• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Thursday, July 3, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ერთადერთი ძმა მყავს, თანაც, სანახევროდ ჩემი გაზრდილია და ისე მიყვარდა, მისთვის სიცოცხლეს არ დავიშურებდი, თუმცა ისეთი რამ გააკეთა ახლა მიყვარს კიარა, რო მოკვდეს ისიც არვიცი შემეცოდება თუ არა..

by inew
16 March 2023
in საზოგადოება
0
ერთადერთი ძმა მყავს, თანაც, სანახევროდ ჩემი გაზრდილია და ისე მიყვარდა, მისთვის სიცოცხლეს არ დავიშურებდი, თუმცა ისეთი რამ გააკეთა ახლა მიყვარს კიარა, რო მოკვდეს ისიც არვიცი შემეცოდება თუ არა..
0
SHARES
2.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

ერთადერთი ძმა მყავს, თანაც, სანახევროდ ჩემი გაზრდილია და ისე მიყვარდა, მისთვის სიცოცხლეს არ დავიშურებდი, მაგრამ, რომ მახსენდება, როგორ გაატარა მთელი ცხოვრება, მისი დანახვა აღარ მინდა, ისე ვბრაზდები.

ოჯახში ყველაზე უმცროსი იყო და ყველა ისე ანებივრებდა, კაცობაში რომ შევიდა, მაშინაც ასე ეგონა, რომ ყველაფერი ეპატიებოდა და არაფერზე პასუხს არ აგებდა.

პრინციპში, ყოველთვის ასე იყო, მაგრამ, როცა მამაკაცი იმ ასაკშია, როცა თუნდაც პირად ცხოვრებას თვითონ უნდა მიხედოს, ალბათ, დამეთანხმებით, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა აიღოს საკუთარ თავზე და, თუ ასე არ მოიქცევა, აღარ უნდა გაუკვირდეს თავისი თავაშვებული ცხოვრების შედეგი.

საქმე ისაა, რომ, ჯერ კიდევ ჭაბუკობაში, იმდენი შეყვარებული გამოიცვალა, თვითონვე ჰქონდა თავგზა აბნეული.

ბოლოს, როგორც იქნა, ერთ-ერთზე შეჩერდა, რადგან, როგორც თვითონ ამბობდა, მხოლოდ ის უყვარდა დიდი და ნამდვილი სიყვარულით და გამოგვიცხადა, ცოლად მომყავსო. ჩვენ სიხარულით დავთანხმდით, თუმცა, ის გოგონა თვალით არ გვყავდა ნანახი. მაგრამ, ამას ვინ დაეძებდა, ოღონდ კი დადინჯებულიყო და გონს მოსულიყო.

ჩემი რძალი კარგი გოგო გამოდგა – წყნარი, მშვიდი, საქმიანი. თავის ჭირვეულ ქმარს კიდეც უვლიდა და კიდეც უგებდა.

სანამ შვილი გაუჩნდებოდათ, ჩემი ძმა უკეთ იქცეოდა, თითქოს ცოტა დასერიოზულდა კიდეც და ძალიან გვიხაროდა, რომ დაივიწყა თავისი „გაფრენები“ და ცოლს თვალებში შესციცინებდა, მაგრამ, ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე თვეში ისევ თავდაყირა დადგა.

ბიჭი რომ გაუჩნდა, სიხარულისგან კინაღამ ჭკუიდან გადადგა და ორი-სამი თვის განმავლობაში თან ჰყვებოდა თავის ცოლ-შვილს, მაგრამ, ერთ დღესაც „აღმოაჩინა“, რომ ეს ყველაფერი მობეზრდა და ცოლს გამოუცხადა, მე თქვენი ლოლიავის თავი აღარ მაქვს, როგორც გინდა, ისე გაზარდე შენი შვილი.

ახალგაზრდა კაცი ვარ და თქვენ გამო რატომ უნდა მოვიკლო ძმაკაცები და დროსტარებაო. ბევრს ეცადა ჩემი რძალი, გონს მოეყვანა, ჩვენც არ ვაკლებდით მცდელობას, მაგრამ, არაფერი გამოგვივიდა – საერთოდ აიცრუა გული ცოლ-შვილზე, დილით გასული შუაღამისას ბრუნდებოდა სახლში (ძირითადად, ნასვამი) და ცალკე ოთახში წვებოდა.

ცოლს თითქმის აღარ ელაპარაკებოდა, თუ რამეს ეტყოდა – აგდებული ტონით და, ერთი პური რომ ეყიდა, იმასაც აყვედრიდა, ბავშვს კი ზედაც აღარ უყურებდა, ისიც კი არ აინტერესებდა, ავად იყო თუ კარგად.

დიდხანს ითმინა ჩემმა რძალმა, მაგრამ, არაფერი რომ არ გამოუვიდა, ჩაალაგა თავისი ნივთები და ბავშვიანად წავიდა. იმის ნაცვლად, რომ გამოფხიზლებულიყო, ჩემს ძმას გაუხარდა, რომ ასე „მშვიდობიანად“ მოიშორა თავიდან „ტვირთი, რომელიც კისერზე აწვა და სულს უხუთავდა“ – ასე გამოგვიცხადა ოჯახის წევრებს.

ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით, ყურადღება არ მოგვეკლო ბავშვისთვის, მატერიალურადაც ვეხმარებოდით, მივდიოდით რძლის ოჯახში; ბიჭი რომ წამოიზარდა, სახლშიც მოგვყავდა, მაგრამ, ჩემი ძმის გულში, როგორც აღმოჩნდა, სამუდამოდ ჩაქრა მამობრივი გრძნობა, რადგან, როცა ბავშვი ჩვენთან მოგვყავდა, ცდილობდა, იმ დღეს ან გვიან მოსულიყო სახლში, ან, საერთოდ არ მოდიოდა და ღამეს სადღაც სხვაგან ათევდა.

თუ ისე მოხდებოდა, რომ შინ დაბრუნებულს თავისი ერთადერთი შვილი დახვდებოდა, მაშინვე თავის ოთახში გადიოდა და იძინებდა. არადა, ბავშვი გიჟდებოდა მამაზე, დაინახავდა თუ არა, სულ კუდში დასდევდა;

თუ დამჯდარს დაინახავდა, გაიქცეოდა, ჩაეხუტებოდა და ხელებს უკოცნიდა. ეს მხეცი კი შეწუხებული სახით იწყებდა ყვირილს, მომაშორეთ ეს ბავშვი, ამის ნერვები სად მაქვსო. ხშირად ისე უხეშად მოუშორებია თავიდან და ისე დაუტუქსავს მხოლოდ იმის გამო, რომ შვილი მოფერებას სთხოვდა, საწყალი ბავშვი აბუზული ჯდებოდა კუთხეში და სიმწრის ცრემლებს ყლაპავდა.

იმ მომენტში მზად ვიყავი, ჩემი ხელით მომეკლა ეს ჩემი ნაძირალა ძმა. ამ პაწაწინა არსებას რომ ვუყურებდი, მეც ტირილს ვიწყებდი, რადგან, სახეზე ეწერა, რა ხდებოდა იმ წუთებში მის პატარა გულში.

ერთხელ, ლაშა (ჩემი ძმისშვილი) ველოსიპედიდან გადმოვარდა და ისე სერიოზულად დაშავდა, რეანიმაციაში დავაწვინეთ. ექიმმა გვითხრა, ჩვენ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, ახლა მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა ვიქონიოთო.

ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაგვემართებოდა. საავადმყოფოს ეზო და დერეფანი სავსე იყო ჩვენი და ჩემი რძლის ნათესავებით, მეგობრებით, მეზობლებით. ყველა რაღაცა დახმარებას გვთავაზობდა, გვამხნევებდნენ, თანადგომას გამოხატავდნენ.

მოკლედ, ყველა იქ იყო, ჩემი ნაძირალა ძმის გარდა. ბავშვი გონზე რომ მოვიდა და თვალი ოდნავ გაახილა, მხოლოდ ორი სიტყვა თქვა – მამა მინდაო, მერე კი, თვალდახუჭული, ისტერიკულად იმეორებდა – მამა, მამაო. ამ სიტყვას ხან ჩურჩულით ამბობდა, ხან წამოიყვირებდა.

ყველამ ხომ არ იცოდა ჩემი ძმის ავკაცობის ამბავი, ამიტომ, ეგონათ, ალბათ, ქალაქში არ არის და იმიტომ არ ადგას შვილს თავზეო. დედაჩემი ტირილით გავარდა დერეფანში და ექიმს სთხოვა, კაბინეტში შეეშვა, რომ ტელეფონით დაერეკა (მაშინ მობილურები არ იყო). დაურეკა ჩემს კრეტინ ძმას და კივილით უთხრა, შვილი გიკვდება და მხოლოდ შენს ნახვას ითხოვს.

ახლავე მოეთრიე ბავშვთან, თორემ, ჩემი ხელით მოგიღებ ბოლოსო. ამ იდიოტმა კი უპასუხა, სერიოზულ შეხვედრაზე მივდივარ ქალაქგარეთ და, ვერ მოვალ; რომ წამოვიდე, საქმე ჩამივარდებაო.

დედაჩემი ჯერ გაშრა (ასეთ პასუხს, ეტყობა, მაინც არ მოელოდა), მაგრამ, როცა ტელეფონში მთვრალი ქალების კისკისი და უწმაწური სიტყვები მოესმა, რომ იტყვიან, კანიდან ამოვიდა – ასეთი გაგიჟებული დედაჩემი არასდროს მინახავს, ისე კიოდა, მთელ საავადმყოფოს ესმოდა მისი ხმა:

შეგიძლია, აღარასოდეს დაბრუნდე, რადგან, დარწმუნებული იყავი, რომ აღარც სახლი გაქვს, აღარც მშობლები გყავს – ჩვენ უკვე დაგასაფლავეთ და ქვაც დაგადეთ გულზეო.

ღვთის წყალობით, ბავშვი გადარჩა და გამოკეთდა, მაგრამ, იმ დღის შემდეგ სიტყვა „მამა“ აღარ უთქვამს, ჩვენთანაც აღარ უნდოდა წამოსვლა.

ჩვენ კი მივდიოდით ხოლმე მასთან, მაგრამ, დედამისმაც აღარ მოისურვა ასეთი ურთიერთობა და ლაშას ძალიან იშვიათად ვხედავდი. მერე კი ჩემი რძალი ბავშვიანად წავიდა უცხოეთში და იქ ცხოვრობდა თითქმის ათი წელიწადი, ჩვენთან ურთიერთობა კი შეწყვიტა.

რაც შეეხება ჩემს ძმას, დედაჩემმა საავადმყოფოდან რომ დაურეკა და უთხრა, აღარ დაბრუნდე სახლშიო, ამ იდიოტს ცარიელი სიტყვები ეგონა და მეორე თუ მესამე საღამოს მოგვადგა კარს სახეგაბიჟვინებული, ღიღინით და დაიძახა, პირსახოცი მომიტანეთ, აბაზანაში უნდა შევიდეო, მაგრამ, დედაჩემმა ჩალაგებული ჩემოდნები დაახვედრა და სახლიდან სულ ხელისკვრითა და ლანძღვა-გინებით გააგდო, მეორე დღეს კი მამაჩემმა ბინა ლაშას სახელზე გადააფორმა (მე ჩემი ბინა მქონდა, ბებიას დანატოვარი).

ბევრჯერ სცადა ჩემმა ძმამ შემორიგება, მაგრამ, მშობლებს გული ვერაფრით აუჩუყა. ის კი არა, დედაჩემმა შავები ჩაიცვა და ყველგან ამბობდა, ვაჟიშვილი მომიკვდაო. ისე გარდაიცვალა დედაც და მამაც, შვილი აღარ უნახავთ.

რამდენიმე ხნის შემდეგ ჩემმა ძმამ ისევ შეირთო ცოლი, მაგრამ, ბავშვი აღარ ეყოლა – უშვილო გამოდგა ის ქალი, თუმცა, აღარ გაშორებიან ერთმანეთს. ახლა ჩემი ძმა ასაკშია, ჯანმრთელობაც შერყეული აქვს, მატერიალურადაც არ ულხინს და გადაწყვიტა, შვილთან აღადგინოს ურთიერთობა.

ვინ არ მიუგზავნა, მაგრამ, ლაშა ახლოს არ იკარებს. ის კი არა, 16 წლის რომ გახდა, დედამისის გვარზე დაეწერა.

მამამისს კი შემოუთვალა, რად გინდა ჩემი ნახვა, რომც მოვიდე, მაინც ვერ მიცნობ, რაც მაგ სახლიდან წამოვედით, თვალი არ მოგიკრავს ჩემთვისო. ეს ვაჟბატონი კი განაწყენდა – დედამისმა ცუდად გაზარდა, მამის სიძულვილი ჩაუნერგაო.

უნდა გამოვტყდე, რომ, კარგა ხანია, ჩემი ძმა აღარ მიყვარს, მის მიმართ მხოლოდ ბიოლოგიური გრძნობა მაქვს დარჩენილი, ისიც, მარტო სიბრალულის დონეზე.

რა თქმა უნდა, რომ მოკვდეს, შემეცოდება და გული მეტკინება, მაგრამ, შვილის მიმართ ჩადენილი თავისი არაკაცობის გამო, პრაქტიკულად, ყველა ნათესავმა უარი თქვა მასზე, ის კი არა, ძმაკაცებიც კი დაკარგა.

ჰოდა, ზის ახლა მარტო, ნაადრევად დაბერებული, ჯანმრთელობაშერყეული, უსახსრო, უმეგობრო და უნათესავო და ყველას იმას შესწუწუნებს, როგორ უარყო ერთადერთმა შვილმა, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარდა და ასე აცოდებს ხალხს თავს.

სიმართლე გითხრათ, ამ ხნის ქალს, მრცხვენია, რომ ეს არსება ჩემი ძმაა, თუმცა, „ბიოლოგიას“ ვერ გავურბივარ და შეძლებისდაგვარად მაინც ვეხმარები მატერიალურად, თუმცა, ეს მხოლოდ მოვალეობის მოხდაა უფლის წინაშე და არა გულიდან წამოსული სიკეთე, რასაც ძალიან ვწუხვარ, მაგრამ, თავს ვერ ვერევი.

ვერიკო, 59 წლის.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„გამარჯობა.. ზოგი ავადმყოფს მეძახის, ზოგი მახინჯს, არიან ისეთებიც, რომლებიც ჩემზე ბრაზობენ და ყველაფერს ცუდს ერთად მწერენ…”

Next Post

ქალი, რომელიც დედა მეგონა, ბებიაჩემი ყოფილა და ეს საშინელი სიმართლე 30 წლის ასაკში, მხოლოდ მის დაკრძალვაზე გავიგე..

Next Post
ქალი, რომელიც დედა მეგონა, ბებიაჩემი ყოფილა და ეს საშინელი სიმართლე 30 წლის ასაკში, მხოლოდ მის დაკრძალვაზე გავიგე..

ქალი, რომელიც დედა მეგონა, ბებიაჩემი ყოფილა და ეს საშინელი სიმართლე 30 წლის ასაკში, მხოლოდ მის დაკრძალვაზე გავიგე..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In