შესული

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.