„ემიგრაციაში ყოფნა ჯვარცმის ტოლია“, – ამის შესახებ მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს და ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, წამსვლელთა რიგებს სასულიერო პირებიც შეუერთდნენ.
„ბოლო ორი წლის მანძილზე თითქმის ნახევარი საქართველო ემიგრაციაში წავიდა… მეორე ნახევარი გზაშია და უკან არც არავინ აპირებს დაბრუნებას.
უკანონოდ, უსაბუთოდ საზღვრის გადაკვეთა საშიში არ არის მეთქი?! კი, შეიძლება ციხე და დეპორტი არ ამცდეს, მაგრამ მშიერი ოჯახის ყურება უფრო მძიმე და მტკივნეული არისო…
ამას ისინი ვერ გაიგებენ, ვინც დასაქმებულია, ხელფასს იღებს და თავის გატანა ადვილად შეუძლია…
ემიგრაციაში ყოფნა ჯვარცმის ტოლია… წყდები სამშობლოს, შვილებს, ყველაფერს, რაც შენთვის ძვირფასია…
დღეს ყველა წასვლაზე ფიქრობს…
წამსვლელთა რიგებს, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სასულიერო პირებიც შეუერთდნენ…
ბევრი ვიცი, ვინც მოხუცს უვლის, სახლს ალაგებს, ეზოს გვის… აქედან არც ერთია სამარცხვინო, სამარცხვინო ის არის, მღვდელი რომ იძულებული ხდება, გვერდზე გადადოს მისი მთავარი დანიშნულება და კრედიტების, ვალების, სესხების გამო უცხოეთში გადაიხვეწოს…
ერთი სასულიერო პირი მივიდა ეპისკოპოსთან, პურის ფული არ გვაქვსო, მღვდელს უნდა უჭირდესო-იყო პასუხი…ჰოდა, ასე ორმაგად გირთულდება ცხოვრება!..“, – წერს პეტრე კოლხი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…