• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Thursday, October 30, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,ემიგრაციიდან გადმორიცხული ფულის აქ მიმღებ პირს ეს თანხა შემოსავლებში ეთვლება და განსზღვრულ ოდენობამდე მიღწევის შემთხვევაში, ქონების გადასახადის გადამხდელი ხდება“ – რას წერს რომან გოცირიძე?

by inew
30 October 2025
in საზოგადოება
0
,,ემიგრაციიდან გადმორიცხული ფულის აქ მიმღებ პირს ეს თანხა შემოსავლებში ეთვლება და განსზღვრულ ოდენობამდე მიღწევის შემთხვევაში, ქონების გადასახადის გადამხდელი ხდება“ – რას წერს რომან გოცირიძე?
0
SHARES
392
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ეკონომისტი რომან გოვირიზე, ქონების გადასახადთან დაკავშირებით საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს:

,,მოვიდა ქონების გადასახადი ანუ სმს-მა რა ქნა!
“იავნანამ რა ქნას” მოტივებზე:))
სამინისტრომ ყველას დაუგზავნა სმს-ი, ეკუთვნოდა თუ არ ეკუთვნოდა ქონების გადასახადის გადახდა და ამით პანიკური ვითარება შექმნა ქვეყანაში. თავისთავად შეხსენება არ არის ცუდი. წინათაც აკეთებდა ამას, მაგრამ როგორც ჩანს, გადასახადი შემოაკლდა, აიღო სატელეფონო წიგნი და სკოლის მოსწავლეებსაც დაუგზავნა შეტყობინება. მოსწავლეებზე ვხუმრობ, მაგრამ არც არაფერია გამორიცხული.
ხალხმა გაიკითხ-გამოიკითხა, ჩემი პოსტებიც წაიკითხა ( მილიონს გადააჭარბა არასრულ ორ დღეში ამ საკითხზე ჩემი ერთ-ერთი პოსტის მნახველთა რაოდენობამ, რაც, რა თქმა უნდა, მთავრობის სმს-ს კამპანიის დამსახურებაა) და აღმოაჩინა, რომ ემიგრაციიდან გადმორიცხული ფულის აქ მიმღებ პირს ეს თანხა შემოსავლებში ეთვლება და განსზღვრულ ოდენობამდე მიღწევის შემთხვევაში ქონების გადასახადის გადამხდელი ხდება. ამან ემიგრაციაც აღაშფოთა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ “ქართული ოცნების” მომხრეებიც ვერ მალავენ აღშფოთებას. მათ ერთი მეხი თავზე კორუფციული სკანდალების გამო დაეცათ, როცა გაიგეს, თუ როგორ უმოწყალოდ ძარცვავდნენ მათი რჩეულდბი ქვეყანას და მეორე აგერ, ახლა, როცა პირადად მათი ოჯახების ძარცვასაც აპირებენ.
საქართველოში ხელფასების სახით გაცემული თანხა დაახლოებით 20 მილიარდი ლარია წელიწადში, მაშინ როცა უცხოეთიდან ახლობლებისგან მიღებული ფულადი გზავნილები მის ნახევარს, 10 მილიარდ ლარს შეადგენს( 3,5 მილიარდი დოლარი). ეს უკანასკნელი არასდროს იყო აქტუალური ქონების გადასახადის გაანგარიშებისას, ვინაიდან ტექნიკურად საწვალებელია და ასეულ ათასობით კერძო პირის საბანკო ანგარიშების შემოწმება გახდებოდა საჭირო. ფაქტია, რომ კანონი ამას ითვალისწინებს და თუ არ შეიცვალა, ამ ადამინებსაც მიადგებიან. ასეთები ასეულ ათასობითაა. საერთაშორისო იზოლაციის ფონზე ბიუჯეტის შევსება დიდ პრობლემებს წააწყდება მომავალში და მაშინ გაახსენდებათ ის, რასაც საარჩევნო მოსაზრებით არ ეხებოდნენ. მერე კი ნახეთ ნამდვილი რევოლუცია.
მთავრობამ ძალაუნებურად ხალხი გამოაფხიზლა.
ჩემმა მრავალწლიანმა მცდელობამ, რომ 20 წლის წინ მიღებული, უკვე საშინლად მოძველებული ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დაბეგვრის წესი შეცვლილიყო, შედეგი ვერ გამოიღო. ორი კანონპროექტი ჩამიგდეს პარლამენტში, ორივეჯერ ყველა მეთანხმებოდა, მათ შორის მთავრობაც, რომ სწორი ვიყავი, მაგრამ თავად აპირებდნენ მალე უკეთესის მიღებას და ლამის ბოდიშისმოხდით აჭერდნენ წითელ ღილაკს ხელს უმრავლესობის დეპუტატები. უკეთესში იგულისხმებოდა როგორც ფიზიკური პირების, ასევე იურიდიული პირების დაბეგვრის წესის შეცვლა ერთდროულად. ამ საბაბით წლებია ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. საწარმოთა დაბეგვრის წესს შეცვლა არ სჭირდება, მხოლოდ განაკვეთის შემცირებაა საჭირო და ეს ზუსტად ერთი წუთის საქმეა.
პარლამენტში “ოცნების” დეპუტატები მოდიოდნენ ჩემთან და მთხოვდნენ, რომ არ შემეწყვიტა ძალისხმევა. ერთმა დეპუტატმა ქალმა( ახლაც პარლამენტშია), დარდით გამანდო, რომ ჩემი ნათესავი ქმარს ფიქტიურად გაეყარა, რომ ქონების გადასახადი არ გადაეხადათ, ძალიან ბევრი უწევდათ, ლამის შემოსავლების ნახევარიო. როგორც ჩანს, ქონების დიდი ნაწილი ცოლის სახელზე იყო გაფორმებული, მას არ უგროვდებოდა საკმარისი შემოსავალი, ქმარი კი რაღაც ქონებაზე გადაიხდიდა გადასახადს. მოკლედ, საოჯახო სახის დეკლარაციის შევსება არ მოუწევდათ. მერე გავარკვიე, რომ ასე ძალიან ბევრი აკეთებს.
ქონების გადასახადი საჭიროა, მაგრამ სამართლიანი და ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესაბამისი. ახლა მეორე უკიდურესობასაც ვისმენთ, გავაუქმოთო.
მოკლედ, სმს-მა თავისი საქმე ჰქნა, კანტიკუნტად მედიაც აშუქებს ამ საკითხებს. პარტიებს არ სცალიათ, გლობალური საკითხებით არიან დაკავებულები, ან ტალახს ეზიდებიან, კონკურენტ პარტიას რომ შეასხან.
ისევ ხალხმა უნდა მიხედოს საქმეს”, – წერს გოცირიძე.
გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ნახეთ, როგორ გამოიყურება ბინა, რომელიც ნანუკა სტამბოლიშვილს “ცეკვავენ ვარსკვლავებში” გამარჯვებისთვის გადასცეს

Next Post

,,ადამიანები არ ხართ! ვის უკითხავთ მორალს??“ – რამ აღაშფოთა ნინი შერმადინი?

Next Post
,,ადამიანები არ ხართ! ვის უკითხავთ მორალს??“ – რამ აღაშფოთა ნინი შერმადინი?

,,ადამიანები არ ხართ! ვის უკითხავთ მორალს??“ - რამ აღაშფოთა ნინი შერმადინი?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
  • რემონტის შემდგომი დალაგება
  • ოფისების დალაგება
მანქანის ქიმწმენდა
დასუფთავების კომპანია
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In