მერი- ენის 11 წლის ბიჭი სკოლიდან ატირებული დაბრუნდა. ფიზიკური ნაკლის გამო ის არაერთხელ გამხდარა დაცინვის ობიექტი. დედამ გადაწყვიტა ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის დაეწერა წერილი.
ინტერნეტში გამოქვეყნებულმა წერილმა ჭკუა ასწავლა და დააფიქრა შვილის დამამცირებლები . ყველა, ვინც კი მის სიტყვებს წაიკითხავს კიდევ ერთხელ დაფიქრდება, სანამ სხვების ფიზიკურ ნაკლზე დაიწყებს მსჯელობას.
“ყველაზე საუკეთესო ბავშვებსაც ზოგჯერ აქვთ სისუსტეები, როდესაც კარგავენ საკუთარი თავის რწმენას. ბავშვები რომ არ ბრაზდებოდნენ ერთმანეთზე, უნდა დაანახო თუ რამდენად გამორჩეული და მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი.
ჩემი მაიკლი დაიბადა ორსულობის შვიდი თვის თავზე. სამი თვის მანძილზე იბრძოდა სიცოცხლისათვის. მასზე ჩატარებული პროცედურების დათვლა შეუძლებელია. შუნტირება , სისხლის გადასხმა და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი რამ.
გავიდა კიდევ 12 კვირა და ბავშვი მიატოვა თავისმა ბიოლოგიურმა დედამ. მას შემდეგ მე ვარ მაიკლის დედა.” მან ბევრ სიძნელეს გაუძლო, რათა გამხდარიყო ისეთი ძლიერი, როგორიც ახლა არის. დიდი დრო მოანდომა სიარულის სწავლას, ხოლო ლაპარაკი 3 წლის ასაკში დაიწყო.
პირველი კბილი 1 წლის თავზე ამოუვიდა. მიუხედავად ასეთი სირთულეებისა შინაგანი ძალა და სიყვარული წუთითაც არ ტოვებდა მას. ხოლო ისეთი ნათელი ღიმილი, როგორც მაიკლს აქვს, არ მინახავს არსად და არასდროს.
მსოფლიოში არ არსებობს მასზე კეთილი ბავშვი! ჩემს ბიჭს უყვარს ყველა, ვინც მის გვერდითაა. მან იცის ბრძოლაც და მიტევებაც. კარგი იქნებოდა მისგან სიკეთე ესწავლათ. თქვენ იცინოდით მის ბრეკეტებზე, უფრო ადრე კი დასცინოდით იმის გამო, რომ ჭამის დროს მის ირგვლივ ყველაფერს სვრიდა.
იცით თუ არა , რომ მაიკლი ფიზიოლოგიური თვალსაზრისით საკვებს პირში ვერ იმორჩილებს. ბრეკეტები ერთ- ერთი მეთოდია, რაც მის გამოჯანმრთელებას შეუწყობს ხელს.
მაიკლს ქვედა ყბა განუვითარებელი აქვს, ხოლო ბრეკეტით მივაღწიეთ იმას, რომ კვების დროს აღარ უვარდება ლუკმა პირიდან.
იმის მაგივრად, რომ მასხრად იგდებდეთ, დაფიქრდით თქვენს საქციელზე. არ გთხოვთ იმას, რომ აუცილებლად გიყვარდეთ. მაგრამ პატივისცემას ნამდვილად იმსახურებს.
ჯერ კიდევ პატარაობიდან ის იბრძოდა სიცოცხლისათვის. ის რაც დავწერე, მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმისა, რაც მან გადაიტანა. ისწავლეთ, გაიზარდეთ და პატივი ეცით მათ, ვინც თქვენს გვერდითაა”
ყველა ბავშვს რომ ასწავლიდნენ იმას, რაც მერი- ენმა დაწერა, ბავშვები უფრო კეთილები, თანაგრძნობით სავსე და ბედნიერები გაიზრდებოდნენ. კაცობრიობა იაზროვნებდა საღად და არ განსჯიდნენ ადამიანს ფიზიკური ნაკლის გამო.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
წყარო: მშობლები.გე