როცა ოცნებები მართლა სრულდება… სტუდენტმა გოგონამ – ჯოის ტორეფრანკმა ფილიპინების ქალაქ მანდაუეში ფოტო გადაიღო და თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა. ფოტოზე აღბეჭდილი იყო ბიჭუნა.
მას სკამისაგან ჰქონდა გაკეთებული იმპროვიზებული მაგიდა, რომელზეც ედო წიგნები და მეცადინეობდა. ფოტო ღამით იყო გადაღებული. ბიჭს მაკდონალდის ფანჯრებიდან გამოსული შუქი უნათებდა მაგიდას. „შთამაგონა ამ ფოტომ“- წერდა გოგონა.
რამდენიმე დღეში სოციალურ ქსელში ბიჭის ფოტო ძალიან პოპულარული გახდა. ადგილობრივმა ტელევიზიამ გადაწყვიტა, მოეძებნა ბავშვი. მალევე მიაგნეს მას იმ ადგილთან ახლოს, სადაც იყო გადაღებული ფოტო.
იქ მუშაობდა 9 წლის დანიელ კაბრერას დედა. მამა ორი წლის წინ გარდაეცვალა, ხოლო პატარა ქოხი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ – დაიწვა.
ოჯახში დანიელის გარდა კიდევ რამდენიმე ბავშვია. მათ არ აქვთ მუდმივი საცხოვრებელი, ამიტომ ხან მაღაზიაში ათევენ ღამეს (სადაც დედა მუშაობს), ხანაც – ქუჩაში.
კრისტინა, დანიელის დედა, დღეში 2 დოლარზე მუშაობს. დედის სიტყვებით, მიუხედავად მძიმე საცხოვრებელი პირობებისა, დანიელი ცდილობს არ გააცდინოს გაკვეთილები. დანიელის ოცნებაა, როგორმე დაამთავროს სკოლა და გახდეს პოლიციელი.
დანიელმა ეს ყველაფერი ადგილობრივ რადიოში მოყვა, სადაც დედასთან ერთად მიიწვიეს. მას შემდეგ, რაც პატარა ბიჭის ისტორია პოპულარული გახდა, მისი ოჯახის ცხოვრება უკეთესობისაკენ შეიცვალა:
პირველ რიგში დანიელმა მიიღო სტიპენდია სწავლის გასაგრძელებლად, კრისტინამ მიიღო გრანტი საკუთარი ბიზნესისათვის, ადგილობრივმა პოლიციამ კი ოჯახს გამოუყო ფული და საკვები პროდუქტები.
ჯოისი განცვიფრებულია იმით, რომ ერთმა „უბრალო ფოტომ“ შეძლო შეეცვალა რამდენიმე ადამიანის ცხოვრება.
„მადლობა ყველას, ვინც გააზიარა ეს ფოტო. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით დავხმარებოდით დანიელს თავისი ოცნების ასრულებაში“.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია